Monday, December 10, 2007

Gloomy Landscapes Of Tbilisi

Download:
Zebda - Le Repertoire


Photos by © humanoidi






Wednesday, December 05, 2007

Kristine Robakidze

მხატვარი ქრისტინე რობაქიძე ჩემი უმცროსი ქუთაისელი მეგობარია. მისი პატარა ლიტერატურული ჩანახატი უკვე მქონდა ჩემს ბლოგში ამ თემაში. ამჯერად მისი შესანიშნავი ნახატები მინდა განახოთ. .)

Dowvnload:
Bugge Wesseltoft - Yellow Is The Colour








Wednesday, November 07, 2007

შიშის სახელმწიფო

ეს სვეტი შევარდნაძის დროს გაზეთ "ახალ ვერსიაში" გამოვაქვეყნე გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ.
2003 წლის ნოემბრის შემდეგ ნაღდად არ მეგონა თუ ისევ მოვინდომებდი რამენაირად მის გადაკითხვას და გამოქვეყნებას.

შიშის სახელმწიფო
(ეძღვნება ჩემი უცნობი კოლეგის გიორგი სანაიას ხსოვნას)

ოთახში საბეჭდ მანქანაზე რაღაცას ბეჭდავენ.
შენ ფანჯრიდან იცქირები და მის მიღმა ქუჩის ღმუილში ჩამხრჩვალი ადამიანების რიტმულად მოძრავ თავებს ხედავ. ცდილობ, სახეები გაარჩიო, თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისგან. მათ, ისევე, როგორც შენ, საკუთარი პრობლემები აწუხებთ.

შენ გიყვარს ადამიანები, გყავს მეგობრები, რომლებთან ერთად თავს მარტო არ გრძნობ. მიუხედავად ამისა, შენ მარტო ხარ. ზოგჯერ, სადღაც მთის მწვერვალზე ადიხარ, რომელსაც ირგვლივ თეთრი ქულა ღრუბლები შემოსალტვია, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა სამყაროში ხდება.

სინამდვილეში კი შენს თვალწინ ხელოვნურად გაფერადებული ერთგვაროვანი რეალობაა მძიმე, ტკივილამდე სასიამოვნო ცხოვრებით, სადაც ცოცხლები ცოცხლებს სიცოცხლეს უსწრაფებენ, მერე კი მკვდრებს ხსოვნას უნახავენ. შენ ცდილობ რაღაც შეცვალო, თუნდაც ერთხელ ხმამაღლა იყვირო: "მე ეს არ მომწონს!", ასეთ ადამიანს ხალხი ზოგჯერ მეამბოხეს ეძახის, მაგრამ ამბოხება და რევოლუცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცდილობ ადამიანად დარჩე.

შენ უკვე აღმოაჩინე, რომ შიშის სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც მდიდრებსაც და ღარიბებსაც ერთნაირად ეშინიათ. მდიდრები საკუთარ სახლებს უზარმაზარ გალავანს არტყამენ (ალბათ ჩიტების ეშინიათ), რკინის ალაყაფს აკეთებენ, ხოლო ფანჯრებს გისოსებში სვამენ. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ, რათა თავი სხვა, შიშით შეპყრობილი ადამიანებისგან დაიცვან.

ღარიბები დაღამებამდე სახლებში შერბიან და შიშისგან კარს მაგრად კეტავენ. შიშის სახელმწიფოს პოლიციაც ჰყავს, რომელიც დაუკონკრეტებელი შიშის გამო ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს ვერ იჭერს. თავის მხრივ, ჯიბის ქურდებიც კი, როდესაც მეტროს ვაგონში ვინმეს ძარცვაში ხელი ეცარებათ, ვაგონის კუთხეში შიშით აკანკალებულები დგანან და "ნუ მიეყრდნობით" კარის გაღებას მოუთმენლად ელიან. შენ დაინახე, რომ შიშის სახელმწიფოში ქვეყნის მეთაურსაც ეშინია. ისე ეშინია, რომ მთელი ქვეყნის არმია მხოლოდ მას იცავს.

შიშის სახელმწიფოს მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთმანეთის ეშინიათ. შეიკრა შიშის ერთგვარი წრე: ხალხს პოლიციის ეშინია, პოლიციას - ხელისუფლების, ხელისუფლებას - სახელმწიფო მეთაურის, სახელმწიფო მეთაურს - ყველასი.

შენ ყველაზე მეტად გიკვირს, როგორ შეეგუენ პიროვნებები შიშით აღსავსე ცხოვრებას. ვეღარ იტან ტელევიზორს, ვერ იტან გაზეთებს, ვერ ეგუები მართალ ტყუილებს. მათი ზემოქმედება უკვე აშკარაა. შენ იცი, რომ შიშით შეპყრობილი ადამიანები ცივად ხვდებიან ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ეზიზღებათ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, აღარ აღელვებთ ომი, ვიღაცას გარდაცვალება. ყველას ურჩევნია, თავისთვის დარჩეს. დანარჩენი არაა მათი საქმე. შენ ეს გაღელვებს და, ცოტა არ იყოს, შეგეშინდა კიდეც. თვალები გიფართოვდება და შეგრილებულ ყავას წრუპავ.

შენ შეამჩნიე, რომ გარეწრები და ნაძირალები არ იბრძვიან სიცოცხლისათვის. ისინი არ იბრძვიან იმისათვის, რომ მშვიდად მოკვდნენ. თუნდაც იმიტომაა ლამაზი შემოდგომა, რომ ბუნება ღირსეულად კვდება. თუნდაც იმიტომაა მშვენიერი გაზაფხული, რომ გარემო ლამაზად იწყებს სიცოცხლეს. ხვდები, რომ ლაჩრების უმრავლესობა ცდილობს, რომ ღირსეული ადამიანები უღირსად მოკვდნენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თავად მათი სიცოცხლე დამთავრდება უღირსად, რადგან ისინი მართლა მოკვდებიან (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ამ დღეებში ბევრი რამ შევიტყვე შენს შესახებ. ისიც გავიგე, რომ საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად გინდა მეგობრებს საჩუქრები დაურიგო, გამოხვიდე ქუჩაში და თუნდაც პირველივე შემხვედრს ჩვეული ღიმილით უთხრა: "გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს. მინდა რაღაც გაჩუქოთ!" საჩუქარი კი ასეთი იქნება - პატარა აკვარიუმი, პატარა წითელი თევზით, რომელსაც შენი სახელი ერქმევა.
საბეჭდი მანქანის კლავიშები დადუმდნენ.

შენ იღიმი.

მეც მეღიმება.

მამჩნევ.

ჩვენ სიგარეტს ვუკიდებთ და ახლა ორივენი ერთად ვიღიმით.

კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა.

Monday, October 22, 2007

Friday, September 21, 2007

François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samouraï

ბავშვობაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი, რაც ვნახე, ფრანგული Les Aventuriers (თავგადასავალთა მაძიებლები) იყო ალენ დელონისა და ლინო ვენტურას მონაწილეობით. მისი საუნდტრეკი ფრანგმა კომპოზიტორმა François De Roubaix (1939-1975) დაწერა, რომლის რემასტერირებაც 2005 წელს გაკეთდა. ალბომში შესულია, აგრეთვე, მუსიკა მეორე ფილმისათვის Le Samouraï. აღნიშნული დისკი იშვიათობაა. .)

==========================================================

François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samourai © 1967
























01-Les Aventuriers: Laetitia (Vocals - Alain Delon)
02-Les Aventuriers: Journal De Bord
03-Les Aventuriers: Enterrement Sous-Marin (Voice - Christiane Legrand)
04-Les Aventuriers: Acrobaties Aériennes
05-Les Aventuriers: Casino Latino
06-Les Aventuriers: Manu Et Roland
07-Les Aventuriers: Les Aventuriers
08-Les Aventuriers: Enterrement Sous-Marin (Version Sifflée)
09-Les Aventuriers: Pilleurs D’Epave
10-Les Aventuriers: Générique Fin
11-Les Aventuriers: Les Aventuriers (Vocals - Theo Sarapo)
12-Le Samouraï: Le Samouraï
13-Le Samouraï: Valérie
14-Le Samouraï: Martey’S
15-Le Samouraï: La Blessure
16-Le Samouraï: Hôtel Sandwich
17-Le Samouraï: Costello Dans La Ville
18-Le Samouraï: Jeff Et Valérie
19-Le Samouraï: Fatalité
20-Le Samouraï: Jeff Et Jeanne
21-Le Samouraï: Le Destin De Costello(Final)
22-Le Samouraï Se Remixe (Partie 1) (Piano - Nicolas Errèra, Remix - Nicolas Errèra)
23-Le Samouraï Se Remixe (Partie 2) (Piano - Nicolas Errèra, Remix - Nicolas Errèra)

Genre: Classical, Jazz
Stile: Soundtrack
Size:
105.40 MB
Playtime: 45:53
Bitrate: 320 kb/s

Download:
François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samouraï [1967]
Password: humanoidi

Sunday, September 09, 2007

90-იანების ქართული როკი / 90's Georgian Rock

[From ERM0NIA's own home collection]

90-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ საქართველოში კულტურა პრაქტიკულად მოკვდა. მიუხედავად ამისა, უშუქობის, უფულობის და შიმშილობის პერიოდში ქვეყანაში დარჩენილი ქართველი როკმუსიკოსები მაინც ახერხებდნენ პროდუქციის შექმნას, რომელიც თუნდაც დღევანდელთან შედარებით, მეტად საინტერესო იყო. მართალია, ამ ჯგუფების უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ რამდენიმე თვეს არ აღემატებოდა, მაგრამ, უზარმაზარი ენთუზიაზმი არსებობდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ საქართველოში არსებობდა ორი ქალაქი, სადაც ამ მხრივ ყველაზე მეტი კეთდებოდა, – თბილისი და ქუთაისი.

ტოტალური სიღატაკის პერიოდში ამ ქალაქებში რამდენიმე საინტერესო ფესტივალი და აქცია მოეწყო, თუმცა ამჯერად მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენ. ბლოგზე ვტვირთავ იმ პერიოდის რამდენიმე უნიკალურ სიმღერას, რომელიც მარტო კასეტებზე მაქვს შემორჩენილი და რამდენადაც მოვიკვლიე, ციფრული ვერსიები აღარ არსებობს. ეს სიმღერები თავად გავაციფრულე. ამ სიმღერათაგან რამდენიმე პირველად გაჟღერდება.

================================================================

01-Outsider – ფეხსაცმელი (სტუდიური ვერსია) (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა ჩაწერილია კომპიუტერზე ცოცხალი დრამებით. ადგილი – ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფარი. ქალაქის ქვეშ, „ბომბაუბეჟიშეს“ უზარმაზარი ქსელის ერთ-ერთ ბუნკერში ჯგუფს ჰქონდა რეპეტიციები. ერთ მშვენიერ დღეს, მისი ბასისტის, საბა „ბასა“ კუპრაშვილის სამსახურის კომპიუტერზე ჩაიწერა ეს სიმღერა, რომლის დამუშავების დროს, მთელი მასალა წაიშალა. საბედნიეროდ, მანამდე ჩანაწერის გადატანა მოვასწარი კასეტაზე.

02-69 – მე ვერ ვიტან ქალს
ძალიან საინტერესო თბილისური ჯგუფი იყო, რომლის ფრონტმენიც უჩა ჩაჩხიანი, სამწუხაროდ, შარშან ზამთარში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ეს ნაკლებადცნობილი სიმღერა „მე ვერ ვიტან ქალს“ ყველაზე პანკური სულისკვეთების, მაგრამ ძალიან მელოდიური ქმნილებაა ჯგუფის არაპანკურ შემოქმედებაში.

03-სამეფო გზა – გასვლა (ქვეყნდება პირველად)
იმ პერიოდის ალბათ ერთადერთი პროგრესივ-როკული თბილისური ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტებმა, ლევან რამიშვილმა (გიტარა, კომპოზიციებისა და ტექსტის ავტორი) და გენო ჯოხიძემ (ვოკალი) გააკეთეს. ძალიან საოცარი და კარგი მუსიკაა.















Friday, September 07, 2007

Friday, August 03, 2007

მიტოზი

ამ ბოლო დროს მგონია, რომ მიტოზს განვიცდი ხოლმე.

მიტოზი ხომ გაგიგიათ რაც არის? ბიოლოგიური ტერმინია. აი უჯრედის დაყოფის პროცესია. ანუ რამდენიმე მთელ ნაწილად ვიყოფი და პიროვნების გაორება აქ არაფერ შუაშია.

ამას ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე, რომ ზოგჯერ ასეთ სულელურ სიტუაციაში ვვარდები. გადავდივარ, ვთქვათ, გადასასვლელზე, ხოდა ჩემი ერთი განაყოფი მშვიდობიანად გადადის, მეორე კი მანქანას უვარდება და ვუყურებ როგორ იცლება ის საცოდავი სისხლისგან. ცრემლიც კი მადგება თვალზე. თურმე როგორ მყვარებია საკუთარი თავი.

კიდევ ასეთ რამესაც ვგრძნობ.

ჩავდივარ სხვა ქალაქში და ამ დროს ჩემი განაყოფი სახლში რჩება, ჩვეულებრივად ბრუნდება სამსახურიდან, გამოივლის ნაცნობ მარკეტში, სადაც ყიდულობს სიგარეტს, ნაბეღლავს ან ლუდს, პურს და ა. შ.. აღარ ვნერვიულობ, რომ სახლი უპატრონოდაა მიტოვებული. ამავე დროს, ის ჩემისა (რა ზუსტი სახელი გამოვიდა) ჩემს მეგობრებს ხვდება, ელაპარაკება, ჩემს გოგონასაც ნახულობს. არ ვეჭვიანობ საერთოდ, ის ჩემისაც ხომ თავად გახლავართ. ამიტომ სიმშვიდე მეუფლება. თუ პლაჟზე ვარ, ზღვის ტალღებს ვუსმენ და კარალიოკს მშვიდად შევექცევი.

ჩემი ერთ–ერთი დანაყოფი საერთოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად. მას და მის ცოლს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ერთდროულ პერფორმანსებსაც კი აწყობენ. ეს ჩემისა მუსიკას წერს, მისი ცოლი კი ხატავს. ხდება ხოლმე, მისი ცოლი მეც მენატრება.

როცა მოგზაურობიდან ვბრუნდები და ბინის კარებთან მივდივარ, გასაღებს კი არ ვარგებ, ზარს ვრეკავ.

ეს ჩემისა კი სახლში მხვდება და კარს მიღებს.

იშვიათია, სიგარეტი ჩამომყვეს მგზავრობის შემდეგ. ეს კი როგორც შემხედავს, კარადის თავიდან გადამალულ სიგარეტს მიწვდის და მიღიმის.

მეც გავუღიმებდი დაღლილი რომ არ ვიყო და სარკეში ჩახედვა საშინლად არ მეზარებოდეს.

P. S. პირველი აგვისტოდან კიდევ ერთი სახელი დავირქვი. უკვე ორი ოფიციალური სახელი მაქვს და ერთიც ვირტუალური. :D



















Download:


  

Thursday, August 02, 2007

ბოთლ(ებ)ი

იმდენი ბოთლია ჩემს ირგვლივ, რომ ზოგჯერ მგონია მათში ჩავიღვრები და გადავნაწილდები.

ამაზე ფიქრმა ამ ბოლო დროს ისე ძლიერ შემიპყრო და შემაშინასავით, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ 70-მდე ლუდის ბოთლი სახლიდან ცელოფნის პარკებით გავათრიე და ერთ ბოთლების შემგროვებელს ჩავაბარე. ბოთლების მიმღებ მოხუცს გაჭირვებული კაცის დანაოჭებული სახე და ერთი დიდი ჭუჭყიანი ტომარა ჰქონდა. ბოთლები გულდასმით გადათვალა და მხოლოდ 2 ლარი გამომიწოდა. ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ მაინც მადლობა გადავუხადე, გავუღიმე კიდეც და სახლში შევბრუნდი. ბოთლები აღარ მემუქრებოდნენ, სახლში სისუფთავე დავამყარე.

არადა რა ჩიტური ახირებაა ეს ბოთლებში ჩაღვრა. თუმცა ეგრე ვიცი ხოლმე, კაი ცრუმორწმუნესავით რაღაც სისულელეს ამოვიჩემებ. ზოგჯერ მგონია, რომ აი, ახლა დახურული ფანჯრიდან დიდი მსუქანი ბუზი შემოფრინდება და პირდაპირ თვალებზე დამაჯდება, ან დაძინების დროს, რომელიღაც შინაგანი ორგანოს შეტევა დამეწყება და მერე.... აღარ ვიცი.

დღეს 15-16-მდე ბოთლი დამიგროვდა სამზარეულოში და მაგიდას აღარ ვეკარები.
არადა, რა უჭირს ვითომ? ბოთლებს იმისთვის აკეთებენ და მერე მასში რაღაცეებს იმიტომ ასხამენ, რომ ვიღაცეებს ასიამოვნონ.

კაი ღვინის ან ლუდის ბოთლში სიამოვნებით ჩავიღვრებოდი და ვინმეში გადავიღვრებოდი...


















Download:

Tuesday, June 05, 2007

ეგოისტ(ებ)ი


"Young Girls Dreaming Of Beautiful Deaths... I Am Only Bone I Waited For Peace And Here Is My Peace"
-Brian Eno-
– გისმენთ.
– ნინ, მე ვარ, გოგა.
– ჰო, როგორა ხარ?
– როგორ უნდა ვიყო ამ წვიმაში? როგორც იქნა მოვრჩი საქმეებს.
– ფრთხილად. არ მიყვარს წვიმა.
– ვეცდები ფრთხილად ვატარო. შენ როგორა ხარ?
– რავი, ვარ რა. რაღაც მინდა მერე გითხრა. შეგხვდები.
– მოხდა რამე? ტფუი, ყველა დეგენერატი როგორ უნდა იჯდეს საჭესთან! კინაღამ დამარტყა!

Monday, June 04, 2007

Archive - You All Look The Same To Me

ლონდონური ჯგუფი Archive ერთი მოსმენით ნამდვილად არ შემყვარებია. რამდენიმე თვის წინ ის Squee–მ მომასმენინა. კი მომეწონა, მაგრამ რატომღაც გადამავიწყდა. ამას წინათ კი, შეიძლება ითქვას, ხელახლა აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით და, როგორც იტყვიან, ყბა ჩამომივარდა (კაი გაგებით). ახლა თითქმის ყველა ალბომი მაქვს. ასეთი მრავალფეროვანი ჯგუფი იშვიათია. პირველი ალბომი Londonium (1996) თუ სუფთა Trip-Hop–ია, შემდეგი ალბომი Take My Head (1999) უკვე Indie ხასიათისაა. ამავე დროს, Archive–ს აქვს ალბომები, რომლებიც არაემბიენტური Post-Rock–სკენ იხრება.

დღეს, აქ ვტვირთავ, ჩემის აზრით, ერთ–ერთ საუკეთესო ალბომს, You All Look The Same To Me, რომელიც ჯგუფმა 2002 წელს ჩაწერა. ეს ბრიტანული ინდი მუსიკისა და პოსტ–როკის მშვენიერი სინთეზია. აქვე მცირე ინფოც ინგლისურად ვიკიდან:

Archive were formed by Darius Keeler and Danny Griffiths in 1994 from the ashes of UK breakbeat act Genaside II. Together with female singer Roya Arab and young rapper Rosko John, the band released their first album "Londinium" on Island Records in 1996, a mix of dark Trip-Hop (in the same vein as Massive Attack), rap and alternative rock. The album received moderate critical acclaim, but due to internal dispute the band split up later that year.

Monday, April 23, 2007

შუაღამის გემი (ფრაგმენტი)

თვალების დახუჭვისთანავე ცარიელ ქალაქს ვხედავ, სადაც არ არსებობს ტკივილი, სადაც ფერად სახლებს თავშეფარებული აჩრდილები დაფრინავენ და ადამიანისთვალებიანი შენობები დგანან. საღამოს ჟამს წარსულის აჩრდილები ლამაზრიკულებიან აივნებზე გამოდიან და ერთმანეთს ფინჯან სამოვრის ჩაისა და ტკბილ ქადაზე ეპატიჟებიან. სულად გადაქცევა საოცრად მსუბუქი პროცესია. გზადაგზა სხვა მოხეტიალე სულებს ხვდები. გამჭვირვალე, ძალიან დაღლილ სულებს ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. სულები რადიოტალღებივით არიან და იმისათვის, რომ ისინი იგრძნო, უჩინარი მიმღების სახელური უნდა ატრიალო. ვიღაცასთან გასაუბრების მცდელობა ზოგჯერ უშედეგოა. ეტყობა, ზოგიერთს სახელური ან გაფუჭებული აქვს ან მისი ტრიალი არ სურს. კონკრეტულ სიხშირეზე აწყობილ სხვა მონათესავე სულების ძიება კი ძლიერ დამღლელია. ზოგს ხომ იდიოტივით მხოლოდ საკუთარი კუთხეში ყოფნა უნდა. ამ ქალაქში ყველაზე პატარა მწერებიც კი თავისუფლად დაფრინავენ და მერე აივნების რიკულებზე მოკალათებულნი გაზაფხულის მზეს ეფიცხებიან. ღამით კი იალქანგაშლილი „შუაღამის გემი“ ჩამოიფრენს. მასზე ასვლა უფასოა. და რაში სჭირდებათ ფული სულებს?..

Photo & montage by © humanoidi



































Download:

  

Wednesday, April 18, 2007

Travis - The Boy With No Name

ამ ბრიტანული ჯგუფის ყველაზე პოპულარული ალბომი The Invisible Band მალე მომბეზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში შესულ სიმღერებს წუნს ვერაფერში დაუდებ. ახალი ალბომის The Boy With No Name–ს გამოსვლა, რომელიც ახლა ავტვირთე, 7 მაისს იგეგმება. ჩემი აზრით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო დისკი იქნება. სიმღერებს ნამდვილად ეტყობა ჯგუფის ტრადიციული ხელწერა, თუმცა მსმენელი მაინც სასიამოვნოდ გაოცდება, რადგან, ფაქტია, Travis–ის შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი და მელოდიური გახდა. ამაში შეგიძლია თავად დარწმუნდე. ;)

















Travis – The Boy With No Name © 2007
























01-3 Times and You Lose
02-Selfish Jean
03-Closer
04-Big Chair
05-Battleships
06-Eyes Wide Open
07-My Eyes
08-One Night
09-Out in Space
10-Colder
11-New Amsterdam
12-Sailing Away (hidden track)
13-Under the Moonlight (Ft. KT Tunstall)


Genre: Rock
Stile: Indie, Pop-Rock

Size: 79.25 MB
Playtime: 49:16
Bitrate: 224 kb/s

Download:
Travis - The Boy With No Name [2007] (from share.boom.ge)
or
Travis - The Boy With No Name [2007] (from mediafire.com)

Monday, April 16, 2007

Vetiver - To Find Me Gone

ამ მეტად საინტერესო ჯგუფის ეს შესანიშნავი ალბომი ყველას, ვისაც უყვარს მომღერალი Devendra Banhart. მისი ხმა ამ პროექტშიც ჟღერს. ძალიან კარგი ალბომია. ათბალიანი შეფასებიდან რვას დაუფიქრებლად ვაძლევ.
აი, ინფო ამ ამერიკულ პროექტზე:

Vetiver

Centred around the delicate voice and guitar playing of chief songwriter Andy Cabic, Vetiver is fleshed out with an ever-changing and hugely talented line up, aided and abetted by some of the finest players (and usually best friends) in the extended family Andy finds himself a member of.

Andy grew up in Northern Virginia and went to school in North Carolina, where he spent several years playing in the band, The Raymond Brake. They recorded one album and an EP (on Secret Machines and Hepcat records) that married experimental rock with touches of melodic, classic pop. Following their dissolution in the late 1990s, Andy moved to San Francisco where he continued writing and soon gathered together musicians including violinist Jim Gaylord, cellist Alissa Anderson, and singer-songwriter friend Devendra Banhart (who has co-written tracks with Andy, and regularly performs live as a band member), and thus Vetiver was born.

Nearly four years in the making, Vetiver’s self-titled debut (released on SF label Dicristina Stairbuilders) was an incredibly beautiful and diverse record released amongst a slew of other singer-songwriter / ‘out folk’ releases in late 2004, and rapidly became one of the most consistently played records in the Fatcat office. With songs diverse in range, gorgeously arranged and lingering long in the memory, it stood out to us as one of 2004’s finest releases, and additional players on the album included Andy’s friends Joanna Newsom (harp), Mazzy Star's Hope Sandoval (vocals), and My Bloody Valentine's Colm O'Ciosoig (drums).

Sunday, April 15, 2007

Unknown Graves

J.S.Bach - Praludien VIII - es-moll
J.S.Bach - Prelude & Fugue No. 14 in F-sharp minor


All photos by © humanoidi (ERM0NIA)
Story by
© Kristine Robaqidze

„გზააბნეული ღამურის გადაფრენამ მამცნო საღამო. ნაცნობ სივრცეს დავუბრუნდი. ლამაზია სასაფლაო ლურჯებში. ორი წამის წინ შემთხვევით შევნიშნე, როგორ ამოძვრა უსუსური მწერი მიწიდან. ჩანს წარმატებით გაართვა თავი მოვალეობას.. ვუმზერ ამ პატარა არსებას, რომელიც ახლახანს მოვათავსე ხელის გულზე. მის თეთრ ტანს საღამო ცის ფერს ჩუქნის. მე ვუმზერ მას, როგორც პოეტი ახალდაწერილ სტრიქონს, ფიზიკოსი ახალაღმოჩენილ კანონს, მხატვარი ახალდამთავრებულ ტილოს. მე ვუმზერ მას, როგორც აღმოჩენას. მატლს – ასეთ მარტივს. ვხვდები, რომ სირთულის კულმინაცია სიმარტივეა. ვუმზერ მას, რომელიც ჩემს კანზე განგების ცინიკურ ღიმილად დაუხატავთ. ვუმზერ და მიკვირს, რატომ დადის ყველაფერი საბოლოოდ მატლამდე. მეც, შენც, ისიც, ყვავილიც, მეფეც, დედოფალიც, აინშტაინიც, მაკედონელიც, ამდენი თბილი, თუ ცივი გულიც, ამდენი უსაყვარლესი დედის ხელებიც, ფურცელიც, რომელიც ზოგჯერ ისტორიას იტევს, გრძნობებით სავსე, მიუღწეველი, თუ მიღწეული ბარათიც, საუკუნეების წინანდელი ნახატიც და დამხატავიც, ტანსაცმელიც ადამიანთა სურნელით და სითბოთი სავსე, პურიც ჩვენი არსობისა. დედამიწაც. ყველაფერი სიწმინდის და წმინდანების გარდა. მატლსაც მატლი ჭამს. მერე ერთი გამარჯვებული ახლებს შობს, რათა თავადაც შეჭმული იქნას. ვუმზერ ამ უმწეო არსებას, რომელსაც თვალებიც ვერ ვუპოვე, რომ ჩავხედო. ვგვრძნობ როგორ აჟრჟოლებს მიწასა და ჰაერს ჩემი აღმოჩენა. მწყინს, მიხარია. გიმზერ შენ, ასე მარტივსა და ასე რთულს. გიმზერ უვიცი თვალებით და გისვამ უამრავ შეკითხვას, რომლებზეც პასუხს ოდნავი რხევით იძლევი. შენ, რომელიც შემდგომ ჩემთვის განკუთვნილ შთამომავლობას შობ და მაინც... სურვილიც არ მიჩნდება შენი განადგურების. საბოლოო გამარჯვება ხომ შენ გეკუთვნის. შენ, ასეთ უსუსურს, პატარას, ფუმფულას და უნაზესს... გაბრუნებ მიწაზე და თავისუფლებას გჩუქნი. შენ მიირწევი აუღელვებლად და ნაზად. გიმზერ სიყვარულითა და ზიზღით სავსე თვალებით. მეჩვენება, რომ ნაკვალევივით წარწერას ტოვებ – „შეხვედრამდე!“
© ქრისტინე რობაქიძე
ფრაგმენტი ნოველიდან „ინტერვიუ მატლთან“












Friday, April 06, 2007

Gifts IX (from Liubov)

Город Без Солнца - ბოლო ფილმია რაც Sankt Peterburg–ზე ვნახე. მანამდე იყო – Питер FM...
თუმცა ფილმები ახლა რა შუაშია?
ეს ქალაქი დაუსწრებლად მიყვარს.
როგორც კი შევძლებ, აუცილებლად უნდა ჩავიდე. :)

All photos (specially for me) by © Liubov S.


Люб, спасибо тебе и с наступающим праздником Пасхи. :)






Thursday, April 05, 2007

Tangerine Dream - Madcap's Flaming Duty

ჯგუფი 1967 წლიდან არსებობს. ბევრს არ ვილაპარაკებ, აი მათი ოფიციალური საიტიც და აგერ, ვიკიც.





















ნახეთ სულ ახალი, 2007 წლის ალბომი:

Tangerine Dream – Madcap's Flaming Duty © 2007
























01-Astrophel And Stella
02-Shape My Sin
03-The Blessed Damozel
04-The Divorce
05-A Dream Of Death
06-Hear The Voice
07-Lake Of Pontchartrain
08-Mad Song
09-One Hour Of Madness
10-Man
11-Hymn To Intellectual Beauty
12-Solution Of All Problems

Genre: Rock
Stile: New Age

Size: 103.59 MB
Playtime: 76:09
Bitrate: VBR (128-320 kb/s)

Download:
Tangerine Dream - Madcap's Flaming Duty [2007]

Nine Inch Nails - Year Zero

Nine Inch Nails - Year Zero © 2007






















01-Hyperpower!
02-The Beginning Of The End
03-Survivalism
04-The Good Soldier
05-Vessel
06-Me, I'm Not
07-Capital G
08-My Violent Heart
09-The Warning
10-God Given
11-Meet Your Master
12-The Greater Good
13-The Great Destroyer
14-Another Version Of The Truth
15-In This Twilight
16-Zero Sum

Genre: Rock
Stile: Industrial

Size: 144.35 MB
Playtime: 63:43
Bitrate: 320 kb/s
 

download:
Nine Inch Nails - Year Zero [2007]

Michael Gira - Solo Recordings At Home

მაიკლ ჯირა ერთ–ერთი ყველაზე მკვეთრი და უცნაური ფიგურაა არა მარტო მუსიკაში, არამედ ლიტერატურაშიც. დავიწყოთ ლიტერატურით და მისი წიგნით "მომხმარებელი" ("The Consumer", "Потребитель"). ყდაზე ასეთი წარწერაა: "Книга не рекомендуется для чтения людям с неустойчивой психикой".


















აი, როგორ წარმოუდგენია ჯირას ნაწარმოების პერსონაჟს ნამდვილი ბედნიერება: "Чтобы разрешить проблему моего самосознания и его настойчивого отказа сгнить полностью, я развил идею, которая позволит мне полностью потерять всякое представление о том, что у меня есть какое-либо начало и конец: я буду плавать голышом в контейнере теплой крови… Мой рот будет крепко зашит, уши - залиты воском. Машина будет накачивать мои легкие вместо меня, так что я не буду затрачивать усилий на дыхание. Веки будут удалены, набор глазоснимков, управляемый с помощью компьютера, будет натянут на мои глаза, вшитый прямо в кожу вокруг. … Мое тело будет питаться внутривенными инъекциями, а испражнения - постепенно заполнять бак с кровью, в котором я буду плавать. В концеконцов, я останусь парить в невесомости, поглощенный пучиной собственных отходов. В этом отстойнике будут выводиться животные, и в конечном счете они сожрут меня заживо. Я не буду чувствовать боли, я не буду чувствовать вообще ничего… Вот так я представляю себе истинное счастье".
რეცენზია ჯირას "მომხმარებელზე" შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ხოლო ინტერვიუ – აქ.


















მაიკლ ჯირა იყო ჯგუფ Swans–ის დამაარსებელი და ფრონტმენი. ამჯერად საკუთარ სტუდიაში სოლო ალბომებს იწერს და მეგობრობს სხვადასხვა მუსიკოსებთან. აი, მცირე ბიო:

Michael Gira (born 1954) is a musician, author, and artist. He was the main force behind the now dissolved New York City musical group Swans and currently fronts The Angels of Light. He is also the founder of Young God Records. He lived with his parents in a relatively affluent suburb of Los Angeles, California though they divorced when he was a young teenager. After staying with his alcoholic mother for much of his youth, he was sent to live with his father in Indiana and then Paris. He ran away from home and hitch-hiked across Europe, and was finally arrested for selling drugs in Israel...

Gira founded his own record label, Young God Records, which has released albums from such artists as Devendra Banhart, Mi and L'au, and Akron/Family as well as the Swans, Angels of Light and Body Lovers back catalogues. დანარჩენი ნახეთ აქ.

–––––––––––––––––––––––––

ალბომზე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, სახლის სტუდიაშია ჩაწერილი და მასზე თავად ჯირა ამბობს:

ძველი სიზმრები

ამ დღეებში ვორდის ფაილში ძველ ჩანაწერებს წავაწყდი, რომელსაც უფრო ადრე რვეულებში ვინიშნავდი. რვეულები კი უკვე რამდენიმე წელია ჩემი აღარაა, კაი ხანია გავაჩუქე. ხოდა, დიდად არ მიყვარს წარსულში ქექვა, მაგრამ ესენი სიზმრებია, რომლებსაც დრო არა აქვთ, თანაც კარგი დრო გამახსენა. მოკლედ იყოს აქ.

სიმღერებს რა თქმა უნდა, ახლანდელი განწყობის მიხედვით ვყრი:


download:
Element Of Crime - Ganz Leicht
Element Of Crime - Still Wird Das Echo Sein
Element Of Crime - Rein Gar Nichts


=========================================================
სიზმარი + Jean Luc Ponty + William Faulkner (სიზმარი #1)


უაფრო ზმანება
მეწამული, კარცენოგენური ცა
სატელევიზიო კოშკს თეთრი ფესვები გაუდგამს მთელს ქალაქში
ბაგირგზა
ჰაერში გამოკიდებული ვაგონეტი ნაცრისფერი მდინარის თავზე
რაღაც, თითქოს შიში
ჩვენ მანქანაში ვსხედვართ
"ეს ქალაქი მე აღმოვაჩინე, ამიტომაც მიყვარს" – ვამბობ
უხმოდ მივუყვებით სანაპიროს
მძღოლის გამეხებული სიფათი
მძღოლი მე ვარ
შუქნიშანი დუმს
მარტონი ვართ მთელს ქალაქში
სიჩუმეს ვხედავ
ნისლი ჩამოწვა
მიტოვებული, ძელებგაჩაჩხული ტროლეიბუსის მქრქალი კონტურები
ვიღაც ამბობს მალე მოთოვსო
ეს ვიღაცაც მე ვიყავი
მეორე სიჩქარით მივუყვებით თლილი ქვაფენილით მოკირწყლულ აღმართს
თეთრი ჯვარი ეკლესიის გუმბათზე
ციდან ფანტელები ჩამოცვივდა
ვხედავ მაღალ კორპუსებს
მანქანა ერთ-ერთი მათგანის ერთ-ერთ სადარბაზოსთან უხმოდ ამუხრუჭებს
კიდევ ვიღაცამ თქვა ეს ჩემი სახლიაო
ისიც მე ვარ
ვგრძნობ ზამთრის სიცივეს
ვისუნთქავ ყინვის სუნს
ლიფტის კაბინაში ვართ
ჯურღმულიდან ზევით ვმოძრაობთ
რომელიღაც სართული
კაბინის კარი განიხვნა
სახურავზე ვართ
ცივად თოვს თბილი თოვლი
ანტენები, ანტენები ირგვლივ
კიდესთან დავდექით და ვიცქირებით
ვხედავ ქალაქის ნაწილს
ეს ქალაქი ჩემია
დიადი ეგოცენტრული სიამოვნება

ქუთაისი
26.12.1992.

=========================================================

სულის ნარჩენი სიმღერა (სიზმარი #6)

Tuesday, April 03, 2007

Talk Talk - The Colour Of Spring

Talk Talk - The Colour Of Spring © 1986












































01-Happiness Is Easy
02-I Don't Believe In You
03-Life's What You Make It
04-April 5th
05-Living In Another World
06-Give It Up
07-Chameleon Day
08-Time It's Time

Genre: Rock
Stile:
New Wave
Size: 104.46 MB
Playtime: 45:34
Bitrate: 320 kb/s
Digital remastered in 1997 & 2003

Download:
Talk Talk - The Colour Of Spring [1986]

Thursday, March 29, 2007

Sunday, March 25, 2007

Neverending Stor(e)y

download:
Electrypnose - Neverending Story

Photos by © humanoidi


Tuesday, February 27, 2007

Winter Sea

All photos by © humanoidi
Only last photo by © Salomeya

download:
Jean-luc Ponty - Stay With Me
Explosions In The Sky - So Long, Lonesome
Sparklehorse & PJ Harvey - Piano Fire