Showing posts with label Georgian Rock. Show all posts
Showing posts with label Georgian Rock. Show all posts

Monday, March 13, 2017

ჯგუფი „ჩვენ“ – ურთი+ერთობა © 2002

ჯგუფი „ჩვენ“ 2000 წელს ჩამოყალიბდა ბათუმში.

ჯგუფის წევრები არიან:
მალხაზ აბულაძე – ვოკალი, რიტმ-გიტარა;
ლაშა აბაშმაძე – ბას-გიტარა, სოლო-გიტარა;
გოჩა აბაშმაძე – დასარტყამები.

მენეჯერი: ნანი ცინცაძე;
პროდიუსერი: მაია ასკურავა.

ალბომი „ურთი+ერთობა“ ჩაწერილია თბილისში, სტუდიაში „სანო“, 2002 წელს.

ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ 2002 წელს გაზეთ „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებული ჩემი რეცენზია-სტატია ალბომზე „ურთი+ერთობა“.

ჯგუფი „ჩვენ“ შესანიშნავი ვოკალური მონაცემების მქონე პროფესიით მსახიობმა მალხაზ აბულაძემ ბათუმში ჩამოაყალიბა. ტრიო საკმაოდ პროტესტულ მუსიკას ასრულებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯგუფი სუფთა როკს უკრავდა ყოველგვარი მინარევების გარეშე. მალხაზ აბულაძეს მიაჩნდა, რომ იგი რეალური ყოფიდან გამომდინარე ნატურალისტურ ტექსტებს წერდა. მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრიოს მუსიკალურ საფუძველს როკ-ენ-როლი წარმოადგენს, ყოველი წევრი შინაგანად ქართულ მუსიკას ატარებს, რაც „ჩვენ“-ის შემოქმედებას ეტყობა კიდეც. ამ მეტად საინტერესო თორმეტსიმღერიან ალბომში მაქვს ჩემი ფავორიტებიც. პირველ რიგში, „ისე თუ მასე თუ ასეს“ კარგი ჰიტიც შეგვიძლია ვუწოდოთ. თავის დროზე ამ სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ ტელევიზიებშიც იტრიალა. კიდევ მომწონს „ქარი“, „ბევრი“, „თაობა“, მშვენიერი ინსტრუმენტული პიესა „სიზმარი“... და ამათთან ერთად სხვა სიმღერებიც ნამდვილად შეგვიძლია ქართულენოვანი როკის ღირსეულ ნაწარმოებებად მივიჩნიოთ.

ალბომის ბლოგზე გამოქვეყნების უფლება
© ჯგუფი „ჩვენ“
© ERM0NIA

ჩვენ – ურთიერთობა © 2002


01-ოხოხოია
02-მონაგონი
03-მატოსული
04-ლამაზი ცხოვრება
05-ქარი
06-როკენროლი
07-ცხელი ქალი
08-ბევრი
09-ისე თუ მასე თუ ასე
10-თაობა
11-სიზმარი
12-მოვიდა ისევ

ჟანრი, სტილი: როკი
ზომა: 117 MB
ხანგრძლივობა: 44:36
Bitrate: 320 kb/s

გადმოწერა:
პაროლი არქივზე: erm0nia

სიმღერა დასაჭაშნიკებლად:

Friday, October 25, 2013

Или [ილი] (Full Discography) - სრული დისკოგრაფია

[From ERM0NIA's own home collection]

თბილისური ჯგუფი „ილი“ 1982 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის შესახებ მცირე სტატია ამ თვის დასაწყისში გამოვაქვეყნე ჟურნალ „თბილისი OUT“-ში და იგი დევს ჩემს ვირტუალურ გაზეთ „ანარეკლის“ გვერდზეც [თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი].

ეს უნიკალური მაგნიტო-ალბომები ადრე ჩამოვტვირთე „ურაგანის“ რუსული ბლოგიდან, თუმცა ეს ტეგებშეუვსებელი ჩანაწერები ძალიან ცუდი ხარისხის იყო და ვეცადე, შეძლებისდაგვარად გამესწორებინა, პლიუს ტეგებიც შევავსე. ალბომების ყდების დიზაინი ჩემია (ადრე „ტაქსის“ მაგნიტო-ალბომებზეც თვითონ გავაკეთე), ამიტომ ნუ დამძრახავთ,  გაფორმება თუ არ მოგეწონებათ, უბრალოდ წაშალეთ. :))

Или - Сектор Дзен © 1987

01-Мы Покидаем 9 Этаж (1:33)
02-Что Ты Понимаешь (4:39)
03-Сектор Дзен (5:31)
04-Болотное Чмо (2:46)
05-Не Вижу Отражения (3:50)
06-Сон (3:42)
07-Странник (2:48)
08-Посмотреть На Вас (3:07)
09-Инструментал (0:48)
10-Инструментал (1:34)
11-Открыл Глаза (2:57)
12-Все Пили Спиртное (3:17)
13-Если Бы Я Захотел (3:05)

Size: 90.94 MB
Playtime: 39:37
Bitrate: 320 kb/s
Album cover: © Niko Tsetskhladze - Red Star [1988]

Tuesday, October 16, 2012

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004

[From ERM0NIA's own home collection]

გია სალაღიშვილის სოლო შემოქმედება ჩემს ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წელს ავტვირთე, როდესაც მისი პროგრესივ-როკ ალბომი Wine Bread Water წარმოვადგინე. ამჯერად მისი კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც „ბითლზის“ შემოქმედებას მიეძღვნა. ამ პროექტის გაკეთების იდეა გიას ჯერ კიდევ 1990-იანებში ქუთაისში გაუჩნდა და ამავე ათწლეულში ხორცი შეასხა მის კლასიკურ ვერსიას, სადაც თავად ვიბრაფონზე უკრავდა. 1996 წელს ამ პროექტის სატელევიზიო ვერსია გადავიღე და ჯერ ქუთაისის ტვ „ივერიონის“ ეთერში მოხვდა, შემდეგ მისი მოკლე ვერსია მაშინდელი სახელმწიფო ტვ-ს პირველმა არხმაც აჩვენა.

2004 წელს გიორგი სალაღიშვილმა „ბითლზის“ შემოქმედების უკვე ელექტრონული ვარიანტი „სანო“ სტუდიაში ჩაწერა. თუმცა მისი ბენდის წევრების (მათი ვინაობა ჩამოთვლილია ფირფიტის გაფორმებაში, რომელიც ფოტოფაილებად დევს გადმოსაწერ არქივში) ძირითადი ბირთვი ისევ ქუთაისელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. 1 – 6 ლენონ-მაკარტნის ეკუთვნის, ხოლო 7 – 9 კომპოზიციები გიას ნაწარმოებებია. 

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004


01-Michael (4:59)
02-Norwegian Wood (5:17)
03-And I Love Her (4:51)
04-Oh Darling (6:44)
05-Eleonor Rigby (3:31)
06-Hey Jude (5:39)
07-Seven Notes (4:33)
08-Eklesiaste (5:05)
09-If I Get To Heaven (5:33)

Genre: Rock, Jazz
Stile: Acid Jazz
Size: 104.6 MB
Playtime: 46:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Saturday, August 18, 2012

ირაკლი ჩარკვიანი - Svan Songs (ალბომის გაფორმება)

ვაქვეყნებ გერმანიაში 1993 წელს გამოცემულ ირაკლი ჩარკვიანის ამ მეტად იშვიათი ორიგინალი კასეტის გაფორმების ფოტოებს.






Monday, June 18, 2012

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში

ჩემი კოლეგის, თამაზ (თაზო) მჭედლიძის ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ტაბულა Art“-ის სპეციალურ ნომერში, რომელიც გასული საუკუნის 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამ დღეებში თაზომ თავისი სტატიის ორიგინალი მომაწოდა, რომელიც ძალიან მომეწონა. მასში პრაქტიკულად არაა „მშრალი ფაქტები“, რითიც სავსეა ამ თემაზე შექმნილი ბევრი სტატია. ესაა საკმაოდ ღრმა და საინტერესო ანალიზი იმ ეპოქის შესახებ, რომელიც თავადაც ძალიან მაინტერესებს, რადგან, ასევე, მისი ცოცხალი მონაწილე გახლავართ. „90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა“ ჩემს ბლოგზე, თაზო მჭედლიძის თხოვნით, პირვანდელი (და არა „ტაბულა Art-ში“ დარედაქტირებული) სახით ქვეყნდება. 

© თამაზ მჭედლიძე

90-იანებში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ქართულ სინამდვილეში ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. მაგრამ ბევრი საინტერესო (პატარა ქვეყნის პირობაზე), თავისებურად განუმეორებელი სტილის ჯგუფის მიუხედავად,   მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე.

პირადად მე საკმარისად მახსოვს ანდერგრაუნდული თუ „ოვერგრაუნდული“ როკ-კონცერტები, რომლებზეც რაღაც საინტერესო ხდებოდა, ხან მუსიკის ხან ტექსტის და ხან ზოგადი განწყობის საშუალებით. ჩანასახის მდგომარეობაში მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურაც თავისი „გმირებით“, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. რაც მთავარია ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი ალტერნატიული როკ-სიმბოლოების მუსიკა გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს“, რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა.

კვალში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პროდუქტს – დისკებს, კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა. უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის, „ველვეტ ანდერგრაუნდის“ შემდეგ უკვე სხვა იყო ვიდრე მანამდე; „პანკ-რევოლუციის“ შემდეგ სხვა; ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი სულ სხვა ცხოვრების წესი დაამკვიდრა.

საქართველოში, 90-იანების „ალტერნატივშიკების“ ჩატარებული ყოველი აქცია ხშირად სიცოცხლის რისკთანაც კი იყო დაკავშირებული. თავი რომ დავანებოთ მუსიკას, ტექსტებს და ზოგჯერ დემონსტრატიულად გამომწვევ ქცევებს, უბრალოდ მათი გარეგნობაც კი აგრესიას იწვევდა. მახსოვს ე.წ. მატარებლის ფესტივალიდან დაბრუნებული ერთი პანკ-მუსიკოსი მიყვებოდა, რომ რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, სცენაზე გასვლისთანავე მათკენ ქვების წვიმა წამოვიდა. ირაკლი ჩარკვიანის კლიპს „შენ აფრენ“, პარლამენტშიც კი მოჰყვა მრისხანე განხილვა „ტრადიციების ერთგული“ დეპუტატებისგან. სერიოზული პრობლემები ჰქონდა რობი კუხიანიძესაც („აუტსაიდერი“) – რამდენიმე კონცერტის წინ, ორგანიზატორები მისი სიმღერების ორგანული ნაწილის – უცენზურო სიტყვების ამოღებას მოითხოვდნენ.

Sunday, June 17, 2012

გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999

[From ERM0NIA's own home collection]

გოგა ჟორჟოლაძე ჩემი ქუთაისელი მეგობარია. იგი კარგი მუსიკოსი, მხატვარი და მელომანია. მახსოვს, 90-იანების დასაწყისში მის სახლი-სტუდია სავსე იყო უმაღლესი ხარისხის აუდიო ჩანაწერებით, ვინილის ფირფიტებით, მაგნიტოფირებითა და, რაც მაშინ იშვიათი იყო, კომპაქტ-დისკებით.


გოგა ერთ-ერთი ვეტერანი ქუთაისელი პანკი, როკერი და ალტერნატივშიკია, რომელსაც უყვარდა და უყვარს „ახალი ტალღა“, პოსტ-პანკი, რეგეი, ფანკი და ა.შ. მასთან ჩემი ძველი ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.

90-იანების მიწურულს გოგამ თავისი სახლის სტუდია სრულყო და მასთან ჩაიწერა 1990-იანების თითქმის ყველა ქუთაისელი შემსრულებელი. 2002 და 2003 წლებში სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა ორი ლეგენდარული ქუთაისური კომპილაცია („ქართული ტალღა 1 და 2“) ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

ახლა გოგას ალბომი Homegrown მინდა წარმოვადგინო, რომელიც მუსიკოსმა 1999 წელს საკუთარ სტუდიაში ჩაწერა და მაგნიტოალბომის სახით გამოვიდა. იგი გაციფრულებული და მცირეოდენ რემასტერირებულია ჩემ მიერ. დასაჭაშნიკებლად ეს ერთი სიმღერა აქვე გასინჯეთ:
   
ალბომი ქვეყნდება პირველად!!!

 გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999


01-Hand That Rocks The Cradle (5:20)
02-Blowing In The Wind (4:13)
03-ჩემი უბანი (5:26)
04-The Bean Eaters (4:29)
05-Johny B. Good (2:54)
06-Обстановочка (2:59)
07-მიძინებული მოგონებები (4:13)
08-80-იანი წლები (5:49)
09-Back In The City (5:45)
10-მინდა (3:29)
11-მე კარგად ვიცი (4:57)
12-Табурет (Groove) (3:03)
13-Табурет (Punk) (2:46)
14-შენი თვალები (4:32)

Genre: Rock
Stile: New Wave, Post-Punk, Alternative
Size: 86.38 MB
Playtime: 59:55
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)
Password: erm0nia

Wednesday, June 06, 2012

ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II © 2002 - 2003

[From ERM0NIA's own home collection]

ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის – გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 1990-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტის სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე: 

„ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, „ტიტანიკზე“, ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა.შ.

2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი „ქართული ტალღა-I“ და „ქართული ტალღა-II“ ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან „შუქი მოვიდა“) სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის „სიყვარულის ანგელოზოც“ ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი“.

მარტო ძველ ამბავს არ ვიხსენებ, – ეს ჩანაწერები ასეთი კარგი ხარისხით (320 kb/s) ჯერ არსად გამომიქვეყნებია. და კიდევ, პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის, „პულსის“ 3 სიმღერა – „მთვარე“, „გველი“ და „ცარიელი ჯიბე“, რომლებიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.

ქართული ტალღა I © 2002


01-Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02-გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03-Alco – Напёмся
04-ბურუსი – La-La-La-La
05-ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06-წამი – I Just Know Your Name
07-Raplix – შეჩერდი
08-გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09-Best History – ჩუ–ფუ
10-ბუნკერი – Смерть
11-Alco – Луна-Самка
12-ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13-ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14-გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15-წამი – You Are Wrong
16-Best History – ბურატინო
17-Machia & Co. – Apocalipsis
18-პულსი – მთვარე [Bonus]
19-პულსი – გველი [Bonus]
18-პულსი – ცარიელი ჯიბე [Bonus]

Tuesday, May 01, 2012

პრიმიტივი – ფილმი-კონცერტი

[From ERM0NIA's own home collection] 

ეს ფილმი, რომელიც ახლა მინდა წარმოვადგინო, ჯგუფ „აუტსაიდერის“ 1997 წლის 5 სექტემბერს, პარასკევს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კლუბის ფოიეში გამართული კონცერტ „პრიმიტივის“ მიხედვით გაკეთდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „აუტსაიდერის“ რეპეტიციები იმართებოდა ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფრის (ე.წ. бомбоубежище) ერთ-ერთ მეტად ჩახუთულ, ნესტიან და უჰაერო ოთახში. ჯგუფი შესანიშნავ ფორმაში იყო და, ჩემის აზრით, მსგავსი დრაივის კონცერტი „აუტსაიდერს“ ქუთაისში არ გაუმართავს. მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა აკუსტიკურ პროექტზე. ეს უკანასკნელი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე აკუსტიკური კონცერტით ბენდი, პირველ რიგში, თბილისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ წარსდგა (ამ კონცერტის მასალებსაც მალე ავტვირთავ). ეს კონცერტი ცოცხლად ჩაიწერა და ოდნავ მოგვიანებით ალბომიც გამოვიდა ასეთივე სახელწოდებით – „პრიმიტივი“...

მაგრამ ახლა, მოდით, ისევ ქუთაისში დავბრუნდეთ და გავიხსენებ 5 სექტემბერს. ქუთაისის „პრიმიტივამდე“ იყო ბათუმის „პრიმიტივი“ (ჩანაწერიც არ იძებნება). კონცერტზე, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სიმღერა „ქალაქში ბნელას“ შესრულების დროს, ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების უშუალო მითითებით მოხდა. თუმცა, თავად ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ გახლდით ბათუმის კონცერტზე. სამაგიეროდ ვიყავი ქუთაისის „პრიმიტივზე“, ოღონდ რადიოსტუდიაში, იქვე „გეპეის“ კლუბის ზედა სართულზე, სადაც ჩვენი რადიო მდებარეობდა. „ნიღბების კლუბის“ წევრებმა და რადიოს თანამშრომლებმა საკონცერტო მიქშერიდან კაბელი ავიყვანეთ ჩვენს სტუდიამდე და ეს კონცერტი რადიო-ეთერში ცოცხლად გადაიცემოდა.

Friday, April 20, 2012

„ნიღბების კლუბის“ ისტორიული აქცია-პრეზენტაცია


[From ERM0NIA's own home collection]

2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო. 

აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. 

1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D

დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე). 

Wednesday, June 01, 2011

პარალელი – შორს

[From ERM0NIA's own home collection]

ეს პოსტი დღეისთვის უკვე შორეულ 2007 წლის 13 მაისს გავაკეთე. მაშინ ამ ბლოგს ჯერ კიდევ "ჰუმანოიდის სახლი" ერქვა. ჯგუფის ამ ჩანაწერს საკმაოდ ცხოველი დაინტერესება ჰქონდა და ბევრმაც ჩამოწერა. თუმცა, როგორც წესი, ბმულს ვადა გაუვიდა და ახლა, დიდი ხნის შემდეგ მრავალრიცხოვანი თხოვნების შემდეგ აღვადგინე. ამ შესავლის გარდა ძველ პოსტში ყველაფერს უცვლელად ვტოვებ. :)

თბილისური ჯგუფი "პარალელი" 90-იანი წლების პროექტია, მშვენიერი პოპ-როკ-ჯგუფი, რომელსაც, ისევე როგორც "პრიზს", რომ ეარსება, ხელს შეუწყობდა მეინსტრიმის განვითარებას საქართველოში. ამისთვის კი ჯგუფს ყველაფერი ჰქონდა: ძალიან კარგი მელოდიები, უბრალო ლირიკა და საჭირო რიტმი. პირადად, ძალიან მომწონს. .)

1999 წელს აუდიო კასეტაზე გამოსული ალბომი "შორს" "გაციფროვკებულია" ჩემს მიერ და თუ რაიმე ხარვეზი აქვს, მომიტევეთ.

"პარალელი" არის:
ზაზა ხარაზიშვილი – ლიდერ გიტარა, ვოკალი;
ირაკლი გოჩალეიშვილი – ბასი, ვოკალი;
დიმიტრი სანიშვილი – გიტარა;
კახა გურასაშვილი – დასარტყამები, ვოკალი.

ტექსტი და მუსიკა: ზ. ხარაზიშვილი და ი. გოჩალეიშვილი.

==============================================================

პარალელი – შორს © 1999
























01-შორს
02-გაჩუქებ სიყვარულს
03-დათოვლილ ქუჩებში
04-მოდი იყავი ჩემთან
05-კარი გამიღე
06-გთხოვ დარჩე
07-ველოდები შენს ზარს
08-გშვენის სინაზე
09-შენზე ვიფიქრებ
10-ნახე როგორ თოვს (ნაწ.1 და ნაწ.2)

Genre: Rock
Stile: Pop-Rock
Size: 53.55 MB
Playtime: 38:54
Bitrate: 192 kb/s

Download:
Password: erm0nia

Wednesday, June 24, 2009

ლადო ბურდული – ზღაპრები © 1998

[From ERM0NIA's own home collection]

ლადოს ბურდულის ზღაპრები და მისი რამდენიმე იშვიათი სიმღერა ერთ ალბომად ჩაწერილი. ადრე ასევე კასეტიდან გავაციფრულე და ინებეთ.

რამდენადაც მახსოვს, 1998 წელსაა ჩაწერილი სიმებიან კვარტეტთან ერთად.
შესულია სიმღერა (მე-4) "თავდახრილი სახეების მოწმენდილი ცა".

ლადო ბურდული - ზღაპრები © 1998
























01-Part 1 (2:37)
02-Part 2 (2:59)
03-Part 3 (2:49)
04-Part 4 (3:02)
05-Part 5 (2:31)
06-Part 6 (2:07)
07-Part 7 (2:06)

Genre: Rock, Classical
Stile: Alternative

Size: 22.2 MB

Playtime: 18:11

Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Sunday, March 29, 2009

Outsider (Full Discography) - სრული დისკოგრაფია

[From ERM0NIA's own home collection]

ბევრი შესავლის გარეშე, ჯგუფ Outsider-ის დღეისათვის სრული დისკოგრაფია. თუ რომელიმე ალბომთან დაკავშირებით ან საერთოდ, რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მომმართეთ კომენტარებში. .)

ჩანაწერების გაკეთებაში მონაწილეობა მიიღეს: © FEE-LEE Records (Russia); © „I რადიო“; © GeoRecords; © „ორფეი“; © „ნიღბების კლუბი“.

ბლოგზე გამოქვეყნების უფლება: © Outsider; © ERM0NIA

დამატებულია 25.06.2012(mo):
ვინაიდან ქართულ სერვერზე ჩანაწერები გაუქმდა, მთელი დისკოგრაფია აიტვირთა ერთ-ერთ საუკეთესო შემნახველზე mediafire.com. დისკოგრაფიას დაემატა ჯგუფის სიმღერები: „დიმპიტაური“, „სიყვარული ძნელია“, „აღმოსავლური ტანგო (რუსთაველის ბრალია)“  და „სიკვდილო, გამოდი!“ (ალბომში „Singles & Duets (1997-2012)“). „ვაკის სარდაფსა“ და „სინგლებსა და დუეტებს“ ხელახალი მასტერინგი გავუკეთე.

Outsider - Inside © 1992























01-Seventeen-Seconds-Present For Hard-Rock Fans / ჩვიდმეტწამიანი შესავალი ჰარდ–როკის ფანებისთვის (0:19)
02-I'll Burn Up Your Picture / მე შენს სურათს დავწვავ (3:31)
03-Vision / ჩვენება (4:41)
04-A Fat Fly Flying In My Room / ჩემს ოთახში დაფრინავს მსუქანი ბუზი (4:05)
05-Sopelo / სოფელო (2:14)
06-A Flag / დროშა (2:20)
07-The Nine-Eyed Sun / ცხრათვალა მზე (3:47)
08-My Woman / ჩემი ქალი (2:48)
09-Love Flushed Down The Toilet _ Oh, My God! / მე უნიტაზში შენს სიყვარულს ჩავრეცხავ _ ღმერთო! (3:49)
10-My Hometown / ჩემი ქალაქი (3:19)
11-Tailor's Tango / მკერავის ტანგო (2:26)
12-I Came / მე გავათავე (2:18)

Size: 80.11 MB
Playtime: 35:37
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - Inside [1992]
Password: erm0nia
=============================================

Outsider - პრიმიტივი (Live In Radio 27.09.97) © 1997


01-პეპელა (1:55)
02-ფეხსაცმელი (4:03)
03-ტაია (7:16)
04-ხით-ხით (4:32)
05-მზე (3:26)
06-ძუძუ (4:43)
07-აპკი (8:07)
08-მკვლელი (4:02)
09-დუმილი (5:18)
10-უფერო (3:07)
11-ნიღბები (6:41)
12-ტოლსტოის ანა (4:34)
13-მაფია (7:04)
14-ქალაქში ბნელა (4:23)

Size: 152.14 MB
Playtime: 1:09:11
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - პრიმიტივი [1997]
Password: erm0nia
=============================================

Outsider - მკვლელი (Live in Tbilisi 27.07.98) © 1998


01-უფერო (3:25)
02-ფეხსაცმელი (5:53)
03-ძუძუ (6:43)
04-მაფია (6:30)
05-ქალაქი (3:37)
06-დუმილი (6:27)
07-აპკი (8:11)
08-ტაია (6:30)
09-პეპელა (1:34)
10-ტოლსტოის ანა (5:34)
11-მკვლელი (3:34)

Size: 127.14 MB
Playtime: 57:58
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - მკვლელი [1998] 
Password: erm0nia


















  =============================================

Outsider - Kutaisi - 26.01.1999 (LIVE) © 1999

01-მოსაფსამად (4:15)
02-ბოლი (5:47)
03-მძღნერი (4:34)
04-ძუძუ (5:33)
05-შიში (4:24)
06-ყლე (4:29)

Size: 40.52 MB
Playtime: 29:02
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - Kutaisi - 99 (LIVE) [1999]
Password: erm0nia
=============================================

Outsider - Live In Vakis Sardaphi © 2004


01-ხით–ხით (3:36)
02-ლოკავს (3:00)
03-ფეხსაცმელი (3:25)
04-მკერავის ტანგო (2:13)
05-აპკი (4:56)
06-ტაია (6:09)
07-მაფია (5:09)
08-დუმილი (4:25)
09-ტოლსტოის ანა (4:19)
10-კარმენი (2:50)
11-ომი (3:01)
12-ძუძუ (5:18)

Size: 107.7 MB
Playtime: 48:32
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - Live In Vakis Sardaphi [2004]
Password: erm0nia
=============================================

Outsider - Singles & Duets (1997-2012) © 2012























01-ლოკავს (3:15)
02-შუქი მოვიდა & Outsider – კუს ტბა (2:42)
03-სიკვდილი (2:09)
04-რწმენა (3:33)
05-ცუზამენ (2:47)
06-ომი (2:54)
07-წყალტუბოდან ქუთაისში (3:50)
08-წყალტუბოდან ქუთაისში (ალტერნატიული ვერსია) (3:24)
09-ფეხსაცმელი (3:50)
10-მორეტა & Outsider – დამანებეთ თავი (5:05)
11-ზუმბა & Outsider – უნდა გიყვარდეს ვინმე (3:25)
12-მოდი აქ (3:25)
13-ირაკლი ჩარკვიანი & Outsider – შავი ზღვა (4:42)
14-დიმპიტაური დამპიტაური  (3:24)
15-სიყვარული ძნელია (3:01)
16-ქეთათო & Outsider იყავი კარგად (4:29)
17-აღმოსავლური ტანგო (რუსთაველის ბრალია) (4:11)
18-სიკვდილო, გამოდი! (3:48)


Size: 141.05 MB
Playtime: 1:03:52
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Outsider - Singles & Duets (1997-2012) [2012]
Password: erm0nia

Friday, October 24, 2008

90-იანების კიდევ რამდენიმე უცნობი კომპოზიცია [1990-1992]

[From ERM0NIA's own home collection]

კასეტებზე კიდევ შემომრჩა გასაციფრულებელი უნიკალური ჩანაწერები. ახლა გთავაზობთ მაგნიტური ლენტიდან რამდენიმე ახლადგაციფრულებულ კომპოზიციას. უმრავლესობას პირველად მოუსმენთ.

01-გოგა ჟორჟოლაძე – მე კარგად ვიცი (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა გოგამ ჩაწერა ჰოლანდიაში ყოფნისას პროფესიონალურ სტუდიაში.





















 



02-გოგა ჟორჟოლაძე – მიძინებული მოგონებები (ქვეყნდება პირველად)
ჩაწერილია უბრალო კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზე ქუთაისში

03-Bajoo – დაგანახებ რეკორდს (ქვეყნდება პირველად)
04-Bajoo – აჭრა (ქვეყნდება პირველად)
05-Bajoo – მფრინავი ხალიჩა (ქვეყნდება პირველად)
06-Bajoo – მწვანე თხა (ქვეყნდება პირველად)
ეს 4 ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი რეპ-კომპოზიციებია, რომელიც საქართველოში ჩაიწერეს. სწორედ ექსპერიმენტულ-იუმორისტული რეპით დაიწყო ბაჯუმ საკუთარი სოლო კარიერა მას შემდეგ, რაც ჯგუფი "აუტსაიდერი" დატოვა, როგორც დრამერმა. სიმღერები ქუთაისის TV "რიონის" როკსტუდიაში კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზეა ჩაწერილი. ტრიოს შემადგენლობა იყო: ბაჯუ, შურა (შემდგომში "შავი პრინცი", "ძებნილი") და ჩიი (შემდგომში ჯგუფ Best History-ს ბას-გიტარისტი).



















07-Bajoo – შენშია ძაბვა, შენშია სისწრაფე (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
ეს კომპოზიცია (გენერაცია © Bajoo) ბაჯუმ ისრაელში ჩაწერა, რომლის მიხედვით TV "მე-2 არხმა" კლიპიც გადაიღო. ესაა ბაჯუს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკაში.

08-Genetic Code – Ready To Fly
სიმღერა შესულია ჯგუფის პირველ მაგნიტოალბომში.





















 




09-Bajoo & სერგი გვარჯალაძე – შიდსი (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
აღნიშნული დუეტი ჩაიწერა ქუთაისსა და თბილისში, რომლის მიხედვითაც ქუთაისის TV "რიონში" გადაიღეს ვიდეოკლიპი და TV "მე-2 არხზეც" აჩვენეს.

Genre, Stile: Rock, Rap, Electronic
Size: 45.3 MB
Playtime: 31:20
Bitrate: 224 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Friday, March 28, 2008

XXI საუკუნე – ქუთაისი LIVE (26.01.1999)

[From humanoidi's own home collection]
(ქვეყნდება პირველად!)


1990–ების მიწურულს ქუთაისელმა როკ–მუსიკოსებმა გადაწყვიტეს მე–20 საუკუნის გაცილება მოეწყოთ და ამასთან დაკავშირებით ტ/კ "რიონის" კინოსაკონცერტო დარბაზში (ძველი კინოთეტრი "საქართველო") გაიმართა კონცერტი, რომელიც ორგანიზაცია "ნიღბების კლუბმა" მოაწყო. მთელი კონცერტი ჩავწერეთ უბრალო მაგნიტოფონის კასეტაზე, რომელიც ახლახანს გავაციფრულე და ამ ჩანაწერს ახლა ყველას გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ "აქცია–რეპეტიციაში" ("ნიღბების კლუბელები" ასე ვეძახდით ჩვენს მიერ მოწყობილ კონცერტებს) ყველა ქუთაისელ მუსიკოსს მონაწილეობა არ მიუღია, მასში მაინც კარგად ჩანს იმდროინდელი მუსიკალური სულისკვეთება, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

სხვათა შორის, იმ პერიოდის ქუთაისურ მუსიკაზე ჩემი სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ "ოზონის" მე–20 ნომერში, რომელიც ახლა გაყიდვაშია. მისი მეორე ნაწილის დაბეჭდვა 21–ე ნომერშია დაგეგმილი.


აღნიშნულ კონცერტზე გამოვიდა თინეიჯერული როკ'ნ'როლ-ჯგუფი "ნერონი", რომლის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები აღარ შემომრჩა. დანარჩენებს კი ახლა გაგაცნობთ. გაითვალისწინეთ, რომ საკონცერტო ფოტოები, რასაც ახლა აქ დავდებ არ არის გადაღებული 26 იანვრის ლაივზე. მხოლოდ შესასვლელი ბილეთია ამ აქციიდან, რაც ალბომის ქოვერად გამოვიყენე. :)

===========================================================

Monday, March 24, 2008

George Salagishvili - Wine Bread Water © 1999

[From ERM0NIA's own home collection]

ეს ჩემი მორიგი ჩანაწერია, რომელიც ძველ კასეტაზე ვიპოვე და გავაციფრულე.
მოკლედ, ამ ერთჯერადი პროექტის შექმნის ადგილია ქალაქი ქუთაისი.
სულისჩამდგმელი გიორგი (გია) სალაღიშვილი (ქუთაისი, 27.01.1963).






















 



გიორგი სალაღიშვილი – დასარტყამები, ვიბრაფონი, ვოკალი, მუსიკისა და ტექსტის ავტორი (1-5);
ვატო (ვახტანგ) კიკალეიშვილი – გიტარა, ჩელო, მუსიკის ავტორი (6);
ლევან დეისაძე – ბასი, დაბლ ბასი.

















===========================================================

George Salagishvili & Art-Rock Group - Wine Bread Water © 1999

























01-Genesis
02-ხორუმი
03-Hey Outlower
04-Waterspout
05-Roaming Musician
06-Heavy Streel
07-Norvegian Wood

Genre: Rock
Stile: Progressive Rock, Art Rock
Size: 50.41 Мб
Playtime: 36:33
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

Download:
George Salagishvili - Wine Bread Water

Password: erm0nia

Tuesday, January 29, 2008

ზაზა ხუბუკელაშვილი / Zaza Khubukelashvili

[From humanoidi's own home collection]

ზაზა ხუბუკელაშვილი ქუთაისელი მუსიკოსი და გიტარისტია. მისი მუსიკა უფრო ფიუჟენია და ბევრი მუსიკალური ჟანრის ნაზავს წარმოადგენს. ზაზას საყვარელი მუსიკოსი და გიტარისტი ჯო სატრიანია. ეს ეტყობა კიდეც მის ნამუშევრებს, თუმცა ზაზას მუსიკა რაღაც პლაგიატი და პირდაპირი ასლირება ნამდვილად არ არის. 2003 წელს მან ჩაწერა სინგლი Tales From Georgia (A Tribute To Joe Satriani), რომელიც, როგორც ხედავთ, მთლიანად ცნობილ ამერიკელ გიტარისტს, ჯო სატრიანს მიუძღვნა. საბედნიეროდ, აღნიშნული კომპაქტ დისკი მივიდა ჯო სატრიანამდე (იხ. ფოტო ქვემოთ), რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ზაზას ნამუშევარს. ამაში თქვენც აუცილებლად დარწმუნდებით, როცა ჩანაწერს მოუსმენთ.



ამ დისკთან ერთად გადავწყვიტე კიდევ ზაზას 2000 წელს გამოშვებული დემო სინგლიც "ალტერნატივა" ავტვირთო. ამ დისკში ზაზას ელექტრონული ექსპერიმენტებიც არის შესული, რომელიც, ჩემის აზრით, ძალიან საინტერესოა. იგი მდიდარია ქართული მუსიკალური ჰარმონიით. პირველი კომპოზიცია "ამბავი" თავის დროზე ჰიტი იყო თბილისის რამდენიმე და ქუთაისის FM რადიოსადგურებზე. მშვენიერია საკმაოდ რთული "ალტერნატივა" და მძიმე "სისა ტურაც". მოკლედ, გადაიწერეთ (ორი სინგლი ერთ არქივში) და იცნობდეთ.






















==========================================================

ზაზა ხუბუკელაშვილი – ალტერნატივა © 2000

01-ამბავი
02-ალტერნატივა
03-სისა ტურა
04-ფრენა

Genre: Rock, Electronic
Stile: Fusion, Guitar
Playtime: 17:07
Bitrate: 192 kb/s

ზაზა ხუბუკელაშვილი – Tales From Georgia (A Tribute To Joe Satriani) © 2003
























01-ასფურცელა
02-Georgians Satch
03-Winter Misery

Genre: Rock
Stile: Fusion, Guitar, Instrumental
Playtime: 09:46

Bitrate: 256 kb/s

Size: 44.68 MB


Download:

Sunday, September 09, 2007

90-იანების ქართული როკი / 90's Georgian Rock

[From ERM0NIA's own home collection]

90-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ საქართველოში კულტურა პრაქტიკულად მოკვდა. მიუხედავად ამისა, უშუქობის, უფულობის და შიმშილობის პერიოდში ქვეყანაში დარჩენილი ქართველი როკმუსიკოსები მაინც ახერხებდნენ პროდუქციის შექმნას, რომელიც თუნდაც დღევანდელთან შედარებით, მეტად საინტერესო იყო. მართალია, ამ ჯგუფების უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ რამდენიმე თვეს არ აღემატებოდა, მაგრამ, უზარმაზარი ენთუზიაზმი არსებობდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ საქართველოში არსებობდა ორი ქალაქი, სადაც ამ მხრივ ყველაზე მეტი კეთდებოდა, – თბილისი და ქუთაისი.

ტოტალური სიღატაკის პერიოდში ამ ქალაქებში რამდენიმე საინტერესო ფესტივალი და აქცია მოეწყო, თუმცა ამჯერად მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენ. ბლოგზე ვტვირთავ იმ პერიოდის რამდენიმე უნიკალურ სიმღერას, რომელიც მარტო კასეტებზე მაქვს შემორჩენილი და რამდენადაც მოვიკვლიე, ციფრული ვერსიები აღარ არსებობს. ეს სიმღერები თავად გავაციფრულე. ამ სიმღერათაგან რამდენიმე პირველად გაჟღერდება.

================================================================

01-Outsider – ფეხსაცმელი (სტუდიური ვერსია) (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა ჩაწერილია კომპიუტერზე ცოცხალი დრამებით. ადგილი – ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფარი. ქალაქის ქვეშ, „ბომბაუბეჟიშეს“ უზარმაზარი ქსელის ერთ-ერთ ბუნკერში ჯგუფს ჰქონდა რეპეტიციები. ერთ მშვენიერ დღეს, მისი ბასისტის, საბა „ბასა“ კუპრაშვილის სამსახურის კომპიუტერზე ჩაიწერა ეს სიმღერა, რომლის დამუშავების დროს, მთელი მასალა წაიშალა. საბედნიეროდ, მანამდე ჩანაწერის გადატანა მოვასწარი კასეტაზე.

02-69 – მე ვერ ვიტან ქალს
ძალიან საინტერესო თბილისური ჯგუფი იყო, რომლის ფრონტმენიც უჩა ჩაჩხიანი, სამწუხაროდ, შარშან ზამთარში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ეს ნაკლებადცნობილი სიმღერა „მე ვერ ვიტან ქალს“ ყველაზე პანკური სულისკვეთების, მაგრამ ძალიან მელოდიური ქმნილებაა ჯგუფის არაპანკურ შემოქმედებაში.

03-სამეფო გზა – გასვლა (ქვეყნდება პირველად)
იმ პერიოდის ალბათ ერთადერთი პროგრესივ-როკული თბილისური ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტებმა, ლევან რამიშვილმა (გიტარა, კომპოზიციებისა და ტექსტის ავტორი) და გენო ჯოხიძემ (ვოკალი) გააკეთეს. ძალიან საოცარი და კარგი მუსიკაა.















Saturday, April 08, 2006

Georgian Version - ქუთაისური გოთიკა :)

Georgian Version:
მარინა ბუცხრიკიძე - ვოკალი
ირაკლი კაცაძე - გიტარა
თორნიკე კაცაძე - ბასი
დათო - დრამი








გადაწერე:
01. Georgian Version - You Can't Change The World
02. Georgian Version - Girl
03. Georgian Version - Museman
04. Georgian Version - Blue