Monday, January 26, 2009

რადიოპროგრამა "შუადღე" ყოველ შაბათს

უკვე ერთი თვეა რადიო "პალიტრა" [FM 103.9 Mhz] ყოველ შაბათს წარმოგიდგენთ გასართობ პროგრამას "შუადღე".

ხანგრძლივობა: 3 საათი.
დასაწყისი: 12:05 (თბილისის დროით).

ძირითადი წამყვანები:
მარიკა დარჩია და გაგა გობრონიძე.

რუბრიკები და ავტორები:
"ასტროლოგია და იდუმალი სამყარო" – რამაზ გიგაური;
"მასობრივი კულტურა" – ლაშა გაბუნია;
"საფეხბურთო–სპორტული ქადაგება" – გია გორგოძე.

ხმის რეჟისორი: ვანო ფირცხალაიშვილი.

საეთერო ტელეფონები: 37.103.9; 38.103.9
მოსმენა ინტერნეტით: http://radiopalitra.ge/ (პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან)

Friday, January 16, 2009

საქართველოს ჯაზ-სექსტეტი

[From ERM0NIA's own home collection]

ვოკალური ჯაზ-სექსტეტი შეიქმნა 1996 წელს თბილისში. კოლექტივი ძირითადად ხალხური სიმღერების დამუშავებაზე მუშაობდა, თუმცა ამ ალბომში მოუსმენთ უძველესი ქართული საეკლესიო და ქართული კლასიკური მუსიკის შესანიშნავ ვოკალურ ჯაზ-არანჟირებებსაც. 1999 წელს სექტსტეტი ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართული ფესტივალის, "Modern Opinion Of Folklore" ლაურეატი გახდა. იმავე წელს "საქართველოს ჯაზ-სექსტეტმა" ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჩატარებული პოლიფონიური მუსიკის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.

















გასინჯეთ აუცილებლად, შესანიშნავი მუსიკაა, საოცარი ხმები და გემოვნებით გაკეთებული არანჟირებები. სექსტეტის შემადგენლობასაც ჩამოვთვლი:

თამთა ურუშაძე – სოპრანო;
ნანა კორახაშვილი – მეცო-სოპრანო;
მაგდა პაპიაშვილი – ალტო;
დავით კიკნაძე – ტენორი;
რევაზ აბაიშვილი – ბარიტონი;
ბუკა კარტოზია – ბანი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "საქართველოს ჯაზ-სექსტეტი" დაიშალა და დარჩა მხოლოდ მაგნიტო-ალბომი, რომელიც გაგავაციფრულე და ახლა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხით. :)















საქართველოს ჯაზ-სექსტეტი – GJS © 2001
























01-Wat Story [ბუბა კარტოზია] (3:49)
02-ალილო [ხალხური] (2:33)
03-გურული ესკიზები [ხალხური] (1:41)
04-სააღდგომო ქორალი [შოთა მილორავა] (1:57)
05-გურული სატრფიალო [ხალხური] (3:12)
06-შენ გიგალობთ [IX საუკუნის საგალობელი] (3:27)
07-წამწამსა და წამწამს შუა [ზაქარია ფალიაშვილი] (2:26)
08-ლოცვა [რევაზ ლაღიძე] (4:02)
09-საჭიდაო [რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე] (2:42)
10-Goodbye [საქართველოს ჯაზ-სექსტეტი] (0:23)

Genre: Jazz
Stile: Vocal, A Cappella
Size: 52.90 MB
Playtime: 25:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Tuesday, January 06, 2009

ნიღბები

მე ნაცნობ ხითხითს ყურებით ვხედავ,
დედის საშოდან გამოქცეული მზეც მოჩანს.
ჩემში ჩამხრჩვალი ეშმაკის ფერი
ბოლი მსუბუქი ნაზად მეხება!

ნახველის ზღვაში ვცურაობ ჩემთვის,
ნაპირზე ლეში იების სუნი შენც გხვდება!
გამხმარ ხელებზე სიკვდილი მლოშნის
ლურჯი ქალივით, ჩემში სიცოცხლე ცივდება!

ოთახი ჩემგან გაქცევას ლამობს,
ნისლი კი ჩემთან რჩება, ის წასვლას
ვერ ბედავს.

ჩემს ნიღბის იქეთ დარჩენილ ჩემს თავს
ვხედავ ბავშვივით თამაშობს
სითბოში გამხდარს, სიცივე მახრჩობს,
მე კაცში ქალის სიშიშვლე მართობს, მერევა!

ჩემს დანახვაზე იცინის სარკე,
ვერ მაგონებს საკუთარ სახელს,
დამცინის ცაც!

სუნიან თვალებს, გაცვეთილ სახელს,
ვხედავ რომ ჩემში ნისლივით თამაშობს
სათნო ნიღბებით მე თქვენს წინ
ვთამაშობ!
ვთამაშობ, ო! ო! ვთამაშობ!

Download:
Outsider - ნიღბები

Photo by © Mina