Saturday, October 27, 2012

არტ-კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“

[From ERM0NIA's own home collection] 

1990-იანი წლების ქუთაისის იატაკქვეშა კლუბების შესახებ ადრეც დამიწერია (იხ. ჩემი სტატიები: „თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა“, „ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)“ და „ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)“). ამ ჩანაწერებიდან ალბათ გახსოვთ, რომ 90-იანებში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შექმნილი „ნიღბების კლუბის“ წევრი და ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი. ჩვენი კლუბი აწყობდა ღია აქციებს ქუთაისის ქუჩებსა და ადგილებზე. 1990-იან წლებში ქუთაისში ხელოვნების კიდევ რამდენიმე კლუბი არსებობდა, მაგალითად, დადაისტური სულისკვეთების „გონზო“, რომელიც მხატვარმა გელა ღაჭავამ დააარსა, და „მესამე კლასის ვაგონი“, რომელზეც ბლოგის მკითხველს ამჯერად ვუამბობ.

„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.

არტ-კლუბის პერფომანსი თბილისში, 2001 წელი. ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე და ბლოგის ავტორი

ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:

ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები (© 2002, ქუთაისი)
ლურჯი ჯინსებით მზისკენ (© 2002, ქუთაისი)

P.S. ბმულებზე დაწკაპუნებისას წიგნები გაიხსნება ბრაუზერში (თუ ბრაუზერებს PDF ფორმატის მხარდაჭერა აქვს). თუ ბლოგის მკითხველს წიგნების გადმოწერა მოუნდება, ზედა ბმულებთან მაუსის მიტანის შემდეგ, შეუძლია, მარჯვენა წკაპით შეასრულოს ოპერაცია „Save link as“, ან გადმოიწეროს მხოლოდ გადმოსაწერი ალტერნატიული ბმულებიდან (იხ. ქვემოთ).

Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები

P.S. პირწიგნაკზე გასაზიარებელი ბმული ესაა.

Tuesday, October 16, 2012

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004

[From ERM0NIA's own home collection]

გია სალაღიშვილის სოლო შემოქმედება ჩემს ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წელს ავტვირთე, როდესაც მისი პროგრესივ-როკ ალბომი Wine Bread Water წარმოვადგინე. ამჯერად მისი კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც „ბითლზის“ შემოქმედებას მიეძღვნა. ამ პროექტის გაკეთების იდეა გიას ჯერ კიდევ 1990-იანებში ქუთაისში გაუჩნდა და ამავე ათწლეულში ხორცი შეასხა მის კლასიკურ ვერსიას, სადაც თავად ვიბრაფონზე უკრავდა. 1996 წელს ამ პროექტის სატელევიზიო ვერსია გადავიღე და ჯერ ქუთაისის ტვ „ივერიონის“ ეთერში მოხვდა, შემდეგ მისი მოკლე ვერსია მაშინდელი სახელმწიფო ტვ-ს პირველმა არხმაც აჩვენა.

2004 წელს გიორგი სალაღიშვილმა „ბითლზის“ შემოქმედების უკვე ელექტრონული ვარიანტი „სანო“ სტუდიაში ჩაწერა. თუმცა მისი ბენდის წევრების (მათი ვინაობა ჩამოთვლილია ფირფიტის გაფორმებაში, რომელიც ფოტოფაილებად დევს გადმოსაწერ არქივში) ძირითადი ბირთვი ისევ ქუთაისელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. 1 – 6 ლენონ-მაკარტნის ეკუთვნის, ხოლო 7 – 9 კომპოზიციები გიას ნაწარმოებებია. 

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004


01-Michael (4:59)
02-Norwegian Wood (5:17)
03-And I Love Her (4:51)
04-Oh Darling (6:44)
05-Eleonor Rigby (3:31)
06-Hey Jude (5:39)
07-Seven Notes (4:33)
08-Eklesiaste (5:05)
09-If I Get To Heaven (5:33)

Genre: Rock, Jazz
Stile: Acid Jazz
Size: 104.6 MB
Playtime: 46:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia