Tuesday, June 19, 2012

ჩემი პირველი ფოტოგამოფენა

ბანკ „რესპუბლიკის“ თაოსნობით, თავისუფლების მოედანზე მდებარე ამავე ბანკის ოფისში დაიწყო ჩემი და თორნიკე ზიზიაშვილის (IPN-ის ფოტოკორესპონდენტი) ერთობლივი მცირე ფოტოგამოფენა. თუ მოხვდებით ძველ მერიასთან, შეგიძლიათ იქვე შეირბინოთ ბანკ „რესპუბლიკას“ ოფისში და თვალი შეავლოთ გამოფენას აგვისტოს დასაწყისამდე.


Monday, June 18, 2012

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში

ჩემი კოლეგის, თამაზ (თაზო) მჭედლიძის ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ტაბულა Art“-ის სპეციალურ ნომერში, რომელიც გასული საუკუნის 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამ დღეებში თაზომ თავისი სტატიის ორიგინალი მომაწოდა, რომელიც ძალიან მომეწონა. მასში პრაქტიკულად არაა „მშრალი ფაქტები“, რითიც სავსეა ამ თემაზე შექმნილი ბევრი სტატია. ესაა საკმაოდ ღრმა და საინტერესო ანალიზი იმ ეპოქის შესახებ, რომელიც თავადაც ძალიან მაინტერესებს, რადგან, ასევე, მისი ცოცხალი მონაწილე გახლავართ. „90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა“ ჩემს ბლოგზე, თაზო მჭედლიძის თხოვნით, პირვანდელი (და არა „ტაბულა Art-ში“ დარედაქტირებული) სახით ქვეყნდება. 

© თამაზ მჭედლიძე

90-იანებში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ქართულ სინამდვილეში ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. მაგრამ ბევრი საინტერესო (პატარა ქვეყნის პირობაზე), თავისებურად განუმეორებელი სტილის ჯგუფის მიუხედავად,   მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე.

პირადად მე საკმარისად მახსოვს ანდერგრაუნდული თუ „ოვერგრაუნდული“ როკ-კონცერტები, რომლებზეც რაღაც საინტერესო ხდებოდა, ხან მუსიკის ხან ტექსტის და ხან ზოგადი განწყობის საშუალებით. ჩანასახის მდგომარეობაში მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურაც თავისი „გმირებით“, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. რაც მთავარია ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი ალტერნატიული როკ-სიმბოლოების მუსიკა გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს“, რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა.

კვალში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პროდუქტს – დისკებს, კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა. უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის, „ველვეტ ანდერგრაუნდის“ შემდეგ უკვე სხვა იყო ვიდრე მანამდე; „პანკ-რევოლუციის“ შემდეგ სხვა; ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი სულ სხვა ცხოვრების წესი დაამკვიდრა.

საქართველოში, 90-იანების „ალტერნატივშიკების“ ჩატარებული ყოველი აქცია ხშირად სიცოცხლის რისკთანაც კი იყო დაკავშირებული. თავი რომ დავანებოთ მუსიკას, ტექსტებს და ზოგჯერ დემონსტრატიულად გამომწვევ ქცევებს, უბრალოდ მათი გარეგნობაც კი აგრესიას იწვევდა. მახსოვს ე.წ. მატარებლის ფესტივალიდან დაბრუნებული ერთი პანკ-მუსიკოსი მიყვებოდა, რომ რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, სცენაზე გასვლისთანავე მათკენ ქვების წვიმა წამოვიდა. ირაკლი ჩარკვიანის კლიპს „შენ აფრენ“, პარლამენტშიც კი მოჰყვა მრისხანე განხილვა „ტრადიციების ერთგული“ დეპუტატებისგან. სერიოზული პრობლემები ჰქონდა რობი კუხიანიძესაც („აუტსაიდერი“) – რამდენიმე კონცერტის წინ, ორგანიზატორები მისი სიმღერების ორგანული ნაწილის – უცენზურო სიტყვების ამოღებას მოითხოვდნენ.

Sunday, June 17, 2012

გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999

[From ERM0NIA's own home collection]

გოგა ჟორჟოლაძე ჩემი ქუთაისელი მეგობარია. იგი კარგი მუსიკოსი, მხატვარი და მელომანია. მახსოვს, 90-იანების დასაწყისში მის სახლი-სტუდია სავსე იყო უმაღლესი ხარისხის აუდიო ჩანაწერებით, ვინილის ფირფიტებით, მაგნიტოფირებითა და, რაც მაშინ იშვიათი იყო, კომპაქტ-დისკებით.


გოგა ერთ-ერთი ვეტერანი ქუთაისელი პანკი, როკერი და ალტერნატივშიკია, რომელსაც უყვარდა და უყვარს „ახალი ტალღა“, პოსტ-პანკი, რეგეი, ფანკი და ა.შ. მასთან ჩემი ძველი ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.

90-იანების მიწურულს გოგამ თავისი სახლის სტუდია სრულყო და მასთან ჩაიწერა 1990-იანების თითქმის ყველა ქუთაისელი შემსრულებელი. 2002 და 2003 წლებში სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა ორი ლეგენდარული ქუთაისური კომპილაცია („ქართული ტალღა 1 და 2“) ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

ახლა გოგას ალბომი Homegrown მინდა წარმოვადგინო, რომელიც მუსიკოსმა 1999 წელს საკუთარ სტუდიაში ჩაწერა და მაგნიტოალბომის სახით გამოვიდა. იგი გაციფრულებული და მცირეოდენ რემასტერირებულია ჩემ მიერ. დასაჭაშნიკებლად ეს ერთი სიმღერა აქვე გასინჯეთ:
   
ალბომი ქვეყნდება პირველად!!!

 გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999


01-Hand That Rocks The Cradle (5:20)
02-Blowing In The Wind (4:13)
03-ჩემი უბანი (5:26)
04-The Bean Eaters (4:29)
05-Johny B. Good (2:54)
06-Обстановочка (2:59)
07-მიძინებული მოგონებები (4:13)
08-80-იანი წლები (5:49)
09-Back In The City (5:45)
10-მინდა (3:29)
11-მე კარგად ვიცი (4:57)
12-Табурет (Groove) (3:03)
13-Табурет (Punk) (2:46)
14-შენი თვალები (4:32)

Genre: Rock
Stile: New Wave, Post-Punk, Alternative
Size: 86.38 MB
Playtime: 59:55
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)
Password: erm0nia

Wednesday, June 06, 2012

ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II © 2002 - 2003

[From ERM0NIA's own home collection]

ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის - გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 90-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტის სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე: 

"ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, "ტიტანიკზე", ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა. შ.

2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი "ქართული ტალღა-I" და "ქართული ტალღა-II" ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან "შუქი მოვიდა") სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის "სიყვარულის ანგელოზოც" ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი."

მარტო ძველ ამბავს არ ვიხსენებ, - ეს ჩანაწერები ასეთი კარგი ხარისხით (320 kb/s) ჯერ არსად გამომიქვეყნებია. და კიდევ, პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის - "პულსის" სიმღერა "ცარიელი ჯიბე", რომელიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.

ქართული ტალღა I © 2002


01-Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02-გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03-Alco – Напёмся
04-ბურუსი – La-La-La-La
05-ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06-წამი – I Just Know Your Name
07-Raplix – შეჩერდი
08-გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09-Best History – ჩუ–ფუ
10-ბუნკერი – Смерть
11-Alco – Луна-Самка
12-ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13-ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14-გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15-წამი – You Are Wrong
16-Best History – ბურატინო
17-Machia & Co. – Apocalipsis
18-პულსი – ცარიელი ჯიბე [Bonus]