სამყაროს ქვეშ ძრომიალის სურვილი პირველად ჟიულ ვერნმა, შემდეგ კი Underworld–მა გამიღვიძა თავდაპირველად მხოლოდ სახელწოდებიდან გამომდინარე. თუმცა მისი მოსმენის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სამყაროს ქვედა და ზედა მხარე პრაქტიკულად ერთნაირია. რასაც უსმენ Underworld–ში, ყველაფერი ბუნებრივია და არახელოვნური. ელექტრონული მუსიკა და ელექტრო–ინსტრუმენტები მისთვის არის მხოლოდ საშუალება, ისევე, როგორც ფანტასტიკა – რეი ბრედბერისთვის, რომ ძალიან საკაიფო რამე გადმოსცე. ის ფანტასტიკური ხმებიც კი, რომელიც გვესმის Underworld–ის მუსიკაში, ასევე ადამიანურად სრულიად გასაგებია, მაგრამ საოცრად ტემპერირებული და ხშირად ჰარმონიულად უცნაურიც კი. ამ ჯგუფის ნებისმიერი კომპოზიცია მეორესგან რიტმულად განსხვავდება. უმდიდრესი რიტმიკაა.
სულ ახლახანს ნოემბრის ბოლოს გამოვიდა ახალი პროექტი Lovely Broken Thing (River Run Project) © 2005, რომელიც მხოლოდ ერთი კომპოზიციისგან Lovely Broken Thing–ისგან და უამრავი შავთეთრი ფოტოსგან შედგება. ვისაც არ მოუსმენია, აუცილებლად ვურჩევ. :))
აქ კი Underworld–ის ერთი შესანიშნავი კლიპის ფოტოებია, რომელიც 2002 წლის ალბომ A Hundred Days Off–ში შესული კომპოზიციის Two Months Off–ის მიხედვითაა გადაღებული (ბმული თემის ბოლოშია).
გადმოწერე (QuickTime):
Underworld–Two Months Off
kvelapershi getanxmebi! mixaria rom aseti damokidebuleba gaqvs. bolo proektic Zalian kargia. martali ikavi 2005 wlis nakopierebaze rom saubrobdi.
ReplyDeletemokled es ar aris elektronuli musika, es musikaa..