Friday, April 21, 2006

Without Music & Comments :))) Happy Easter!

Only Georgian oldest frescos




შიზოფრენია + Das Ich

აქ განთავსებული ნახატები, უკლებლივ ყველა, შიზოფრენიით დაავადებულებს ეკუთვნით და ფსიხუშკების პაციენტების მიერ არის შესრულებული. სანამ თვალიერებას დაიწყებდე ეს გერმანული ჯგუფი Das Ich გადაიწერე და მოუსმინე.

გადაწერე ორი სიმღერა:
1. Das Ich - Freuel
2. Das Ich - DerSchrei




Tuesday, April 18, 2006

I've Got A Life

გადმოწერე სიმღერა:























I've Got Life
Annie Lennox, Dave Stewart
Turn it down so I can’t hear it
Turn it out so I can’t see it
It’s just useless to ignore
We’re going down, you don’t feel it
Turn it round, you don’t mean it and
I can’t stand it anymore

When the whole world sighs
And it’s making you so deflated

I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over (it aint over)
I've got a way
It's the only things that’s mine
All I'm asking for is tenderness
A little tenderness
Ooo it's a cruel place
You never asked to be here
Nobody cares and no one’s gonna help you now (hold on)
It's dog eat dog the human race
The only thing they'll do is hate you (hate you)

Such a crime to be unkind
Turn your cheek pretend you're blind

I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over
It aint over
I've got a way
It's the only thing that's mine
All I’m asking for is tenderness
Tenderness

I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over
It aint over
I've got a way
It's the only thing that's mine
All I’m asking for is tenderness

Be strong now baby
Gotta be strong now baby
Gotta be strong!

=============================================================
უკვე ოთხშაბათია, არადა, კვირა მგონია. ჰი-ჰი-ჰი! ამერია დღეები, საათები და წუთები. აქ ვირტუალურად ვცხოვრობ, რომელიც თან მძულს და თან ისე შევეჩვიე, რომ ვეღარ ვცილდები. მგონი არაფერს ვამბობ ახალს და მნიშვნელოვანს. კომპიუტერი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელთანაც უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საყვარელ საქმეზე ფიქრში. პრინციპში კომპიუტერში კეთდება კიდეც საყვარელი საქმე, რომელიც კატლეტს თუ არა, პურსა და მარმელადიან ნამცხვარს მაინც მაჭმევს. ტელევიზორი თითქოს აღარც არსებობს.


ზოგჯერ მენატრება ის დრო, როცა ორიოდე არხს ვუყურებდი ძველ, ლამპიან ტელევიზორში. მაგრამ ეს მხოლოდ „ზოგჯერ“. მენატრება ის დროც, როცა ფირსაკრავზე ან კასეტებიან მაგნიტოფონში მუსიკის მოსმენა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ქუჩის „რაზბორკის“ და ჩხუბის მერე ემოციებს შესაფერისი მუსიკით ვაჯერებდი, როცა ცხოვრებაში პირველი სიგარეტების კვამლს ჩემი ოთახის ფანჯარაში ვუშვებდი სუნი რომ არ დამდგარიყო და მამაჩემს არ გაეგო.


ბევრი რამ, რასთანაც პირველად მქონდა შეხება, ახალი შემოსული იყო ყოფაშიც და ყველაფერი მაოცებდა. მარტო ვიდეო, ვოლქმენი, მობილური ტელეფონი და კომპიუტერი რად ღირს, თავი რომ გავანებოთ მიკროკალკულატორებს (გამომთვლელ მანქანებს), „ელექტრონიკის“ მიერ გამოშვებულ კვარცულ ვიდეოთამაშს „Ну Погоди!“, აი, ეკრანზე კვერცხები რომ მოგორავდა და მგელი რომ კალათით იჭერდა. კიდევ იყო რაღაც-რაღაცეები პირველი და ახლა ყველაფერს ვერ ვიხსენებ.


კიდევ ბევრი კაი რამ მახსოვს, ჩვენი „ნიღბების კლუბი“ და რამდენიმე წლის განმავლობაში ქუჩაში გათენებული ღამეები, ჩვენი კონცერტები და სხვადასხვა აქციები (რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური), ტელევიზიები, რადიოები, ჩვენი „ნატვრის ხე“, კონიაკი „არაგვი“, წმ. ნინოს ქუჩის ჯიხურში ნაყიდი „ბებოს არაყი“ და უამრავი უჯიგრესი მეგობარი, რომელთაც მალე ვნახავ ისევ. ჩემი მეგობრებიც თავიანთ ამბავში პირველები არიან. გარიკა სუკაჩოვის არ იყოს, მხოლოდ პირველებთან ვმეგობრობ. მეორეები და მესამეები „ისე ხალხი“ არიან. ეს „ისე ხალხიც“ საჭიროა, რათა შენი მეგობრების პირველობა და მნიშვნელობა იგრძნო. შე ცუდო! სხვა ადამიანებზე უპირატესობა არ მიგულისხმია, რეებზე ფიქრობ? :)


კიდევ ბევრი ამბისგან შედგებოდა ჩემი ცხოვრება, რომელიც შენთვის შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის მეტად მძიმე, ტკივილიანი და ამავე დროს, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთისა თუ წამის შემცველი იყო და იქნება კიდეც.
















 



მალე აღდგომაა. ყველაზე კარგი დღესასწაული, რომელიც სევდიანია, ამავე დროს, შვების და სიხარულის მომტანიც. ეგაა.

Monday, April 17, 2006

gifts VI

საჩუქარი (ები) შეგიძლია გამომიგზავნო მისამართზე: humanoidi2000@yahoo.co.uk ;)

Let me introduce to you my virtual-friend from Russia Helen Zhemchugova with her 2 photos. Many thanks Lenochka. :)


















თან მუსიკა.
გადმოწერე ერთი სიმღერა:
My Vitriol - Infantile

Friday, April 14, 2006

gifts V (Возвращение Годзилы)

მოკლედ:
В Токио близится к завершению майское басе - третий из шести турниров по профессиональному сумо. В элитном дивизионе - макуноути - сегодня состоялись схватки четырнадцатого дня турнира.

Шедший до сих пор без поражений йокодзуна Таканохана в чрезвычайно упорной борьбе проиграл одзэки Мусояме, в то время как второй йокодзуна - Мусасимару - без особых усилий сломил сопротивление другого одзэки - Тиетайкая. На данный момент продолжает лидировать Таканохана, у которого 13 побед и 1 поражение, за ним следует Мусасимару с 12-ю победами и двумя поражениями. Таким образом, имя победителя турнира выяснится в воскресной схватке двух йокодзун................



















მთავარი ტექსტი უკვე წაიკითხე, ახლა კი აუცილებლად გადმოწერე და მოუსმინე. თუ სადმე კარალიოკი მოგეპოვება, ჩააყოლე. :D

გადმოწერე:
Japan - Sumo

P. S. Thanks to Merry :)

Saturday, April 08, 2006

Georgian Version - ქუთაისური გოთიკა :)

Georgian Version:
მარინა ბუცხრიკიძე - ვოკალი
ირაკლი კაცაძე - გიტარა
თორნიკე კაცაძე - ბასი
დათო - დრამი








გადაწერე:
01. Georgian Version - You Can't Change The World
02. Georgian Version - Girl
03. Georgian Version - Museman
04. Georgian Version - Blue

Thursday, April 06, 2006

SMILE :)))


Tuesday, April 04, 2006

სიგარეტები (Blackfield - Blackfield © 2004)

"ზოგჯერ ხდება ხოლმე, მიდიხარ შენთვის ქუჩაში, სიგარეტს ეწევი, ძალაუნებურად გამვლელთა ფეხებს აკვირდები და თავჩაქინდრული ათას რამეზე ფიქრობ. ფიქრობ რისი უფრო გეშინია, საკუთარი თავის თუ თავად შიშის. ამ დროს რაღაც ზებუნებრივი თუ ქვებუნებრივი, ერთი სიტყვით, არაბუნებრივი, არამიწიერი ძალა თავს მაღლა გაწევინებს და შენკენ მომავალ ხალხის ნაკადს აკვირდები. ოღონდ როგორ იცით? აი, კონკრეტულად არავის არ უყურებ. ამ დროს ყველაფერს შავ–თეთრად გრძნობ და არც კი ფიქრობ იმაზე, თუ რატომაა ყველაფერი ასეთი ბაცი. ადამიანები რა შუაში არიან, ისინიც ხომ შენსავით ქუჩაში დაეხეტებიან და იმ წუთას იქნებ ისეთ რამეზე ფიქრობენ, რაზეც შენ და იქნებ სწორედ ამიტომ ვერ გრძნობ მათ შორის სხვაობას. ამას მოსდევს სიგარეტის გადაფერფლება. ამ დროს სიგარეტის ღერი განზე გაწიე და ეცადე ერთხელ მაინც, რაც შეიძლება ელეგანტურად დააფერფლო ცოდვილ ასფალტზე. ელეგანტურად, ანუ არა ფრჩხილისკვრით, როგორც ჩვენს ქალაქშია მიღებული, არამედ არისტოკრატულად, როგორც ფილმებშია – საჩვენებელი თითის წვერის ნაზი დაკაკუნებით. თუ პირველი შეხებით საკმაოდ მოგრძო ფერფლი არ ჩამოვარდა, მეორეჯერ წაუთაქე.

ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება შენს ირგვლივ ხმაური შესაძლოა მოულოდნელად გაქრეს, ყველა და ყველაფერი დადუმდეს. ხმაური იმდენად ბუნებრივადაა შენს ტვინსა და სხეულში გაჯერებული, რომ მის გარეშე არსებობა ალბათ სასწაული იქნებოდა ისევე, როგორც ვიღაც რომაელი ცენტურიონისთვის დღევანდელ თბილისზე დაყურადება. არადა ხმაური იმისთვისაა ხმაური, რომ ყურადღებას მიიქციოს, შეგაჯანჯღაროს, გამოგაფხიზლოს თითქოს, მაგრამ არა დღევანდელ თბილისში, ალბათ მსოფლიოს არც სხვა მილიონიან ქალაქში. ხმაურობენ ადამიანები, მანქანები, მაღაზიები და ფეხსაცმელები. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხმაური უეცრად გაქრეს შენი ტვინიდან?

ხმაურობს ტვინიც, თითქოს მასში ვიღაც ზის და „გალუაზ ბლონდს“ აბოლებს. გაბურულია, დანისლულია აზრიც. კრიზისია. ვინ მადლიანი დააყენებს ორპირ ქარს, რომ ყველაფერი კარგად გაანიავოს? ორივე ხელების ფრჩხილებით საფეთქლის წვალება საქმეს არ შველის. იმ ოხერს ფეხი ფეხზე აქვს შემოდებული და ჯიბრზე უფრო მეტ კვამლს უშვებს, თანაც ელეგანტურად, რგოლებსაც კი კრავს. სწორედ ამ დროს ვიღაც გიღიმის მოწყალედ.

Sunday, April 02, 2006

Porcupine Tree - Signify © 1996 (2004)

Achtung Achtung Achtung!
ვისაც ძალიან მოსწონს ფსიქოდელიური და ექსპერიმენტული მუსიკა, პროგრესივ–როკი და მძიმე საგიტარო ჟღერადობა, აუცილებლად გადაწერეთ ბრიტანული ჯგუფი Porcupine Tree, რომელიც 1987 წლიდან არსებობს. ამჯერად პორკიუპინების ერთ–ერთ უძლიერეს, 1996 წელს გამოსულ ალბომს Signify–ს ვდებ, რომელიც ხელმეორედ 2004 წელს გამოიცა და მას მეორე ბონუს დისკად 1995-96 წლებში ჩაწერილი, მანამდე გამოუცემელი დემოების ჩანაწერიც მოჰყვა "Insignificance (Demos 1995-96)".



















ჩანაწერის ხარისხი ძალიან მაღალია. Enjoy! :)

Porcupine Tree - Signify © 1996 (2004)
























CD1 - Signify (1996)
--------------------
01. Bornlivedie
02. Signify
03. The Sleep of No Dreaming
04. Pagan
05. Waiting Phase One
06. Waiting Phase Two
07. Sever
08. Idiot Prayer
09. Every Home Is Wired
10. Intermediate Jesus
11. "Light Mass Prayers"
12. Dark Matter

CD2 - Insignificance (Demos 1995-96)
---------------------------------------
01. Wake As Gun I
02. Hallogallo
03. Signify
04. Waiting
05. Smiling Not Smiling
06. Wake As Gun II
07. Neural Rust
08. Dark Origins
09. Sever Tomorrow
10. Nine Cats (Acoustic Version)

გადაწერე:

Porcupine Tree - Signify