Friday, April 20, 2012

„ნიღბების კლუბის“ ისტორიული აქცია-პრეზენტაცია


[From ERM0NIA's own home collection]

2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო. 

აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. 

1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D

დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე). 

Thursday, April 19, 2012

მულტსერიალი Versus

დღეს, ამ კონვეიერულ ეპოქაში ძალიან მოდაშია ყველაფრის ერთმანეთზე შედარება და ერთმანეთთან დაპირისპირება, ე.წ. "ვერსუსები". ამ საკითხზე საკაიფო მულტფილმები გააკეთა გასართობმა ინტერნეტ-ტელევიზიამ Tvigle-მ.









ყველა სერია აქაა: Смотреть видео Versus - Хруст Без Правил

Monday, April 16, 2012

ჩრდილოეთი ნაკლებია სამზე

ჩემს კომპში ოთხი ახალი ფოტო-საქაღალდე გაჩნდა ჰორიზონტის მხარეების დასახელებით. ახლა ერთ-ერთი მათგანიდან, "ჩრდილოეთიდან" ამოვკრეფ რამდენიმე ფოტოს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ახალი წასულია და ცივი, პირქუში ფოტოების დადება ამ მხრივ ნამდვილად "არამომგებიანი" იქნება, მაინც გაჩვენებთ მათ. რა თქმა უნდა, ყოველი ფოტოს ავტორიც მივუთითე. ამ ფოტოებიდან რაღაც ნაწილს ჩემს საყვარელ Google Earth-ზე მივაგენი, როცა ჩუკოტკისა და კამჩატკის ნახევარკუნძულებს ვათვალიერებდი. რატომ წავბორიალდი ასე ჩრდილოეთით, ნამდვილად არ ვიცი. ბევრი ფოტო კი ჩემი ბლოგროლის სხვადასხვა სამოგზაურო ბლოგებიდან გადმოვქაჩე. ასე რომ, ბევრს აღარ გავაგრძელებ... :)

Harry Shave - Cottongrass, Wrangel Island Tundra

Harry Shave - Derelict Beacon 2, Mys Florensa

Harry Shave - Isolated Building