იმდენი ბოთლია ჩემს ირგვლივ, რომ ზოგჯერ მგონია მათში ჩავიღვრები და გადავნაწილდები.
ამაზე ფიქრმა ამ ბოლო დროს ისე ძლიერ შემიპყრო და შემაშინასავით, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ 70-მდე ლუდის ბოთლი სახლიდან ცელოფნის პარკებით გავათრიე და ერთ ბოთლების შემგროვებელს ჩავაბარე. ბოთლების მიმღებ მოხუცს გაჭირვებული კაცის დანაოჭებული სახე და ერთი დიდი ჭუჭყიანი ტომარა ჰქონდა. ბოთლები გულდასმით გადათვალა და მხოლოდ 2 ლარი გამომიწოდა. ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ მაინც მადლობა გადავუხადე, გავუღიმე კიდეც და სახლში შევბრუნდი. ბოთლები აღარ მემუქრებოდნენ, სახლში სისუფთავე დავამყარე.
არადა რა ჩიტური ახირებაა ეს ბოთლებში ჩაღვრა. თუმცა ეგრე ვიცი ხოლმე, კაი ცრუმორწმუნესავით რაღაც სისულელეს ამოვიჩემებ. ზოგჯერ მგონია, რომ აი, ახლა დახურული ფანჯრიდან დიდი მსუქანი ბუზი შემოფრინდება და პირდაპირ თვალებზე დამაჯდება, ან დაძინების დროს, რომელიღაც შინაგანი ორგანოს შეტევა დამეწყება და მერე.... აღარ ვიცი.
დღეს 15-16-მდე ბოთლი დამიგროვდა სამზარეულოში და მაგიდას აღარ ვეკარები.
არადა, რა უჭირს ვითომ? ბოთლებს იმისთვის აკეთებენ და მერე მასში რაღაცეებს იმიტომ ასხამენ, რომ ვიღაცეებს ასიამოვნონ.
კაი ღვინის ან ლუდის ბოთლში სიამოვნებით ჩავიღვრებოდი და ვინმეში გადავიღვრებოდი...
Download:
რა ნაცნობი სიტუაციაა)))
ReplyDeleteმეც მაგ დღეშ ვარ ხოლმე განსაკუთრებით შუშის ბოთლების გადაყრა მაზარება პლასტმასი კიდე არაუშავს ხე ხე)