Tuesday, December 30, 2008

30 დეკემბერი "პირველ რადიოში"

აჩიკო ბენაშვილის მიწვევით ვიყავი სტუმრად "პირველი რადიოს" ცოცხალ ეთერში.
ტეგები:

60-იანების, 70-იანების, 80-იანებისა და 90-იანების თანამედროვე ქართული მუსიკა – ნანი ბრეგვაძეთი და ორერათი დაწყებული, რობი კუხიანიძითა და ირაკლი ჩარკვიანით დასრულებული...

1980 წლის პირველი საკავშირო როკ–ფესტივალი თბილისში "გაზაფხულის რიტმები"...
"ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ლექსები, ზარები, "ბუნკერი"...
ქუთაისური ტალღა...

სამ–სამი "რუმკა" "რუსკი რაზმერ", ჟორა, ვაჟა, ნათია...

ჩემი მასპინძლები – აჩიკო და ალისა


















ჟორა, ERM0NIA და აჩიკო


















ალისა და ERM0NIA


















Download:

Monday, December 29, 2008

ლუი ჯის სირცხვილი

"ღმერთი არ სწყალობს საყალბეთს" გაიფიქრა ლუი ჯიმ და წიგნი დახურა. ავტობუსის ფანჯარაში გაიხედა. სიცხისგან შეწუხებული მოქალაქეები ქუჩას აშკარად ვერ იტანდნენ და ნაყინის გამყიდველებს უხმობდნენ. ეს უკანასკნელნი კი ლისტის მეათე ტრანსცენდეტული ეტიუდის ფონზე ცეკვავდნენ – პათეტიკურად, არარიტმულად ხელ-ფეხს იქნევდნენ და შიგადაშიგ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ.

"მთლად გამოყლევდნენ" – გაიფიქრა ლუი ჯიმ, ყურსასმენები მოირგო და პლეერი ჩართო.

"არადა, რა მაგარ ნაყინს ყიდიან" – ლუი ჯის გვერდიდან გოგონას უნაზესი, მაგრამ დამწუხრებული ხმა მოესმა. მან პლეერი გამორთო და გახედა. "თქვენ ოდესმე გყვარებიათ?" – ჰკითხა გოგონამ – "უკაცრავად თუ საქმეს მოგწყვიტეთ".

"მენაყინეები?"

"ზოგადად გკითხეთ, უკაცრავად".

"ნაყინი ბავშვობიდან მძაგს" – ლუი ჯი გოგონას მიმართ კეთილად განეწყო, მწკლარტედ გაუღიმა კიდეც. მშვენიერი სქესის მქონე არსებამ კი სერიოზული სახით მიუგო:

"აი, მე ერთი მენაყინე მიყვარს, მის ხელებს სულ რძის ფხვნილის სუნი ასდის. ო, როგორ მიყვარს რძის ფხვნილი, ვგიჟდები, ბავშვობიდან უმად ვჭამ. თქვენგან მეწყინა, მენაყინეებზე ასე ცუდი რამ რომ გაიფიქრეთ". გოგონამ თავი დახარა და თვალისდაუხამხამებელი მზერა წინ მჯდომ ვიღაც მელოტს კეფაში ატაკა.

ლუი ჯი უხერხულად შეიშმუშნა, საკუთარ თავზე გაჯავრდა და წარბები შეჰყარა: "ოხ, ვერა და ვერ გადავეჩვიე ამ ხმამაღალ ფიქრებს" – გაიფიქრა.

"არა უშავს – თქვა გოგონამ – ზოგჯერ მეც ძალიან ხმამაღლა ვფიქრობ, ამიტომ ფიქრებში არ ვილანძღები" – საყვედურით ცხვირზე შეხედა ლუი ჯის.

ლუი ჯის შერცხვა...

Dowload:

Friday, December 26, 2008

No-Man - Returning Jesus © 2001

არის მუსიკა, რომელსაც უსმენ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოგწონს. იგი ძველი კონიაკივითაა – ნელ–ნელა წრუპავ, აგემოვნებ. ისიც მშვიდად იღვრება და ყოველი ახალი მოწრუპვისას, უფრო მეტად იხსნება შენში. :) შესანიშნავი ალბომია.

No-Man - Returning Jesus © 2001
























01-Only Rain (7:24)
02-No Defence (5:20)
03-Close Your Eyes (8:26)
04-Carolina Skeletons (5:08)
05-Outside The Machine (5:47)
06-Returning Jesus (5:20)
07-Slow It All down (3:42)
08-Lighthouse (8:13)
09-All That You Are (4:44)

Genre: Rock
Stile: New Wave, Progressive Rock, Ambient
Size: 109.66 MB
Playtime: 54:04
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Johnny Cash - Hurt

Nine Inch Nails-ის შედევრი სიმღერა, Johnny Cash–ის უგენიალურესი შესრულებით, პლიუს აფიგიწელნი კლიპი.

Wednesday, December 24, 2008

ჟან ბოდრიარი და ახალ ვირტუალურ გაზეთზე

"გაქრნენ ძლიერი მისწრაფებები და დადებითი, არჩევითი, ატრაქტიული ხასიათის აღტყინება. რაღაც იდუმალი ფაქტორის მოქმედების შედეგად გაქრა გემოვნება, სურვილები, ისევე როგორც ნება. პირიქით, ბოროტი ნება კრისტალიზდა, უარყოფისა და ზიზღის გრძნობა კი საგრძნობლად გაიზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ვითარება წარმოადგენს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იგი იწვევს ჩვენში ალერგიულ რეაქციას, რომელიც სურვილის ადგილს იკავებს; აქედან მოდის ჩვენი ცხოვრებით განპირობებული უკურეაქცია ყველაფერზე, რაც გარშემოა; ადამიანს აღარა აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი. ესაა სუფთა, წმინდა წყლის უარყოფა. ჩვენს დროში სიმპათიებმა დაკარგა თავისი კონკრეტულობა, გარკვეული და ცხადი მხოლოდ ზიზღის გრძნობაა. აღარ ვიცით, თუ რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა. ადამიანის საქციელი (და ავადმყოფობაც) სულ უფრო კარგავს "ობიექტურ" მოტივაციას; ყველაზე ხშირად ისინი უარყოფის ამა თუ იმ ფორმიდან მომდინარეობენ, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და ენერგიაზე ნებისმიერი საშუალებით. შესაბამისად, მათ საფუძველში ერთგვარი ეკზორციზმი დევს და არა მოღვაწეობის ესა თუ ის პრინციპი. ეკზორციზმის ამგვარი ახალი ფორმა (რომელსაც მაგიური კონოტაცია ახლავს) საკუთარ თავზეა მიმართული და ამავე დროს სხვებზეც, ანუ "სხვაზე". იგი შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და შესაძლოა ბოროტების პრინციპის სრულიად ახალ ფორმასაც წარმოადგენს?!"...

ჟან ბოდრიარი - ქალაქი და სიძულვილი
























მიუხედავად სირთულეებისა და ვირტუალური რებრენდიგისა, გადავწყვიტე საკუთარი ვირტუალური გაზეთი გავაკეთო, რომელიც აქ იქნება (დააწკაპუნე). ეს გაზეთი ჩემი ვოლონტიორული სურვილია.

დღეს იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, გული დამწყდა, რომ მათ არავინ იცნობს და არც არავინ ცდილობს დარეკლამებას. ეს მხატვრები და მუსიკოსები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ბოდრიარის სიტყვები, რაც თემის დასაწყისში მოვიყვანე, ამ ადამიანებს ნაკლებად ეხებათ. მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ აღტყინებისა და ბავშვური ღიმილის უნარი. გემოვნებაც აქვთ და ბევრი სურვილებიც, არც საკუთარ ენერგიებზე უთქვამთ უარი. პლიუს იციან, რაც უნდათ და სამყაროს თუნდაც მცირედ შეცვლაც სურთ. ჩემი გაზეთის სტუმრები იქნებიან ჯერ კიდევ უცნობი და ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, კიდევ სხვა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები.
წარმატებები გვისურვეთ.

Tuesday, December 23, 2008

ერმონიას დაბადება

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით, ერმონია ქუთაისის მფარველი ანგელოზია. ეს ფოტოც ქუთაისში შესვლამდე გადავიღე – ზესტაფონი-ქუთაისის ტრასაზე დიდი ელექტროსადგურია და იქ. ანგელოზები, რა თქმა უნდა ფოტოშოპით ჩავსვი. :D

გაბრიაძის გმირს, ერმონიას, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანისაგან ვერ განასხვავებ, პაპიროზსაც ეწევა, თეთრი შლაპა ახურავს–ხოლმე და დალამბული კოსტუმი აცვია. ზოგჯერ სახურავიდან ალუბლის კურკებს ესვრის გამვლელებს. :D კიდევ ბევრი თვისება აქვს ერმონიას, მაგრამ ამისთვის უმჯობესი იქნება გაბრიაძის წიგნები გადაიკითხო...

ასეა თუ ისე, დღეს იგი ვირტუალურად ბლოგოსფეროში დაიბადა. :)

Friday, October 24, 2008

90-იანების კიდევ რამდენიმე უცნობი კომპოზიცია [1990-1992]

[From ERM0NIA's own home collection]

კასეტებზე კიდევ შემომრჩა გასაციფრულებელი უნიკალური ჩანაწერები. ახლა გთავაზობთ მაგნიტური ლენტიდან რამდენიმე ახლადგაციფრულებულ კომპოზიციას. უმრავლესობას პირველად მოუსმენთ.

01-გოგა ჟორჟოლაძე – მე კარგად ვიცი (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა გოგამ ჩაწერა ჰოლანდიაში ყოფნისას პროფესიონალურ სტუდიაში.





















 



02-გოგა ჟორჟოლაძე – მიძინებული მოგონებები (ქვეყნდება პირველად)
ჩაწერილია უბრალო კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზე ქუთაისში

03-Bajoo – დაგანახებ რეკორდს (ქვეყნდება პირველად)
04-Bajoo – აჭრა (ქვეყნდება პირველად)
05-Bajoo – მფრინავი ხალიჩა (ქვეყნდება პირველად)
06-Bajoo – მწვანე თხა (ქვეყნდება პირველად)
ეს 4 ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი რეპ-კომპოზიციებია, რომელიც საქართველოში ჩაიწერეს. სწორედ ექსპერიმენტულ-იუმორისტული რეპით დაიწყო ბაჯუმ საკუთარი სოლო კარიერა მას შემდეგ, რაც ჯგუფი "აუტსაიდერი" დატოვა, როგორც დრამერმა. სიმღერები ქუთაისის TV "რიონის" როკსტუდიაში კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზეა ჩაწერილი. ტრიოს შემადგენლობა იყო: ბაჯუ, შურა (შემდგომში "შავი პრინცი", "ძებნილი") და ჩიი (შემდგომში ჯგუფ Best History-ს ბას-გიტარისტი).



















07-Bajoo – შენშია ძაბვა, შენშია სისწრაფე (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
ეს კომპოზიცია (გენერაცია © Bajoo) ბაჯუმ ისრაელში ჩაწერა, რომლის მიხედვით TV "მე-2 არხმა" კლიპიც გადაიღო. ესაა ბაჯუს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკაში.

08-Genetic Code – Ready To Fly
სიმღერა შესულია ჯგუფის პირველ მაგნიტოალბომში.





















 




09-Bajoo & სერგი გვარჯალაძე – შიდსი (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
აღნიშნული დუეტი ჩაიწერა ქუთაისსა და თბილისში, რომლის მიხედვითაც ქუთაისის TV "რიონში" გადაიღეს ვიდეოკლიპი და TV "მე-2 არხზეც" აჩვენეს.

Genre, Stile: Rock, Rap, Electronic
Size: 45.3 MB
Playtime: 31:20
Bitrate: 224 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Wednesday, September 17, 2008

7 ნოემბერი (ოქტომბრის რევოლუციის პატარა) [აბსურდული მოთხრობა]

© humanoidi
© Karll
© Mercully

მინსკის ცრემლიანი რიჟ-რაჟი იდგა. ქალაქში ოფლის სუნი ტრიალებდა. ტროლეიბუსის ფანჯრებიდან ბიჭების ამაოდ მომზირალი თვალები ასხივებდნენ ხოლმე, აქა იქ კი მოჩანდა მტრის სასოწარკვეთილი მანქანა.

ღამურების გამყინავმა ხმამ ემილიან პუგაჩოვის მოედანზე ცენტრალური სადალაქოს ფანჯრებიც კი დაორთქლა.

– ხ... – გაიფიქრა ტროტუარზე ჩამომჯდარმა დათრგუნულმა გოგონამ.
– შ... – მიუგო უჩინარმა ხმამ.
– არა, ხ.
– შ-მეთქი!
– ხ-ზე არ იყო?
– ვივაჭროთ?
– აღარ მინდა, დავიღალე... შეყვარებული მელოდება, გემობანა უნდა ვეთამაშო, ხომ ვიცი, დღესაც იმ სულელი ბეტმენის ფორმა ეცმება, მე კი ძალიან მომენატრა არნოლდი, ჩემი მძახალი.
– გუშინ არ იყო, აღვირახსნილობანას რომ ვთამაშობდით. ისიც მახსოვს, როგორ ჟილკობდი. აბა რა გიდევს მაგ კოხტა ჩანთაში?
გოგონას და ცას ფერი ეცვალა.
– წავედი, უნდა ვივარაუდო. თუ ჩემი ვარაუდი არ გაამართლებს, იქ შევხვდებით.
– პრეზიდენტის ჩუსტები რომ დავმალეთ?
– ჰო.
– რწმენა დამიტოვე. სოროკი მაინც..
– კარგი, იქ შევხვდებით.

ემილიან პუგაჩოვის მოედანზე დილის სუსხი ლოყებს ფაკლავდა. სავსე მთვარე თავის პრინციპს არ ღალატობდა, ლოყები მეზურნესავით დაჰბერვოდა და ყვრიმალებს აჩვენებდა მოსახლეობას. მოედანი ხალხით ივსებოდა. მშვიდობიანი მოქალაქენი ჟიტირდებოდნენ და ჟიტირდებოდნენ. ახალგაზრდა, გამოუძინებელი მტრედების გუნდი სიხარულით ფარფატებდა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის შენობას თავს ავად დასტრიალებდა.

მინსკის „დინამოს“ ტურბაზაზე, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა, მოხუცი კარისკაცი ნიკოლაი არკადიევიჩი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა დაუმთავრებელ და მოუმწიფებელ ბომჟურ მელოდიას კინოფილმიდან „დარიშხანის გასაჭირი“. მისი შველი კი შხაპს იღებდა და აბაზანის პატარა სარკმლიდან პერიოდულად იყურებოდა. კარისკაცის ავლადიდებას პატარა ოთახი წარმოადგენდა, სადაც ბუხარი ენთო და უზარმაზარი მაგიდა იდგა. ძირს შემწვარი ზღარბის ნარჩენები ეყარა, მაგიდაზე კი – ინტერნეტიდან უწესრიგოდ გადმოწერილი ფაილები. კედელზე ვერცხლისფერი ჩარჩო იყო, საიდანაც ლენინის ტორსი იყო გადმოქაჩული, ერთადერთ ლურსმანზე კი ინტერნეტიდან გადმოქაჩული Led Zeppelin-ის „ქაშმირი“ ეკიდა. შველს კი, თავის მხრივ, ნიკოლაი არკადიევიჩი ეკიდა. იგი ჯიუტად განაგრძობდა „არისტონის“ ბაკში ცხელი წყლის დაცლას.

არტიომ შველსკიმ სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე ჩაიქრო. ლანჩზე ნიკოლაი არკადიევიჩიც იყო დაპატიჟებული, ოღონდ მოგვიანებით, სამი კუთხურის შემდეგ. მოხუცმა უკანასკნელი წვერი თვალის დახამხამებაში გადაიპარსა.

– გოგირდის საპონი მომაწოდე მყრალო ბებერო. – ყვიროდა როგორც ცოფიანი, კეთილშობილი ნადირი.
– უფულო კაცი, ტრაკში პალო! – ენითაღუწერელი სარკაზმით უპასუხა კარისკაცმა და რადიოს აუწია. რადიოში მხაზველობითი გეომეტრიის გაკვეთილს გადმოსცემდნენ, მაგრამ ნიკოლაი არკადიევიჩი აცდენდა.
სად იყო და სად არა, „დინამოს“ ტურბაზაში დათრგუნული გოგონა შემოცქრიალდა, პლზენიდან მოდიოდა.
– მოხვედი მაშენკა? – ჩაილაპარაკა ნიკალაი არკადიევიჩმა და ჩაი მოყლურწა.
„საიდან იცის, რომ მაშენკა მქვია?“ – გაიფიქრა გოგონამ.
„საიდან ვიცი, რომ მაშენკა ჰქვია?“ – მხარი აიბა ნიკოლაი არკადიევიჩმა.
– დროზე პირსახოცი შემომიტანე! მორჩი შენს უნიჭო მონოლოგებს!! გაიღვიძე ბებერო! – ყვიროდა შველი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. პატარა მაშენკა მშობლებმა ტყეში პიკნიკზე წაიყოლიეს. ხისმჭრელებმა მშობლები სმაში აიყოლიეს და თან გაიყოლიეს. მაშენკა მარტო დარჩა. იგი ყველამ მიატოვა. ალბათ შიმშილით მოკვდებოდა რომ არა შველი, რომელიც მიეშველა და იშველა. გამოხდა ხანი. ნიკოლაი არკადიევიჩი ტყეში საძოვარზე გასულიყო. დაღლილს არყის ხეზე ჩასძინებოდა, თან საბრალოს თმაც არყის სუნით გაჯერებოდა. არყის ხემ თავი უხერხულად იგრძნო. ეს ნიკოლაი არკადიევიჩმაც შენიშნა და აბგიდან ხერხი ამოიღო. ხერხის ამოღებას თან შველის გამოჩენა მოჰყვა. შველის გამოჩენაზე მოხუცმა ხმალი იშიშვლა და შველს საშველოსნო ამოაჭრა. მაშენკა გაცეცხლა და მოხუცს ეძგერა. ბაბუას და შველიშვილს მხოლოდ შველი აშველებდა. შველმა გააშველა და ყველას ეშველა. ამის შემდეგ ნიკოლაი არკადიევიჩმა შველი იშველა, მაშენკა კი იშველიშვილა. ყველაფერს ამას მინსკში დაბრუნება მოჰყვა. დაბრუნებისთანავე სამივემ წიგნის მაღაზიას მიაშურა, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდათ ნაწარმოებზე: „ქეთო დაკოტადან“. დიდი არაფერი, უბრალო ვესტერნი, რომელიც თავს ბესტსელერად ასაღებდა. ჰაი-ჰაი, რომ ბესტსელერი არ იყო.



















ჰაუ, ჰაუ ქორო ნუ ფრენ
ნუ ჭამ დედიშენისასა,
თორემ ნაღმი აფეთქდება.
ხარობს ხალხი, ჭმუნავს ერი.

მინსკში გამართეს აღლუმი
პარადს ეძახდა ხალხია
გასრულდა ესე ამბავი
მაშაც არ დარჩა ვალშია.

P. S. ამ საბედისწერო დღეს საშვიდნოემბრო აღლუმზე მაშენკას ტროტილის ნაღმს ლუკაშენკო ემსხვერპლა. 7.11.2006

Monday, September 01, 2008

Monday, August 25, 2008

სიუჟეტი №2

ხეობაში ჩაწურული ტბა მთის ფერდობიდან მთვარის შუქზე ისე ჩანს, როგორც წყალი ღრმა ჭის ფსკერზე. ისეთი სიჩუმეა, კაცი თეთრი, თხელი ღრუბლების ხმასაც კი გაიგონებს. დიდ ლოდზე ვჯდები. სიგარეტი ნაფაზის დარტყმისას ჩუმ „სშშ“-ს გამოსცემს და ბოლო წითლად უკიაფებს. ჩვენი ძილისპირული გამახსენდა, ტუჩმოკუმული ჩემს ხელს იბღუჯავ, თავქვეშ იდებ და ისე იძინებ. მე კი შენს დაძინებას ველოდები, მერე ხელს ფრთხილად გაცლი და თვალებს ვხუჭავ. სიგარეტს ვაქრობ თუ არა მეორე, განსაკუთრებულ ღერს ვუკიდებ და უღრმეს ნაფაზს ვარტყამ. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და sms-ს გიგზავნი: wish you were here. სიგარეტის ქაღალდში გახვეული ბალახი ეგრევე მოქმედებს. გარკვევით ვხედავ როგორ გაფრინდა ჩემი ტექსტი აპარატიდან, იგი ჯერ ტბის ცივ ზედაპირს ეხება, მერე ღრუბლებისკენ იჭრება და ბოლოს მთების მიღმა სიბნელეში უჩინარდება. სახეში ქარი მიბერავს და გაგზავნილი ტექსტის რამდენიმე სიტყვას ფეხებში მაყრის, მერე ისევ ბზრიალით მაღლა აქანებს. Messege delivered to… – ეკრანზე ეწერება. ღრუბლებმა ცაზე უფრო სწრაფად დაიწყეს ცურვა. სულ განაგლდნენ, მთვარესაც კი ეფარებიან. კიდევ ერთ ღრმა ნაფაზს ვურტყამ ხველებ-ხველებით.

თვალების დახუჭვისთანავე ცარიელ ქალაქს ვხედავ, სადაც არ არსებობს ტანჯვა, სადაც ფერად სახლებს თავშეფარებული სულები დაფრინავენ და ადამიანისთვალებიანი შენობები დგას. საღამოს ჟამს წარსულის აჩრდილები ლამაზრიკულებიან აივნებზე გამოდიან და ერთმანეთს ფინჯან სამოვრის ჩაისა და ტკბილ ქადაზე ეპატიჟებიან. სულად გადაქცევა საოცრად მსუბუქი პროცესია. გზადაგზა სხვა მოხეტიალე სულებს ხვდები. გამჭვირვალე, გადაღლილ სულებს ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. საერთოდ ისინი რადიოტალღებივით არიან და იმისათვის, რომ რომელიმე იგრძნო, უჩინარი მიმღების სახელური უნდა ატრიალო. ვიღაცასთან გასაუბრების მცდელობა ზოგჯერ უშედეგოა. ეტყობა, ზოგიერთს სახელური ან გაფუჭებული აქვს ან მისი ტრიალი არ სურს. კონკრეტულ სიხშირეზე აწყობილ სხვა მონათესავე სულების ძიება კი ძლიერ დამღლელია. ზოგს ხომ იდიოტივით მხოლოდ საკუთარი კუთხეში ყოფნის სურვილი აქვს.

ტყიდან ვიღაც გამოდის და არეული, აჩქარებული ნაბიჯით მიახლოვდება. სიგარეტს მთხოვს. ვესალმები, ვდგები, ღერს ვაწოდებ და სანთებელასთვის ქურთუკის ჯიბეში ხელს ვიყოფ. ისიც იყოფს ჯიბეში ხელს, იქიდან დანას იღებს, ფერდში მადებს, მაგრად მაჭერს და მემუქრება, – ფული და მობილური უნდა. ფერდში სისველეს ვგრძნობ, ეტყობა სისხლი წამსკდა. ვცდილობ დავუსხლტე, დანაზე ხელს ვუკრავ და გავრბივარ. ისე გავქუსლე, ლამისაა გული ამომვარდეს. ლამპიონებით განათებული სამანქანო ტრასა საფრენი ზოლივითაა. თავდაღმართში ისე დიდი სისწრაფით გავრბივარ თვითონაც მიკვირს. ვგრძნობ, მომდევს. ჩემკენ ხტება და ხელებით ფეხებს მიბოჭავს. წესით უნდა დავეცე და სახეზე ხელებს ვიფარებ, მაგრამ ტკივილს ვერა და ვერ ვგრძნობ, პირიქით, საოცრად მსუბუქი ვხდები.

ძირს ვიხედები და მთვარის შუქზე ჩემს ფეხებზე ხელებშემოჭერილი თავდამსხმელის შეშფოთებულ სახეს ვხედავ. იგი ხელებს მთელი ძალით მიჭერს და თავად ქვევით ჩახედვის ეშინია, რადგან უკვე საკმაოდ მაღლა ვართ ასულები. მიწა გაქრა და სულ უფრო ზევით ავდივარ, თითქოს უზარმაზარი ამწეს კაუჭზე ვიყო, თავდამსხმელსაც მივათრევ. მას შიშისგან და გაოცებისგან თვალები სასაცილოდ გადმოუკარკლავს. ხელი თუ გამიშვა, ძირს ჩამოვარდება და სადმე მთის ფერდობის ქვებზე ან ხეებზე ტვინს დაანთხევს.

მისი სიცოცხლე ახლა ჩემს ხელთაა, უფრო სწორად და კონკრეტულად – მისი სიცოცხლე ახლა ფეხებზე მკიდია.

მინდა გითხრათ, გადასარევი შეგრძნებაა.


Sunday, July 13, 2008

სიუჟეტი №1

გუშინ პეტრე-პავლობა იყო. 

ჩემს ძლივს გაუთოებულ თეთრ პერანგსა და გრძელ ლურჯ ჰალსტუხში გამოწყობილი გხვდები და მეკითხები – „რა ვქნათ“.

„წავიდეთ, რამე ვქნათ“ – გპასუხობ. „ფოტოები გადამიღე, მთავარი გმირი ვიქნები“ – ვიღრიჯები.

„მე რომ გადაღება არ ვიცი? ნუ, კაი, ჯანდაბას. როგორი გინდა გამოგიყვანო? ისეთი როგორიც ხარ?“

„შენ როგორიც ხარ ისეთი. გახსოვს Zenzile-სა და Tricky-ს დუეტი? სიმღერას Reflection ქვია და იქაა სიტყვები I wanna be just like you – ისევ ვიღრიჯები და რაღაც უცნაურ პოზას ვიღებ. გეცინება, აპარატს მიმიზნებ და აჩხაკუნებ.

დილით კასტინგზე ვიყავი. რადიოში წამყვანი უნდოდათ და მივედი. იქაურ გოგოს ვუთხარი, რომ ბევრ რადიოში ვარ ნამუშევარი, ჩემიც კი მქონდა ერთი ხანი. დიახთ, დირექტორიც ვიყავი და მთელი ღამე საავტორო პროგრამაც მიმყავდა-მეთქი. მოდი, მიკროფონთან დაჯექიო – მეუბნება და ღილაკს თითს აჭერს.

Friday, March 28, 2008

XXI საუკუნე – ქუთაისი LIVE (26.01.1999)

[From humanoidi's own home collection]
(ქვეყნდება პირველად!)


1990–ების მიწურულს ქუთაისელმა როკ–მუსიკოსებმა გადაწყვიტეს მე–20 საუკუნის გაცილება მოეწყოთ და ამასთან დაკავშირებით ტ/კ "რიონის" კინოსაკონცერტო დარბაზში (ძველი კინოთეტრი "საქართველო") გაიმართა კონცერტი, რომელიც ორგანიზაცია "ნიღბების კლუბმა" მოაწყო. მთელი კონცერტი ჩავწერეთ უბრალო მაგნიტოფონის კასეტაზე, რომელიც ახლახანს გავაციფრულე და ამ ჩანაწერს ახლა ყველას გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ "აქცია–რეპეტიციაში" ("ნიღბების კლუბელები" ასე ვეძახდით ჩვენს მიერ მოწყობილ კონცერტებს) ყველა ქუთაისელ მუსიკოსს მონაწილეობა არ მიუღია, მასში მაინც კარგად ჩანს იმდროინდელი მუსიკალური სულისკვეთება, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

სხვათა შორის, იმ პერიოდის ქუთაისურ მუსიკაზე ჩემი სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ "ოზონის" მე–20 ნომერში, რომელიც ახლა გაყიდვაშია. მისი მეორე ნაწილის დაბეჭდვა 21–ე ნომერშია დაგეგმილი.


აღნიშნულ კონცერტზე გამოვიდა თინეიჯერული როკ'ნ'როლ-ჯგუფი "ნერონი", რომლის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები აღარ შემომრჩა. დანარჩენებს კი ახლა გაგაცნობთ. გაითვალისწინეთ, რომ საკონცერტო ფოტოები, რასაც ახლა აქ დავდებ არ არის გადაღებული 26 იანვრის ლაივზე. მხოლოდ შესასვლელი ბილეთია ამ აქციიდან, რაც ალბომის ქოვერად გამოვიყენე. :)

===========================================================

Monday, March 24, 2008

George Salagishvili - Wine Bread Water © 1999

[From ERM0NIA's own home collection]

ეს ჩემი მორიგი ჩანაწერია, რომელიც ძველ კასეტაზე ვიპოვე და გავაციფრულე.
მოკლედ, ამ ერთჯერადი პროექტის შექმნის ადგილია ქალაქი ქუთაისი.
სულისჩამდგმელი გიორგი (გია) სალაღიშვილი (ქუთაისი, 27.01.1963).






















 



გიორგი სალაღიშვილი – დასარტყამები, ვიბრაფონი, ვოკალი, მუსიკისა და ტექსტის ავტორი (1-5);
ვატო (ვახტანგ) კიკალეიშვილი – გიტარა, ჩელო, მუსიკის ავტორი (6);
ლევან დეისაძე – ბასი, დაბლ ბასი.

















===========================================================

George Salagishvili & Art-Rock Group - Wine Bread Water © 1999

























01-Genesis
02-ხორუმი
03-Hey Outlower
04-Waterspout
05-Roaming Musician
06-Heavy Streel
07-Norvegian Wood

Genre: Rock
Stile: Progressive Rock, Art Rock
Size: 50.41 Мб
Playtime: 36:33
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

Download:
George Salagishvili - Wine Bread Water

Password: erm0nia

Tuesday, January 29, 2008

ზაზა ხუბუკელაშვილი / Zaza Khubukelashvili

[From humanoidi's own home collection]

ზაზა ხუბუკელაშვილი ქუთაისელი მუსიკოსი და გიტარისტია. მისი მუსიკა უფრო ფიუჟენია და ბევრი მუსიკალური ჟანრის ნაზავს წარმოადგენს. ზაზას საყვარელი მუსიკოსი და გიტარისტი ჯო სატრიანია. ეს ეტყობა კიდეც მის ნამუშევრებს, თუმცა ზაზას მუსიკა რაღაც პლაგიატი და პირდაპირი ასლირება ნამდვილად არ არის. 2003 წელს მან ჩაწერა სინგლი Tales From Georgia (A Tribute To Joe Satriani), რომელიც, როგორც ხედავთ, მთლიანად ცნობილ ამერიკელ გიტარისტს, ჯო სატრიანს მიუძღვნა. საბედნიეროდ, აღნიშნული კომპაქტ დისკი მივიდა ჯო სატრიანამდე (იხ. ფოტო ქვემოთ), რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ზაზას ნამუშევარს. ამაში თქვენც აუცილებლად დარწმუნდებით, როცა ჩანაწერს მოუსმენთ.



ამ დისკთან ერთად გადავწყვიტე კიდევ ზაზას 2000 წელს გამოშვებული დემო სინგლიც "ალტერნატივა" ავტვირთო. ამ დისკში ზაზას ელექტრონული ექსპერიმენტებიც არის შესული, რომელიც, ჩემის აზრით, ძალიან საინტერესოა. იგი მდიდარია ქართული მუსიკალური ჰარმონიით. პირველი კომპოზიცია "ამბავი" თავის დროზე ჰიტი იყო თბილისის რამდენიმე და ქუთაისის FM რადიოსადგურებზე. მშვენიერია საკმაოდ რთული "ალტერნატივა" და მძიმე "სისა ტურაც". მოკლედ, გადაიწერეთ (ორი სინგლი ერთ არქივში) და იცნობდეთ.






















==========================================================

ზაზა ხუბუკელაშვილი – ალტერნატივა © 2000

01-ამბავი
02-ალტერნატივა
03-სისა ტურა
04-ფრენა

Genre: Rock, Electronic
Stile: Fusion, Guitar
Playtime: 17:07
Bitrate: 192 kb/s

ზაზა ხუბუკელაშვილი – Tales From Georgia (A Tribute To Joe Satriani) © 2003
























01-ასფურცელა
02-Georgians Satch
03-Winter Misery

Genre: Rock
Stile: Fusion, Guitar, Instrumental
Playtime: 09:46

Bitrate: 256 kb/s

Size: 44.68 MB


Download:

Friday, January 18, 2008

Старинная Французская Песенка

"Лесная полянам как парным молоком, была до краев залита лунным светом. Возле луны, как гнилушки возле старого пня, шевелились звезды.
Заяц сидел посреди поляны и был совсем голубой.
Заяц играл на свирели старинную французскую песенку.
"Ля-ля! Ля-ля!" - мурлыкала свирель. И старый облезлый Филин улыбался.
Филину было сто лет, а может, больше, но теперь он вспоминал разные страны и улыбался.
"Как это было давно,- думал Филин.- Так же светила луна, так же сидел посреди поляны Заяц, так же осыпались звезды и играла свирель. Потом поднялся туман. Заяц исчез, а свирель играла..."

Monday, January 07, 2008

ტელეგადაცემა "კედელი" © 1992 - 1994

დღეს ქრისტეშობაა, წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე თბილი დღესასწაული და მეც ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდები მახსენდება, თუნდაც ჩემი პირველი ტელეგადაცემა. :)

1992 წელს, ქუთაისის კომერციულ ტელევიზიასთან (მოგვიანებით ტელეკომპანია „რიონი“) არსებულ როკ–სტუდიაში გაზაფხულზე როკ–გადაცემა „კედლის“ კეთება დავიწყეთ, რომლის პრემიერაც მალე, კერძოდ, იმავე წლის 17 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის მე–2 არხზე შედგა. ორნაწილიანი გადაცემა ქართველ როკ–მსმენელებსა და შემსრულებლებს მიეძღვნა. ამ გადაცემის საშუალებით ქართველი ტელემაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა ქუთაისური ჯგუფი „აუტსაიდერი“, რომლის რამდენიმე სიმღერის ვიდეოვარიანტი ჩვენს სტუდიაში ცოცხლად ჩავწერეთ, ამავე დროს, გავიდა მუსიკოს გოგა ჟორჟოლაძის სიმღერაზე ჩვენს მიერ მომზადებული კლიპიც. მაყურებელი გაეცნო ბაჯუსაც.

მეორე გადაცემა მთლიანად მიეძღვნა 1992 წლის 12 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ როკ–აქციას „როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ“. გადაცემის სტუმრები იყვნენ დადა დადიანი, თავისი „ტაქსითა“ და „საბავშვო მედიცინით“, სერგი გვარჯალაძე თავისი „გენეტიკური კოდის“ წევრებით და „აუტსაიდერი“.

მესამე გადაცემაში ჩვენ შევეხეთ ანდერგრაუნდის იმდროინდელ განშტოებას, – მეტალს. მაყურებელს გავაცანით ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და მოყვარულები. ვისაუბრეთ, მეტალზე როგორც მოვლენაზე და ა. შ. სხვათა შორის, ეს პირველი გადაცემა იყო საქართველოს ტელე სივრცეში, რომელიც მეტალს მიეძღვნა, ისევე, როგორც ჩვენი მეოთხე გადაცემა, რომელიც მთლიანად პანკ–მოძრაობას დაეთმო.