Sunday, December 25, 2005

Radiohead - KROQ Acoustic © 2004

ძალიან კარგი და იშვიათი აკუსტიკური ალბომი:Radiohead - KROQ Acoustic © 2004


1. There There
2. A Punchup at a Wedding
3. Lucky
4. I Might Be Wrong
5. Sail to the Moon
6. Knives Out
7. Go To Sleep
8. Everything In Its Right Place
9. No Surprises
10. Scatterbrain
11. Follow Me Around

გადმოწერე:
radiohead

Monday, December 19, 2005

Björk

ქალი რომელიც ჭუპრად იქცევა და პარკს საკუთარი ძუძუებიდან ქსოვს. ძალიან მაგარი კლიპი, უძლირესი მომღერლისა. ნახეთ აუცილებლად (ბმული ქვემოთ).





Thursday, December 08, 2005

Underworld

სამყაროს ქვეშ ძრომიალის სურვილი პირველად ჟიულ ვერნმა, შემდეგ კი Underworld–მა გამიღვიძა თავდაპირველად მხოლოდ სახელწოდებიდან გამომდინარე. თუმცა მისი მოსმენის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სამყაროს ქვედა და ზედა მხარე პრაქტიკულად ერთნაირია. რასაც უსმენ Underworld–ში, ყველაფერი ბუნებრივია და არახელოვნური. ელექტრონული მუსიკა და ელექტრო–ინსტრუმენტები მისთვის არის მხოლოდ საშუალება, ისევე, როგორც ფანტასტიკა – რეი ბრედბერისთვის, რომ ძალიან საკაიფო რამე გადმოსცე. ის ფანტასტიკური ხმებიც კი, რომელიც გვესმის Underworld–ის მუსიკაში, ასევე ადამიანურად სრულიად გასაგებია, მაგრამ საოცრად ტემპერირებული და ხშირად ჰარმონიულად უცნაურიც კი. ამ ჯგუფის ნებისმიერი კომპოზიცია მეორესგან რიტმულად განსხვავდება. უმდიდრესი რიტმიკაა.
სულ ახლახანს ნოემბრის ბოლოს გამოვიდა ახალი პროექტი Lovely Broken Thing (River Run Project) © 2005, რომელიც მხოლოდ ერთი კომპოზიციისგან Lovely Broken Thing–ისგან და უამრავი შავთეთრი ფოტოსგან შედგება. ვისაც არ მოუსმენია, აუცილებლად ვურჩევ. :))


აქ კი Underworld–ის ერთი შესანიშნავი კლიპის ფოტოებია, რომელიც 2002 წლის ალბომ A Hundred Days Off–ში შესული კომპოზიციის Two Months Off–ის მიხედვითაა გადაღებული (ბმული თემის ბოლოშია).







გადმოწერე (QuickTime):
Underworld–Two Months Off 

Tuesday, December 06, 2005

gifts III

ვაგრძელებ საჩუქრების მიღებას მისამართზე: humanoidi2000@yahoo.co.uk. ეს ნახატი Crystal Abyss–ისგან რომლის სახლშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემი ლინკებიდან. :))))