Wednesday, September 04, 2013

სამი უნიკალური ისტორიული აუდიო ჩანაწერი

ალესანდრო მორესკი – ერთადერთი კასტრატი მომღერალი, ვისი ხმაც ფონოგრაფზე ჩაიწერეს

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მომღერლად აღზრდის მიზნით ნიჭიერ ბიჭუნებს კასტრაციას უკეთებდნენ, ამიტომ მათ სხეულებში მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები აღარ ხდებოდა და ე.წ. გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგაც კი ხმა არ ეცვლებოდათ, ბავშვის ტემბრს ინარჩუნებდნენ და შეეძლოთ სოპრანოს პარტიების შესრულება.

1870 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა მსგავსი მიზნებით ბიჭუნების კასტრირება, ხოლო უკვე არსებული მომღერალი კასტრატები პაპმა ლეო მე-13-მ თავისი მფარველობის ქვეშ სიქსტის კაპელაში აიყვანა, რათა მათ მშვიდად ეცხოვრათ. იმ დროს ასეთ მამაკაცებს მუდამ დასცინოდნენ.