Wednesday, May 31, 2006

არითმია (სიზმარი # 27-28) no music

სადარბაზოს პირველივე სართულზე თეთრი კარი უხმოდ იღება. მის მიღმა წყვდიადია. შენი სხეული სადარბაზოს მბჟუტავ შუქზე მკრთალად ანათებს. კარს აღებ და ზღურბლზე დგები. ფეხშიშველი ხარ. ზემოთ მეზღვაურის მაისური გაცვია. ქვემოთ გადაჭრილი ჯინსი, რომლის ტოტებიდან ძაფები გამოჩრილ–კონწიალებულა. წაბლისფერი თმები მხრებამდე გაქვს გადაყრილი. წამიერად მიყურებ და მერე თვალებს დაბლა ხრი. საოცრად შინაური სუნი აგდის. თმებზე მოფერების და თავზე კოცნის სურვილი მიჩნდება, მაგრამ დაპატარავებას ვიწყებ, ქვევით ვეშვები სადარბაზოს უსწორმასწორო ქვის ფილაქანზე. მიყურებ გაოცებული თვალებით. გონებას ვკარგავ. როცა ვფხიზლდები, ხელში გყავარ აყვანილი, სულს მიბერავ. მკერდზე, რომელზეც ვერცხლისფერი ჯვარი გაქვს ჩამოკიდებული, გეხუტები და შენი ცოტა არითმიული გულისცემა მესმის. ბრაზი მიპყრობს და გადახტომა მინდა. არ მანებებ და შავმანიკურწასმული ფრჩხილებით ძალიან ნაზად მჩქმეტ ხელებზე და ფეხებზე. შენს ოთახში შეგყავარ და შენივე საწოლზე ფრთხილად მსვამ. მერე სკამზე ჯდები, სახეს ხელის გულებზე იყრდნობ. მიღიმი. ოთახის სუნი ჩემთვის ძალიან ნაცნობია. სარკის თავზე ანთებული „ნაჩნიკი–ბრა“ მეცნობა. კედელზე შენი ნახატებია და გრძელი, შენი ხელით გაკეთებული ყელსაბამები ჰკიდია, ოდნავ გვერდით – ჩემი ნაჩუქარი სურათი.

საოცრად მინდება ჩაი. ჩემს სურვილს თითქოს ხვდები და სამზარეულოში გადიხარ. არყის თავსახურში ჩასხმული ცხელი ჩაით ბრუნდები და წინ მიდგამ. ხელები მეწვის და ჩაის სულს ვუბერავ. წინ ზღვის ნიჟარას მიდგამ. მასზე შენი გამომცხვარი შაქრიანი ნამცხვრის ნაფხვენებია. ჩაის ვსვამ და ნამცხვარსაც შევექცევი. შენი ოთახის ფანჯარაზე გისოსებია და მის მიღმა კი – ღამის მთვარე. მთვარე ყოველთვის შენია და მის შუქზე განსაკუთრებით ლამაზი ხარ. შენს სილამაზეს კი ჩემს გარდა ვერავინ ამჩნევს. როგორ შეცვლილხარ... ჯადოქარს გავხარ ამ გრძელ თმებში. მეშინია კიდეც სადმე ქვაბში არ ჩამაგდო და ცოცხლად არ მომხარშო რაღაც ბალახებისა და შელოცვების თანხლებით. აგერ პირდაპირ შენს თვალწინ ხომ ხედავ როგორ შევიცვალე? არყის თავსახურში ახლა არაყს მიწვეთებ, რომელიც კარადაში გქონდა გადამალული. უხმოდ ვსვამ. შენც სვამ და მერე თავს საწოლზე დებ, მუხლებს იატაკზე, თვალებში მიყურებ და საჩვენებელი თითით მეფერები, ხანაც ისევ ღიმილით მჩქმეტ. მეღიტინება, მტკივა კიდეც და ვიცინი. ხელს პირზე იფარებ და უხმო სიცილისგან ცახცახებ, თვალებთან პაწია, საყვარელი ნაოჭები გიჩნდება. არყის ბოთლს იყუდებ და ბოლომდე ცლი. ახლა მე გიყურებ გაოცებული.

უკვე სერიოზულად მეშინია, რადგან ფეხზე ხტები, ორივე ხელით მიბღუჯავ და გამალებული მკოცნი, თან ტირი, ზოგჯერ არანორმალურივით იცინი. შენი ცრემლი მეცემა, ძალიან მძიმეა, გავილუმპე. მერე ჩვენს მუნჯურ ენაზე ლაპარაკს მიწყებ:
– ჰა–ჰა.
– ჰმ? – გეკითხები.
– ჰე ჰე ჰი–ჰა–ჰა!
– არა! ნუღა მეუბნები ამას. მეც არითმია მაქვს ბლინ! – გულში ვამბობ სასოწარკვეთილი, მაგრამ სახეზე მაინც
ყველაფერი მეტყობა. გიჟივით ხარხარებ. ყურს მადებ მკერდზე, ანუ მთელს ჩემს სხეულზე. გაზრდა და გაქცევა მინდა. დედამიწის ზურგზე ყველაზე დაჩაგრული რასის წარმომადგენლად ვგრძნობ თავს. არაფერი გამოდის. შეერთებული ხელებით ტერიტორიას მისაზღვრავ.

სიმწრისგან ბალიშს ხელები დავუშინე. ეს შვებას არ მგვრის. რამე მყარი მინდა, რომ თითები დამისისხლიანდეს. შეშფოთებული მიყურებ. უკვე ტირი, ხელებს იღებ და საწოლზე გზას მითავისუფლებ. შენი სუნის მქონე საბანზე საწოლის კიდემდე მივრბივარ. ქვემოთ იატაკი არ ჩანს და შავი უფსკრულია.
უკვე ხმამაღლა ტირი.
კიდევ ერთხელ გიყურებ და...
ვხტები...

Photo © Alessandro Bavari

Wednesday, May 10, 2006

Зеркало

გადმოწერე:
Арсений Тарковский

 


Sunday, May 07, 2006

gifts VII

კარალიოკი ფიქროს საჩუქარია, დიდი მადლობა მას. :)))

P. S. საჩუქრები გამომიგზავნეთ მისამართზე: humanoidi2000@yahoo.co.uk


გადაწერე ერთი სიმღერა:
Blackfield - Cloudy Now

Thursday, May 04, 2006

Kutaisi

22.04 - 03.05 - ვიყავი ჩემს ქალაქში.
ყველაფრის გადაღება მინდოდა. რა თქმა უნდა, არ გამოვიდა...

სანამ თვალიერებას დაიწყებდე, მუსიკა გადაიწერე.

გადაწერე:
1. JohnMcLaughlin - Lotus Feet
2.
BillEvans - Lullaby For Helene (Quartet)
3.
Tristeza - Bromas
4.
Hoobastank - More Than A Memory
========================================================
სააღდგომო წირვა, ცისკარი