Thursday, July 29, 2010

ქუთაისის ძველი ფოტოები (II ნაწილი) – Old Kutaisi

I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისის ძველი ფოტოები (I ნაწილი) – Old Kutaisi

მოუსმინე: იშხნელები – არ დაიჯერებ



ასე გამოიყურებოდა ზოგადად ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში:

Wednesday, July 07, 2010

ქუთაისის ძველი ფოტოები (I ნაწილი) – Old Kutaisi

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა (1900-იანი წლები)


ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, 1910-იანი წლები (მარცხნივ ბულვარი, იგივე „გულვარდი“)

რუსთაველის გამზირი (მარცხნივ მერია, მარჯვნივ ბაღისკიდე, ბულვარი, იგივე „გულვარდი“)

ქართველი მწერლები (1914 წელი)

ქუთაისის თეატრის დასი 1898-1899 წლების სეზონი

Tuesday, July 06, 2010

Music Circles - შექმენი ემბიენტ-მუსიკა!

თაგვი და მისი ჯანი! კიდევ ერთი "კომპოზიტორული" შანსი. :)

Monday, July 05, 2010

Tone Matrix - მაუსით დაწერე მუსიკა!

თაგვის მარცხენა ღილაკით დაწერე მუსიკა (აანთე უჯრედები).

მაუსის მარჯვენა ღილაკით კი შესაძლებელია ციფრებით დააკოპირო დაწერილი მუსიკა [ნათურების ანთების, ანუ მუსიკის დაწერის შემდეგ, თაგვის მარჯვენა ღილაკს უწკაპუნებ პლეერზე, აკეთებ Copy-ს და ა-Paste-ბ კომენტარში]. შემდეგ კი ციფრების საშუალებით ისევ შეგიძლიათ აიტვირთო პლეერში [ზედა ინსტრუქცია პირიქით]. ამიტომ ჩაწერე შენი მუსიკა კომენტარებში, ყველამ ერთად მოვუსმინოთ. :)

Sunday, July 04, 2010

როგორ დავწეროთ და გავაგზავნოთ წერილი

ბოლო დროს იმდენი რჩევა აღმოცენდა ბლოგერების „ნაშრომებს“ შორის, რომ ხანდისხან ძრიელ ვიბნევი და თავი განუვითარებელი მგონია. :D გავარკვიე, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შეგრძნებები, რაც ამ „მოვალეობის მოხდის“ მიზნით დაწერილი პოსტების კითხვის შედეგად ჩნდება, თურმე მარტო მე არ მრჩება. აღარ დაგიმალავთ და ეს ფაქტი ყველაზე მეტად მახარებს, თორემ ნამეტნავად დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს. როგორც სტაჟიანმა ბლოგერმა (სტაჟიანობა ერთგვარად მოდაშიც ყოფილა), გადავწყვიტე „ვალში არ დავრჩე“ და ავხსნა ჩვეულებრივი წერილის გაგზავნის პიკანტური ნიუანსები.

ამ, ე. წ. „ტუტორიალების“ გადამკიდე, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც ერთ-ერთ თბილისურ გაზეთში მოხდა, სადაც საუკუნის დასაწყისში თავადაც ვმუშაობდი. ერთი ჟურნალისტი სტატიის მოთავებას ვერ ასწრებდა. არადა, გაზეთი სტამბაში მალე უნდა გაეგზავნათ, რათა მისი დაბეჭდვა არ შეფერხებულიყო. დრო რომ გაეწელათ, ჟურნალისტებმა და მორიგე რედაქტორმა გაზეთის გამომცემელს შესჩივლეს, რომ კომპიუტერებში ასო „ღ“ გაგვითავდაო. შეწუხდა კაცი. გვიანი ღამე იყო. როგორ, ყველა კომპიუტერშიო – იკითხა. ეგრეა და რა გვეშველებაო – თავი მოისაწყლეს ამათ. რამდენი „ღ“ გვჭირდება, რომ გაზეთი დროზე მოესწროსო – ჰკითხა შეწუხებულმა რედაქტორ-ჟურნალისტებს. ამათ არც აციეს, არც აცხელეს და სადღაც 200-მდე „ღ“-ო. ეცა ტელეფონს, ხან ერთი გაზეთის რედაქტორს დაურეკა, ხან მეორეს. გაგიჟდნენ ისინი რა „ღ“-ებიო? ამან სიმწრით სთხოვა – ბოლო-ბოლო 200 ცალი „ღ“ ჩამასესხეთ და აუცილებლად გაგისტუმრებთო. ერთმა ისქესა, რომ რაღაც დალაგებულად ვერ იყო საქმე, მაგრამ არ დაიბნა და სტამბებს ექნება ეგ კომპიუტერის „ღ“-ებიო – გადაამისამართა ეს ჩვენი გაზეთის გამომცემელი. ეცა ტელეფონს ისევ და ახლა სტამბაში გადარეკა. იქიდან შემოუთვალეს, პატივცემულო, ვინმე გამოგვიგზავნე და ოხრად „ღ“-ებს გამოვატანთო...

ახლა საქმესაც მივხედოთ.

Saturday, July 03, 2010

Jonathan Glazer

Jonathan Glazer, ლონდონელი კლიპმეიკერი, რეკლამების ავტორი და კინორეჟისორი.

დავიწყოთ ვიდეოკლიპებით:

Radiohead - Street Spirit (Fade Out)




Unkle - Rabbit In Your Headlight (feat. Thom York)




Massive Attack - Live With Me



Thursday, July 01, 2010

Saturday, June 26, 2010

ERM0NIA - Good Bye Stalin!

ჩემი პირველი ნამუშევარი ნოიზში (Noise). წუხელ სტალინის ძეგლის აღების ხმა ჩავწერე ლაივში... მარა ემბიენტი უფრო გამოვიდა მგონი. :D

ERM0NIA - Good Bye Stalin! by ERM0NIA

Friday, June 04, 2010

Wednesday, May 26, 2010

ოკეანე – The Best Of (1989-1992)

[From ERM0NIA's own home collection]

ჯგუფი „ოკეანე“ 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ის კომპოზიტორისა და რეჟისორის მერაბ მამულაშვილის პროექტია. ჯგუფის არსებობა დაემთხვა ე. წ. „ეროვნულ გამოღვიძებასა“ და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც აისახა კიდეც „ოკეანეს“ პატრიოტულ ლირიკაში. ჯგუფის მეტად მელოდიური მუსიკა და ვახო მაკალიათიას ძლიერი და სუფთა ვოკალი მსმენელს ძალიან მოსწონდა. მახსოვს 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ „ოკეანემ“ საქართველოს ბევრ ქალაქში დაუკრა და კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო. ყველა თანამედროვე ქართული მუსიკის მოყვარულს ვურჩევ, აუცილებლად მოუსმინოს „ოკეანეს“ ამ ჩანაწერს, რომელიც ასევე, მხოლოდ აუდიოკასეტაზე შემომრჩა. ეს არის ძალიან წრფელი და ერთ-ერთი პირველი ქართულ ენაზე შესრულებული მელოდიური ჰარდ-როკი, თავისი ბალადებით და საგიტარო სოლოებით.

„ოკეანეს“ შემადგენლობა:
ვ. მაკალათია – ვოკალი;
კ. ვაშალომიძე – გიტარა;
მ. მამულაშვილი – კომპოზიტორი და ბას-გიტარა;
დ. ტაბლიაშვილი – დასარტყამები;
ბ. ძნელაძე – კლავიშები.

აქ ნახეთ ჩემი ძველი სტატია კაკო ვაშალომიძეზე

============================================

ოკეანე – The Best Of (1989-1992) © 1992















01-ტრიალებს პლანეტა (4:45)
02-ო, ღმერთო (5:56)
03-მოსკოვიდან ზარია (4:47)
04-ბედისწერა (6:37)
05-მიტინგი (5:09)
06-წუთი-წუთი (2:38)
07-კერპების დაცემა (4:41)
08-თეთრი სული (4:00)
09-უღმერთო სულები (4:06)
10-ღრუბელი თეთრი (4:10)
11-მწყემსური (2:34)
12-ქალოვ გნახე ფეხშიშველი (3:51)

Genre: Rock
Stile: Hard-Rock
Size: 70.5 MB
Playtime: 53:14
Bitrate: 192 kb/s (Joint-Stereo)

Download:
ოკეანე – The Best Of (1989-1992) [1992]
Password: erm0nia







Tuesday, May 25, 2010

ნარკოტიკებით დაღუპული მუსიკოსები

1955 – ჩარლი პარკერი (Charlie Parker Jr.) – სახელგანთქმული ჯაზ-საქსოფონისტი, ჰეროინზე „იჯდა“, გარდაიცვალა 34 წლის ასაკში. ექიმმა, რომელმაც მუსიკოსის სიკვდილი დააფიქსირა, ჩათვალა, რომ პარკერი 70 წლის იყო.

1967 – ბრაიან ეპსტეინი (Brian Samuel Epstein) – „ბითლზის“ მენეჯერი. 32 წლისა დაიღუპა ბარბიტურატების ზედმეტი დოზით.

1969 – ბრაიან ჯონსი (Lewis Brian Hopkin Jones) – „როლინგ სტოუნზის“ გიტარისტი. დაიღუპა 27 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედმეტი დოზით.

Wednesday, May 19, 2010

გულიკოს სრულიად დაუჯერებელ-დასაჯერებელი ამბავი

I

ერთ მშვენიერ დილას დედაქალაქი გრანდიოზულმა სენსაციამ გამოაღვიძა. ტელევიზიების დილის პროგრამები შეთანწყობილად და, ამავე დროს, შეშფოთებით აუწყებდნენ ყველას, რომ ქალაქში საოცრება გამოჩნდა. ბევრი ამ საოცრების თვითმხილველად ასაღებდა თავს. პირდაპირ ეთერში უხამსობას (თევზ ხამსაში არ აგერიოთ) აღარავინ დაგიდევდათ, თვით ტელებოსებიც კი, აღარ იბლოკებოდა უცენზურო სიტყვები და ასეთ სიუჟეტებსაც კი ნახავდით:

„აი, ბო&იშვილი, ბო&ის გაზრდილი ვიყო, ჩემი თვალით ვნახე გუშინ საღამოს რა, ჩემი დედა მოვ^@ან. თანაც ტიტველი ტო! ეს რა იყო ტო? ლისის ტბის მხრიდან პირდაპირ ჩვენს უბანში ჩამოვიდა ჩემს დედას შ*%#*ი!“ – მედგრად ამტკიცებდა ერთი არაფხიზელი ჯიგარი, რომლსაც, ეტყობოდა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ პირზე არ შეშრობოდა.

ტელევიზიები შეშფოთებულები გაჰკიოდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ საოცრების ვიდეომასალა არ გააჩნდათ და დახმარებას მოსახლეობას თხოვდნენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. საპატრულო პოლიცია ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულ დაბნეულ ადამიანს ვერ აკავებდა. არადა, არავინ იცოდა რა უნდოდათ ქუჩაში, სად ეძებნათ საოცრება. უბრალოდ ყველა თავისთვის დაყიალობდა და ერთმანეთთან საოცრებაზე რამდენიმე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ უკვე მხიარულად მასლაათობდნენ მთავრობაზე, ვალუტის კურსზე, ბაზრის ფასებზე და საერთაშორისო ტერორიზმზეც კი.

Friday, May 14, 2010

პრიზი – ღამის ქალაქი © 1992

[From ERM0NIA's own home collection]

„პრიზი“ ჩემი უსაყვარლესი ქართული ჯგუფია, რომელიც 80-იან წლებში თბილისში შეიქმნა და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა მოასწრო. თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ალბომი ვინილის ფირფიტაზე გამოსცა იმ პერიოდისთვის ერთადერთმა (საბჭოთა) ლეიბლმა „მელოდიამ“. მაშინდელ „მე-2 არხზე“ ხშირად გადიოდა ჯგუფის სიმღერების მიხედვით გადაღებული კლიპები და პატარა ფილმიც. „პრიზის“ მუსიკა აუცილებლად მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს მელოდიური როკი და გემოვნებიანი მეინსტრიმი.

1992 წელს ვინილზე გამოსული ალბომი „ღამის ქალაქი“ გაციფრულებულია ჩემს მიერ და თუ რაიმე ხარვეზი აქვს, მომიტევეთ.

„პრიზი“:
ლევან ლომიძე – ვოკალი, გიტარა;
ზაზა კახიანი – გიტარა;
გივი გოგუაძე – ბასი.
ლევან ლომიძე ამჟამად რუსეთში იმყოფება და ჰყავს ბლიუზ–ბენდი Blues Cousins (ოფიციალური საიტი)


ეს დასაჭაშნიკებლად:
  =============================================
პრიზი – ღამის ქალაქი © 1992


01-ქალაქი ღამით (4:32)
02-შენ დამნაშავე არ ხარ (5:20)
03-მოუსმინე გულს (4:31)
04-მუდამ იქნები ჩემთან (3:49)
05-თოვს (3:47)
06-გავუფრთხილდეთ ბუნებას (4:20)
07-დუმილის დრო (5:18)
08-ქალაქი ღამით (4:35)

Genre: Rock
Stile: Pop-Rock
Size: 79.43 MB
Playtime: 36:12
Bitrate: 320 kb/s

Download:
Password: erm0nia

Thursday, April 08, 2010

მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეცამეტე

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა...

13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

Sunday, March 14, 2010

სატელევიზიო უნამუსობა

ბოლო დროს ტელევიზორს არ ვუყურებ, არც ფორუმზე შევდივარ და არც FB-ზე, ვიფიქრე ცოტას სულს მოვითქვამ-მეთქი, რომ სისულელეებზე ნერვები არ ვიშალო. ამავე დროს, სოციალური ქსელიც საკმაოდ დიდ დროს მართმევს. მოკლედ, მშვიდად ცხოვრება მომენატრა (აი, ბავშვობისას რომ მქონდა). თანაც ბოლო დროს ვერ ვარ მთლად ჯანზე და მეზარება ყოველდღე ვიღაცეების გაღიზიანებული აზრების კითხვა-მოსმენა. გადავწყვიტე დროებით მაინც საკუთარ სახლში გამოვიკეტო და ვიმოგზაურო... დიახ, მოგზაურობას ვაპირებ და თანაც აქ, ვირტუალურ სამყაროში.

დღეს, რადიოგადაცემის შემდეგ სახლში მშვიდად დავბრუნდი და ტელევიზორთან მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ რაგბის თამაშისთვის მეყურებინა. ჩვენების წაგებამ ჩემს განწყობაზე, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა. პლიუს წუხელ ძალიან გვიან დავწექი დასაძინებლად და საკმაოდ მეძინებოდა. ინტერნეტიდან ფრანგი მუსიკოსის Gaëtan Roussel-ის სულ თოთო ალბომი გადმოვქაჩე და ის-ის იყო მოსასმენად უნდა ჩავმჯდარიყავი, დედაჩემის შეშინებული ხმა გავიგე, ომი დაიწყოო – ყვიროდა. სხვა არხს უყურებდა თურმე და მეზობელმა დარეკა, არიქა დაიქცა ქვეყანაო და „იმედზე“ გადაართვევინა! გავვარდი ტელევიზორთან და რას ვხედავ! აცხადებენ ქართული ჯარის ზოგიერთი ნაწილი რუსული არმიის მხარეს გადავიდა, მცხეთასთან ბრძოლები მიდის, თბილისის უბნები იბომბება... თავიდან ელდისგან ხმა ჩამივარდა, მერე ვიცანი ძველი ომის კადრები და დედაჩემის დამშვიდება ვცადე. ამ დროს კითხულობენ სააკაშვილის მიმართვას ხალხისადმი, რომ არ დანებდეთ და ა. შ. „ეს მიმართვაც 2008 წლისაა“ – ვცდილობ დედაჩემის დამშვიდებას. წამყვანი აცხადებს, რომ ვიღაცეების ინფორმაციით, სააკაშვილი სავარაუდოდ მოკლულია. აი, აქ უკვე მეც მაგრად დამერხა, ტყუილუბრალოდ ვცდილობდი დედაჩემის დამშვიდებას, თან ფანჯარაში ვიყურები, მართლა ხომ არ იბომბება სადმე რამე და მიკვირს, სიმშვიდე რომაა. ტელევიზორი სხვა არხებზეც გადავრთე, ყველგან სიმშვიდეა. რაღაც მეეჭვება, მაგრამ დედაჩემის ნერვიულობა უკვე პიკს აღწევს, თან ტელეფონზე დარეკვას ცდილობს. აინტერესებს შეიტყოს რა ხდება სანათესაოში. ხაზები გადატვირთულია და არ ირეკება. პანიკა მეც გადმომედო და შევეცადე რამდენიმე მეგობართან გადამერეკა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ამასობაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ინსცენირებული იყო... ეს მოკლე ინფო საკუთარი ოჯახიდან. იმაზე აღარ ვილაპარაკებ, ცოტა მოგვიანებით, გულგახეთქილმა ნათესავებმა როგორმა გაგიჟებულებმა დარეკეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და როგორ ვამშვიდებდით მათ აქედან, როგორ წაიყვანეს ელდისგან გულშემოყრილი ერთი ჩემი მეზობელი საავადმყოფოში და რა პანიკაც იყო. სასტიკად მინდა პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვისაც ამ საზიზღარი სიუჟეტის გაკეთებაში წვლილი მიუძღვის!

Wednesday, February 10, 2010

ქალების სამარცხვინო სასჯელი, ანუ როგორ არჯულებდნენ ჭირვეულებს

Scold’s bridle – ესაა რკინის ნიღაბი (აღვირი, ლაგამი, ალიკაპი), რომლის საშუალებითაც ჭორიკანა ქალებს სჯიდნენ.

























Monday, February 08, 2010

Friday, January 01, 2010

Christmas Gifts