ალესანდრო მორესკი – ერთადერთი კასტრატი მომღერალი, ვისი ხმაც ფონოგრაფზე ჩაიწერეს
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მომღერლად აღზრდის მიზნით ნიჭიერ ბიჭუნებს კასტრაციას უკეთებდნენ, ამიტომ მათ სხეულებში მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები აღარ ხდებოდა და ე.წ. გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგაც კი ხმა არ ეცვლებოდათ, ბავშვის ტემბრს ინარჩუნებდნენ და შეეძლოთ სოპრანოს პარტიების შესრულება.
1870 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა მსგავსი მიზნებით ბიჭუნების კასტრირება, ხოლო უკვე არსებული მომღერალი კასტრატები პაპმა ლეო მე-13-მ თავისი მფარველობის ქვეშ სიქსტის კაპელაში აიყვანა, რათა მათ მშვიდად ეცხოვრათ. იმ დროს ასეთ მამაკაცებს მუდამ დასცინოდნენ.
ერთი ასეთი მომღერალი გახლდათ ალესანდრო მორესკი, რომელიც კაპელაში 30 წელი მღეროდა. 1902 წელს მისი ხმა ფონოგრაფით ჩაწერეს და მისი წყალობით დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება კასტრატ მომღერალს მოვუსმინოთ. ჩაწერის მომენტისთვის მორესკი 44 წლის იყო. გადმოცემის მიხედვით, ამ ასაკში ალესანდროს ხმას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი მიმზიდველობა, თუმცა სხვა თანამედროვეთა მიხედვით, ეს მომღერალი განსაკუთრებით საინტერესო ხმით არასოდეს გამოირჩეოდა. ასეა თუ ისე, ესაა უნიკალური ჩანაწერი, რომელმაც შემოგვინახა ალესანდრო მორესკის ხმა.
===============================================================
მარდო რობენი და მისი „სტრატოსფერული“ კოლოკატურა
ამ შესანიშნავმა ფრანგმა მომღერალმა ქალმა კლასიკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნოტი აიღო – მე-4 ოქტავის რე, რომელსაც თურმე შეესაბამება 2300 ჰც. ეს მაღალი ნოტები ამ სიმღერის ბოლოს ისმის.

ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი – მსოფლიოში ყველაზე საშინელი მომღერალი ქალი
ფლორენს ჯენკინსი უნიკალური მომღერალია, რომელმაც სახელი გაითქვა მუსიკალური სმენის არქონით. ამავე დროს, მას არ ჰქონდა არც რიტმის გრძნობა და მომღერლისთვის დამახასიათებელი რამე ნიჭი. კრიტიკოსი დანიელ დიქსონი წერდა: „იგი კრიახებდა და ყმუოდა, ხაოდა და ვიბრირებდა“. თუმცა ეს ქალს არ უშლიდა ხელს საკუთარი თავი განუმეორებელ მომღერლად მიეჩნია. მის კონცერტებზე ატეხილ მაყურებლის სიცილს მადამ ჯენკინსი შურსა და უვიცობას მიაწერდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ ფლორენსმა მოახერხა და სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში გამართა. ამან ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კონცერტამდე რამდენიმე კვირით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.
საოცარია, რომ ფლორენსს ყოველთვის ანებივრებდა გულშემატკივართა დიდი მასა. ყველაზე ფანტასტიკური ისაა, რომ ამ ადამიანებს შორის მცირე ხნით თვით ენრიკო კარუზოც მოხვდა. მოკლედ, ამ ყველაფერს რომ ჩავწვდეთ, უკეთესი იქნება ჩვენვე დავუგდოთ ყური. საინტერესოა, რომ ამ სიმღერის ჩაწერის (რეპეტიციის გარეშე პირველივე ჯერზე) შემდეგ ფლორენსმა თავის ხმის რეჟისორს განუცხადა, რომ ყველაფერი „ბრწყინვალედ“ გამოვიდა და მეორე ცდა საჭირო აღარ იყო. ეს კი მოცარტის ღამის დედოფლის არიაა.

No comments:
Post a Comment