Tuesday, November 24, 2015

ქვათახევი – წინარეხი

ქვათახევი, ან ქვაბთახევი მე-12-მე-13 საუკუნეების მონასტერია. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან მდებარეობს 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე კავთურას სათავესთან. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საკმაოდ თბილოდა, მონასტერში მისვლისთანავე საოცარი სუსხი და ყინვა ვიგრძენით. ბალახები ყინვისგან დაჭირხლულიყო. თან ხეობაში მზე ფაქტობრივად ვერ აღწევს. ისიც უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მობილური ოპერატორი არ მუშაობს. მონასტრის თავზე, მთაზე თოვლი იდო.
 
ქვათახევის მამათა მონასტრის მთავარი შესასვლელი
მონასტრის ეზო და სენაკები
მეორე გასასვლელ-შემოსასვლელი
ეს მონასტრის ბინადარი ნაგაზი, რომელმაც ეზოდან გასვლისას კარიბჭემდე გამოგვაცილა
ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით

Wednesday, November 04, 2015

ცა თბილისის თავზე

ეს ფოტოები გადავიღე 2015 წლის 14 აპრილს და ფოტოშოპით დამუშავების გარეშე ვდებ. ფოტოშოპი მხოლოდ ჩემი სახელის წყლის ნიშნისთვის გამოვიყენე.