Wednesday, April 08, 2026
ხელნაწერი ძველი დღიურიდან
Saturday, July 12, 2025
საარქივო ჩანაწერების ფოტოები: დადა დადიანის „ტაქსი“
პირველი რაც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ორი კასეტა, რომელთაგან გავრცელდა დადა დადიანის ლეგენდარული ჯგუფ „ტაქსის“ უნიკალური ჩანაწერები. ფოტოზე მარცხნივ ზემოთ ჩანს სტაფილოსფერი „სვემას“ ფირმის საბჭოთა კასეტა, რომელზეც დადა დადიანმა 1992 წლის ივლისში თავის აგარაკზე - არაგვისპირში, - კოჭებიანი (ბაბინებიანი) მაგნიტოფონიდან ჩამიწერა „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი. ზოგადად იმ პერიოდში ჯიბით რაღაც კასეტას ყოველთვის დავათრევდი. ამ კასეტაზე „ბლექ საბატის“ 1989 წლის ალბომი მქონდა ჩაწერილი. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად ქუთაისიდან თბილისში ტელეგადაცემა „კედელი“ ჩამოვიტანეთ და მისი პრემიერა მაშინდელ მე-2 არხზე შედგა. ამ გადაცემის პირველი და მეორე ნაწილი ქართულ ანდერგრაუნდზე გვქონდა. მაშინ სწორედ მე-2 გადაცემაზე ვმუშაობდით და კახა კიკაბიძემ და ბიჭიკო ოსიპოვმა დადას აგარაკზე წაგვიყვანეს. სწორედ იქ ჩამიწერა ამ კასეტაზე დადამ თავის ალბომი, რომელიც წლების შემდეგ უკვე დაკარგული ეგონა. რა თქმა უნდა, მაშინ „საბატების“ წაშლაზე ოდნავადაც არ მინანია. :)) და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემდა გასაოცრად, ეს საბჭოთა კასეტა ხარისხიანი აღმოჩნდა. უმეტესობა ყიდვისთანავე სვრიდა მაგნიტოფონის თავაკს და წრიპინებდა... ეს ალბომები 2007 წელს გავციფრე პირველად და ორი წლის შემდეგ „ერმონიას“ ბლოგზე დავდე. ბმული ახლაც ცოცხალი უნდა იყოს (ტაქსი – ტაქსი © 1988 & Live In Kutaisi © 1992). 2007-ში ნამეტანი ბანძი ინტერნეტი მქონდა, ამიტომ „იუტუბზე“ ალბომები (და ცალკეული სიმღერები) სხვებმა ატვირთეს.
მარჯვნივ კი სამხრეთკორეული ფირმის GoldStar-ის (რომელიც მოგვიანებით LG გახდა) კასეტაა, რომელზეც თავის დროზე მიქშერის პულტიდან ჩავწერეთ ქუთაისში 1992 წლის 12 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართული „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“, რომელზეც „ტაქსის“ გარდაა გამოვიდნენ: კახა კიკაბიძე, „საბავშვო მედიცინა“, „გენეტიკური კოდი“ და „აუტსაიდერი“. სამწუხაროდ, სრული კონცერტიდან რაღაცები მერე წამეშალა და ძალიან გული დამწყდა.
Wednesday, May 19, 2010
გულიკოს სრულიად დაუჯერებელ-დასაჯერებელი ამბავი
Sunday, August 30, 2009
ბავშვობაში მეგონა
Monday, June 29, 2009
ჩემი სახლის საგნები
Monday, December 29, 2008
ლუი ჯის სირცხვილი
Wednesday, September 17, 2008
7 ნოემბერი (ოქტომბრის რევოლუციის პატარა) [აბსურდული მოთხრობა]
© Karll
© Mercully
მინსკის ცრემლიანი რიჟ-რაჟი იდგა. ქალაქში ოფლის სუნი ტრიალებდა. ტროლეიბუსის ფანჯრებიდან ბიჭების ამაოდ მომზირალი თვალები ასხივებდნენ ხოლმე, აქა იქ კი მოჩანდა მტრის სასოწარკვეთილი მანქანა.
ღამურების გამყინავმა ხმამ ემილიან პუგაჩოვის მოედანზე ცენტრალური სადალაქოს ფანჯრებიც კი დაორთქლა.
– ხ... – გაიფიქრა ტროტუარზე ჩამომჯდარმა დათრგუნულმა გოგონამ.
– შ... – მიუგო უჩინარმა ხმამ.
– არა, ხ.
– შ-მეთქი!
– ხ-ზე არ იყო?
– ვივაჭროთ?
– აღარ მინდა, დავიღალე... შეყვარებული მელოდება, გემობანა უნდა ვეთამაშო, ხომ ვიცი, დღესაც იმ სულელი ბეტმენის ფორმა ეცმება, მე კი ძალიან მომენატრა არნოლდი, ჩემი მძახალი.
– გუშინ არ იყო, აღვირახსნილობანას რომ ვთამაშობდით. ისიც მახსოვს, როგორ ჟილკობდი. აბა რა გიდევს მაგ კოხტა ჩანთაში?
გოგონას და ცას ფერი ეცვალა.
– წავედი, უნდა ვივარაუდო. თუ ჩემი ვარაუდი არ გაამართლებს, იქ შევხვდებით.
– პრეზიდენტის ჩუსტები რომ დავმალეთ?
– ჰო.
– რწმენა დამიტოვე. სოროკი მაინც..
– კარგი, იქ შევხვდებით.
ემილიან პუგაჩოვის მოედანზე დილის სუსხი ლოყებს ფაკლავდა. სავსე მთვარე თავის პრინციპს არ ღალატობდა, ლოყები მეზურნესავით დაჰბერვოდა და ყვრიმალებს აჩვენებდა მოსახლეობას. მოედანი ხალხით ივსებოდა. მშვიდობიანი მოქალაქენი ჟიტირდებოდნენ და ჟიტირდებოდნენ. ახალგაზრდა, გამოუძინებელი მტრედების გუნდი სიხარულით ფარფატებდა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის შენობას თავს ავად დასტრიალებდა.
მინსკის „დინამოს“ ტურბაზაზე, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა, მოხუცი კარისკაცი ნიკოლაი არკადიევიჩი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა დაუმთავრებელ და მოუმწიფებელ ბომჟურ მელოდიას კინოფილმიდან „დარიშხანის გასაჭირი“. მისი შველი კი შხაპს იღებდა და აბაზანის პატარა სარკმლიდან პერიოდულად იყურებოდა. კარისკაცის ავლადიდებას პატარა ოთახი წარმოადგენდა, სადაც ბუხარი ენთო და უზარმაზარი მაგიდა იდგა. ძირს შემწვარი ზღარბის ნარჩენები ეყარა, მაგიდაზე კი – ინტერნეტიდან უწესრიგოდ გადმოწერილი ფაილები. კედელზე ვერცხლისფერი ჩარჩო იყო, საიდანაც ლენინის ტორსი იყო გადმოქაჩული, ერთადერთ ლურსმანზე კი ინტერნეტიდან გადმოქაჩული Led Zeppelin-ის „ქაშმირი“ ეკიდა. შველს კი, თავის მხრივ, ნიკოლაი არკადიევიჩი ეკიდა. იგი ჯიუტად განაგრძობდა „არისტონის“ ბაკში ცხელი წყლის დაცლას.
არტიომ შველსკიმ სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე ჩაიქრო. ლანჩზე ნიკოლაი არკადიევიჩიც იყო დაპატიჟებული, ოღონდ მოგვიანებით, სამი კუთხურის შემდეგ. მოხუცმა უკანასკნელი წვერი თვალის დახამხამებაში გადაიპარსა.
– გოგირდის საპონი მომაწოდე მყრალო ბებერო. – ყვიროდა როგორც ცოფიანი, კეთილშობილი ნადირი.
– უფულო კაცი, ტრაკში პალო! – ენითაღუწერელი სარკაზმით უპასუხა კარისკაცმა და რადიოს აუწია. რადიოში მხაზველობითი გეომეტრიის გაკვეთილს გადმოსცემდნენ, მაგრამ ნიკოლაი არკადიევიჩი აცდენდა.
სად იყო და სად არა, „დინამოს“ ტურბაზაში დათრგუნული გოგონა შემოცქრიალდა, პლზენიდან მოდიოდა.
– მოხვედი მაშენკა? – ჩაილაპარაკა ნიკალაი არკადიევიჩმა და ჩაი მოყლურწა.
„საიდან იცის, რომ მაშენკა მქვია?“ – გაიფიქრა გოგონამ.
„საიდან ვიცი, რომ მაშენკა ჰქვია?“ – მხარი აიბა ნიკოლაი არკადიევიჩმა.
– დროზე პირსახოცი შემომიტანე! მორჩი შენს უნიჭო მონოლოგებს!! გაიღვიძე ბებერო! – ყვიროდა შველი.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. პატარა მაშენკა მშობლებმა ტყეში პიკნიკზე წაიყოლიეს. ხისმჭრელებმა მშობლები სმაში აიყოლიეს და თან გაიყოლიეს. მაშენკა მარტო დარჩა. იგი ყველამ მიატოვა. ალბათ შიმშილით მოკვდებოდა რომ არა შველი, რომელიც მიეშველა და იშველა. გამოხდა ხანი. ნიკოლაი არკადიევიჩი ტყეში საძოვარზე გასულიყო. დაღლილს არყის ხეზე ჩასძინებოდა, თან საბრალოს თმაც არყის სუნით გაჯერებოდა. არყის ხემ თავი უხერხულად იგრძნო. ეს ნიკოლაი არკადიევიჩმაც შენიშნა და აბგიდან ხერხი ამოიღო. ხერხის ამოღებას თან შველის გამოჩენა მოჰყვა. შველის გამოჩენაზე მოხუცმა ხმალი იშიშვლა და შველს საშველოსნო ამოაჭრა. მაშენკა გაცეცხლა და მოხუცს ეძგერა. ბაბუას და შველიშვილს მხოლოდ შველი აშველებდა. შველმა გააშველა და ყველას ეშველა. ამის შემდეგ ნიკოლაი არკადიევიჩმა შველი იშველა, მაშენკა კი იშველიშვილა. ყველაფერს ამას მინსკში დაბრუნება მოჰყვა. დაბრუნებისთანავე სამივემ წიგნის მაღაზიას მიაშურა, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდათ ნაწარმოებზე: „ქეთო დაკოტადან“. დიდი არაფერი, უბრალო ვესტერნი, რომელიც თავს ბესტსელერად ასაღებდა. ჰაი-ჰაი, რომ ბესტსელერი არ იყო.

ჰაუ, ჰაუ ქორო ნუ ფრენ
ნუ ჭამ დედიშენისასა,
თორემ ნაღმი აფეთქდება.
ხარობს ხალხი, ჭმუნავს ერი.
მინსკში გამართეს აღლუმი
პარადს ეძახდა ხალხია
გასრულდა ესე ამბავი
მაშაც არ დარჩა ვალშია.
P. S. ამ საბედისწერო დღეს საშვიდნოემბრო აღლუმზე მაშენკას ტროტილის ნაღმს ლუკაშენკო ემსხვერპლა. 7.11.2006
Monday, August 25, 2008
სიუჟეტი №2
Sunday, July 13, 2008
სიუჟეტი №1
Wednesday, November 07, 2007
შიშის სახელმწიფო
Friday, August 03, 2007
მიტოზი
Download:
Thursday, August 02, 2007
ბოთლ(ებ)ი
Tuesday, June 05, 2007
ეგოისტ(ებ)ი
– ნინ, მე ვარ, გოგა.
– ჰო, როგორა ხარ?
– როგორ უნდა ვიყო ამ წვიმაში? როგორც იქნა მოვრჩი საქმეებს.
– ფრთხილად. არ მიყვარს წვიმა.
– ვეცდები ფრთხილად ვატარო. შენ როგორა ხარ?
– რავი, ვარ რა. რაღაც მინდა მერე გითხრა. შეგხვდები.
– მოხდა რამე? ტფუი, ყველა დეგენერატი როგორ უნდა იჯდეს საჭესთან! კინაღამ დამარტყა!
Monday, April 23, 2007
შუაღამის გემი (ფრაგმენტი)
Photo & montage by © humanoidi
The Berg Sans Nipple - Ghost (from fast.ge)
The Berg Sans Nipple - Ghost (from rapidshare.com)
2.
Dirty Elegance - Engloutir (from fast.ge)
Dirty Elegance - Engloutir (from rapidshare.com)
Thursday, April 05, 2007
ძველი სიზმრები
სიმღერებს რა თქმა უნდა, ახლანდელი განწყობის მიხედვით ვყრი:
download:
Element Of Crime - Ganz Leicht
Element Of Crime - Still Wird Das Echo Sein
Element Of Crime - Rein Gar Nichts
=========================================================
სიზმარი + Jean Luc Ponty + William Faulkner (სიზმარი #1)
უაფრო ზმანება
მეწამული, კარცენოგენური ცა
სატელევიზიო კოშკს თეთრი ფესვები გაუდგამს მთელს ქალაქში
ბაგირგზა
ჰაერში გამოკიდებული ვაგონეტი ნაცრისფერი მდინარის თავზე
რაღაც, თითქოს შიში
ჩვენ მანქანაში ვსხედვართ
"ეს ქალაქი მე აღმოვაჩინე, ამიტომაც მიყვარს" – ვამბობ
უხმოდ მივუყვებით სანაპიროს
მძღოლის გამეხებული სიფათი
მძღოლი მე ვარ
შუქნიშანი დუმს
მარტონი ვართ მთელს ქალაქში
სიჩუმეს ვხედავ
ნისლი ჩამოწვა
მიტოვებული, ძელებგაჩაჩხული ტროლეიბუსის მქრქალი კონტურები
ვიღაც ამბობს მალე მოთოვსო
ეს ვიღაცაც მე ვიყავი
მეორე სიჩქარით მივუყვებით თლილი ქვაფენილით მოკირწყლულ აღმართს
თეთრი ჯვარი ეკლესიის გუმბათზე
ციდან ფანტელები ჩამოცვივდა
ვხედავ მაღალ კორპუსებს
მანქანა ერთ-ერთი მათგანის ერთ-ერთ სადარბაზოსთან უხმოდ ამუხრუჭებს
კიდევ ვიღაცამ თქვა ეს ჩემი სახლიაო
ისიც მე ვარ
ვგრძნობ ზამთრის სიცივეს
ვისუნთქავ ყინვის სუნს
ლიფტის კაბინაში ვართ
ჯურღმულიდან ზევით ვმოძრაობთ
რომელიღაც სართული
კაბინის კარი განიხვნა
სახურავზე ვართ
ცივად თოვს თბილი თოვლი
ანტენები, ანტენები ირგვლივ
კიდესთან დავდექით და ვიცქირებით
ვხედავ ქალაქის ნაწილს
ეს ქალაქი ჩემია
დიადი ეგოცენტრული სიამოვნება
ქუთაისი 26.12.1992.
=========================================================
სულის ნარჩენი სიმღერა (სიზმარი #6)
Sunday, January 07, 2007
ფლეგმა
რაღაცნაირი დღე მქონდა.
დილით ტუალეტში ნათურა ამიფეთქდა (ზუსტადაც რომ) და ისეთი დამწვრის სუნი გაუშვა, კინაღამ გავიგუდე. ნათურის გამოცვლამ არ უშველა. ეტყობა სარკის უკან ჩაიწვა მავთული.
ბლინ!
მერე შუადღეზე მას შევხვდი.
თავიდან ზამთრის სიცივეში გამოსუნთქული ორთქლივით საკუთარ სიტყვებს ვხედავდით, ფრაზებს ვათვალიერებდით, ერთმანეთის ნერვების მოსაშლელად ათას სირობას და სიჭკვიანეს ვამბობდით.
ყავა დავლიეთ ყავის სახლში.
უაზროდ დავშორდით. სიცარიელე ვიგრძენი.
სახლში ავტობუსით წამოვედი.
იქ ვიღაც გოგონა, რომლის სახესაც ხალხში ვერ ვხედავდი, ცუდად გახდა. თავს ჯერ ჩემს თათმანიან ხელს ადებდა, ურტყამდა კიდეც, მერე მკერდზე მომეყრდნო და ავტობუსი ვერის სასაფლაოს ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, მთხოვა ჩავეყვანე.
გადმოვედით თუ არა, ფერწასულმა მითხრა სასაფლაოს ეზოში სადმე „სკამეიკაზე“ დამსვიო.
თავი უკან გადააგდო. ცრემლი სდიოდა.
ლამაზი იყო ძალიან.
გავიქეცი იქვე ონკანთან, პეშვში წყალი დავიგროვე და გაფერკმრთალებულ სახეზე შევასხი. ცოტათი გამოცოცხლდა, თევზივით აღებდა პირს და ღრმად სუნთქავდა.
ეკლესიაში შევირბინე და მესანთლე ქალს ჭიქა გამოვართვი, წყალი მივუტანე.
სულმოუთქმელად დალია და მადლიერი თვალებით შემომხედა.
უკეთ იყო. ადამიანური ფერი დაუბრუნდა. თვალები ჰქონდა მხოლოდ ჩაღამებული.
„ხომ ყველაფერი კარგადაა?“ – ვკითხე.
არაფერი მიპასუხა. ნახევარი წუთი დუმდა და მერე:
„ეთო მქვია“ – მითხრა.
მეც ვუთხარი საკუთარი სახელი. მთხოვა მცირე ხნით ჩემთან ერთად ჩამოჯექიო. ჩამოვჯექი. თავი მხარზე დამადო და სად ცხოვრობო. საკუთარი კორპუსი დავანახე. სიგარეტს მოვწევო. მივაწოდე. დიდი მადლობაო, საერთოდ ყველაფრისთვის მადლობაო. მეთქი არაფრის, თუ გინდა წამო ჩემთან, რამეს დაგალევინებ. რასო? ჩაის, ყავას ან კაკაოს-მეთქი. არა, მადლობა უნდა წავიდეო, სხვაგან ვცხოვრობ და მალე მინდა წასვლაო. მეთქი აქ რა გინდოდა? აზრზე არა ვარ, ვეჩხუბე ერთს და ამ ავტობუსში როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვსო. გაჩერებაზე გამოვედი და პირველივე ავტობუსში ჩავჯექიო. შენ რომ არა, არ ვიცი რა დამემართებოდაო. მეთქი კეთილ ადამიანებს რა დალევს, ვიღაც მოგივლიდა. მადლობა ღმერთს, რომ ვიღაც კი არა და შენ შემხვდიო. დავდუმდი. გამომხედეო მთხოვა. გავხედე, თვალებში მიყურა რამდენიმე წამი, მერე ლოყაზე მაკოცა, ფეხზე წამოდგა და ნუ გამაცილებო.
წავიდა.
ჭიქა დავაბრუნე, მეგობარს დავურეკე, გამო სასაფლაოზე-მეთქი.
სანამ ჩამოვიდოდა, ვიჯექი აბსოლუტურად მშვიდი და ცარიელი. არაფერზე ვფიქრობდი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ქაღალდის ნაგლეჯი ვიპოვე, რომელზეც მობილურის ნომერი ეწერა და ბოლოში კიდევ – „ეთო“. მეთქი როდის მოასწრო ამის დაწერა და ჯიბეში ჩაცურება? ვერაფრით მივხვდი.
არ დამირეკავს. ისე რატომ გვაქვს გურჯებს ასეთი გართულება სასაფლაოებზე-მეთქი, ვფიქრობდი. ერთი მომენტი გალაკტიონზეც კი გავბრაზდი „მესაფლავის“ დაწერისთვის და ქართველების გადეპრესიულებისთვის.
ამასობაში მეგობარი ჩამოვიდა კორპუსიდან და მეთქი წამო, თუ არ გეზარება მთაზე წყაროსთან ავიდეთ. ნოუ პრობლემო და ავფორთხდით. ჩემი სირცხვილი, რომ იქ აქამდე ნამყოფი არ ვიყავი. ზემოდან თბილისის აფიგიწელნი ხედი იშლება. საშეყვარულებო ადგილია, თუმცა ალკოჰოლის დასალევადაც დაგლიჯავს. შობის მერე ამოვიდეთ-მეთქი აქ. კარგიო. მთიდან დავეშვით ღრეებით.
მარკეტში შევიარეთ. ვიღაც ნარკომანებს დაუყაჩაღებიათ. თავზარდაცემული და დაშინებული გამყიდველები ცახცახებდნენ. ვეცადე გოგონები გამემხნევებინა და დამემშვიდებინა.
ადუღებული ვიყავი გაზის ქურაზე შემოდგმული ჩაიდანივით. იქიდან რომ გამოვედი ყველაფერი ორთქლად იყო ქცეული და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, – უკვე მესამედ.
არადა ისევ ვთუხთუხებდი, ოღონდ გაურკვევლად, ჩამშრალი… რაღაცაზე ვნერვიულობდი. აზრზე არა ვარ რაზე.
ჩემთან ავედით სახლში. მწვანე ჩაი ჩავარტყით, მისტერ ბინს ვუყურეთ, ვიცინეთ. მერე მეგობარი წავიდა.
კომპი არ ჩაირთო. ბლიად!
დავიკიდე. უკვე მერამდენედ გაფუჭდა.
ტელევიზორს მივაშტერდი. სხვა მეგობარმა დამირეკა და კომპზე მირჩია აბა, პროცესორში შლეიფები შეარხიეო. ასეც მოვიქეცი და ჩაირთო. მოკლედ აქა ვარ.
Frank Turner-ს ვუსმენ (ამ სიმღერაზე, Worse Things Happen At Sea-ზე გავჭედე პირდაპირ).
წინ მიდევს დღევანდელი დილა, შუადღე, ქაღალდის ნაგლეჯი მობილურის ნომრით, ცოტა ნერვიულობა, ცოტა სიმშვიდე, ბევრი ფლეგმა და არ ვიცი ამ ყველაფერს რა ვუქნა...
Friday, August 18, 2006
თბილი სიგარეტები
ჩვენ ვყიდულობთ სიგარეტს.მეგობარი ხსნის თეთრ-წითელ კოლოფს (მას ეს პროცესი მოსწონს) და ფილტრიან ღერს მიწვდის.
ჩვენ ვუკიდებთ თბილ ღერებს.
ქუჩაში ხის ძირას, მის ფესვებზე ვსხდებით,
ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ჰაერს ვაბინძურებთ ჩვენი აქოთებული ფილტვებიდან ამოსუნთქული ცისფერი კვამლით.
გარშემო ადამიანები მიმოდიან.
ისინიც ეწევიან.
ქუჩის მოპირისპირე მხარის სახლის ფანჯარასთან ვიღაც გოგონა დგას და ცდილობს პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვას.
რგოლი წესიერად არ იკვრება.
ირგვლივ ყველა ეწევა.
ჩვენც ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ალბათ იმ სახლის მიღმა რომ შენობები დგას, იქაც ეწევიან.
ზოგი ტელევიზორთან ეწევა,
ზოგი – ტელეფონთან,
ზოგი – ტუალეტში,
ზოგი – აბაზანაში,
ზოგი – სამზარეულოში,
ზოგი – საძინებელში,
ზოგიც – ძილში...
და სადღაც მიყრუებულ კუთხეში ვიღაც პატარა ბიჭი ან გოგო პირველ ნაფაზს ურტყამს თავის ცხოვრებაში.
ბოლო ნაფაზის შემდეგ ნამწვს პატარა ჭუჭყიან აუზში ვისვრით.
ნამწვი შიშინით ქრება.
მეგობარს გავცქერი,
ის მიღიმის და ახალ ღერს მიწვდის.
ვუკიდებთ.
ვცდილობ რგოლი შევკრა.
ჩვენ ხმაურიანი ქუჩის ხის ძირში ვსხედვართ,
ვეწევით თბილ სიგარეტებს...
და წრე იკვრება.
ქუთაისი 14.06.1995(we), 0:27 thanks to Nick Cave
Wednesday, May 31, 2006
არითმია (სიზმარი # 27-28) no music
საოცრად მინდება ჩაი. ჩემს სურვილს თითქოს ხვდები და სამზარეულოში გადიხარ. არყის თავსახურში ჩასხმული ცხელი ჩაით ბრუნდები და წინ მიდგამ. ხელები მეწვის და ჩაის სულს ვუბერავ. წინ ზღვის ნიჟარას მიდგამ. მასზე შენი გამომცხვარი შაქრიანი ნამცხვრის ნაფხვენებია. ჩაის ვსვამ და ნამცხვარსაც შევექცევი. შენი ოთახის ფანჯარაზე გისოსებია და მის მიღმა კი – ღამის მთვარე. მთვარე ყოველთვის შენია და მის შუქზე განსაკუთრებით ლამაზი ხარ. შენს სილამაზეს კი ჩემს გარდა ვერავინ ამჩნევს. როგორ შეცვლილხარ... ჯადოქარს გავხარ ამ გრძელ თმებში. მეშინია კიდეც სადმე ქვაბში არ ჩამაგდო და ცოცხლად არ მომხარშო რაღაც ბალახებისა და შელოცვების თანხლებით. აგერ პირდაპირ შენს თვალწინ ხომ ხედავ როგორ შევიცვალე? არყის თავსახურში ახლა არაყს მიწვეთებ, რომელიც კარადაში გქონდა გადამალული. უხმოდ ვსვამ. შენც სვამ და მერე თავს საწოლზე დებ, მუხლებს იატაკზე, თვალებში მიყურებ და საჩვენებელი თითით მეფერები, ხანაც ისევ ღიმილით მჩქმეტ. მეღიტინება, მტკივა კიდეც და ვიცინი. ხელს პირზე იფარებ და უხმო სიცილისგან ცახცახებ, თვალებთან პაწია, საყვარელი ნაოჭები გიჩნდება. არყის ბოთლს იყუდებ და ბოლომდე ცლი. ახლა მე გიყურებ გაოცებული.
უკვე სერიოზულად მეშინია, რადგან ფეხზე ხტები, ორივე ხელით მიბღუჯავ და გამალებული მკოცნი, თან ტირი, ზოგჯერ არანორმალურივით იცინი. შენი ცრემლი მეცემა, ძალიან მძიმეა, გავილუმპე. მერე ჩვენს მუნჯურ ენაზე ლაპარაკს მიწყებ:
– ჰა–ჰა.
– ჰმ? – გეკითხები.
– ჰე ჰე ჰი–ჰა–ჰა!
– არა! ნუღა მეუბნები ამას. მეც არითმია მაქვს ბლინ! – გულში ვამბობ სასოწარკვეთილი, მაგრამ სახეზე მაინც ყველაფერი მეტყობა. გიჟივით ხარხარებ. ყურს მადებ მკერდზე, ანუ მთელს ჩემს სხეულზე. გაზრდა და გაქცევა მინდა. დედამიწის ზურგზე ყველაზე დაჩაგრული რასის წარმომადგენლად ვგრძნობ თავს. არაფერი გამოდის. შეერთებული ხელებით ტერიტორიას მისაზღვრავ.
სიმწრისგან ბალიშს ხელები დავუშინე. ეს შვებას არ მგვრის. რამე მყარი მინდა, რომ თითები დამისისხლიანდეს. შეშფოთებული მიყურებ. უკვე ტირი, ხელებს იღებ და საწოლზე გზას მითავისუფლებ. შენი სუნის მქონე საბანზე საწოლის კიდემდე მივრბივარ. ქვემოთ იატაკი არ ჩანს და შავი უფსკრულია.
უკვე ხმამაღლა ტირი.
კიდევ ერთხელ გიყურებ და...
ვხტები...
Tuesday, April 18, 2006
I've Got A Life
I've Got Life
Turn it out so I can’t see it
It’s just useless to ignore
We’re going down, you don’t feel it
Turn it round, you don’t mean it and
I can’t stand it anymore
When the whole world sighs
And it’s making you so deflated
I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over (it aint over)
I've got a way
It's the only things that’s mine
All I'm asking for is tenderness
A little tenderness
You never asked to be here
Nobody cares and no one’s gonna help you now (hold on)
It's dog eat dog the human race
The only thing they'll do is hate you (hate you)
Such a crime to be unkind
Turn your cheek pretend you're blind
I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over
It aint over
I've got a way
It's the only thing that's mine
All I’m asking for is tenderness
Tenderness
I've got a life
Though it refuses to shine
I've got a life it aint over
It aint over
I've got a way
It's the only thing that's mine
All I’m asking for is tenderness
Be strong now baby
Gotta be strong now baby
Gotta be strong!
=============================================================
უკვე ოთხშაბათია, არადა, კვირა მგონია. ჰი-ჰი-ჰი! ამერია დღეები, საათები და წუთები. აქ ვირტუალურად ვცხოვრობ, რომელიც თან მძულს და თან ისე შევეჩვიე, რომ ვეღარ ვცილდები. მგონი არაფერს ვამბობ ახალს და მნიშვნელოვანს. კომპიუტერი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელთანაც უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საყვარელ საქმეზე ფიქრში. პრინციპში კომპიუტერში კეთდება კიდეც საყვარელი საქმე, რომელიც კატლეტს თუ არა, პურსა და მარმელადიან ნამცხვარს მაინც მაჭმევს. ტელევიზორი თითქოს აღარც არსებობს.
ზოგჯერ მენატრება ის დრო, როცა ორიოდე არხს ვუყურებდი ძველ, ლამპიან ტელევიზორში. მაგრამ ეს მხოლოდ „ზოგჯერ“. მენატრება ის დროც, როცა ფირსაკრავზე ან კასეტებიან მაგნიტოფონში მუსიკის მოსმენა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ქუჩის „რაზბორკის“ და ჩხუბის მერე ემოციებს შესაფერისი მუსიკით ვაჯერებდი, როცა ცხოვრებაში პირველი სიგარეტების კვამლს ჩემი ოთახის ფანჯარაში ვუშვებდი სუნი რომ არ დამდგარიყო და მამაჩემს არ გაეგო.
ბევრი რამ, რასთანაც პირველად მქონდა შეხება, ახალი შემოსული იყო ყოფაშიც და ყველაფერი მაოცებდა. მარტო ვიდეო, ვოლქმენი, მობილური ტელეფონი და კომპიუტერი რად ღირს, თავი რომ გავანებოთ მიკროკალკულატორებს (გამომთვლელ მანქანებს), „ელექტრონიკის“ მიერ გამოშვებულ კვარცულ ვიდეოთამაშს „Ну Погоди!“, აი, ეკრანზე კვერცხები რომ მოგორავდა და მგელი რომ კალათით იჭერდა. კიდევ იყო რაღაც-რაღაცეები პირველი და ახლა ყველაფერს ვერ ვიხსენებ.
კიდევ ბევრი კაი რამ მახსოვს, ჩვენი „ნიღბების კლუბი“ და რამდენიმე წლის განმავლობაში ქუჩაში გათენებული ღამეები, ჩვენი კონცერტები და სხვადასხვა აქციები (რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური), ტელევიზიები, რადიოები, ჩვენი „ნატვრის ხე“, კონიაკი „არაგვი“, წმ. ნინოს ქუჩის ჯიხურში ნაყიდი „ბებოს არაყი“ და უამრავი უჯიგრესი მეგობარი, რომელთაც მალე ვნახავ ისევ. ჩემი მეგობრებიც თავიანთ ამბავში პირველები არიან. მხოლოდ პირველებთან ვმეგობრობ. მეორეები და მესამეები „ისე ხალხი“ არიან. ეს „ისე ხალხიც“ საჭიროა, რათა შენი მეგობრების პირველობა და მნიშვნელობა იგრძნო. შე ცუდო! სხვა ადამიანებზე უპირატესობა არ მიგულისხმია, რეებზე ფიქრობ? :)
კიდევ ბევრი ამბისგან შედგებოდა ჩემი ცხოვრება, რომელიც შენთვის შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის მეტად მძიმე, ტკივილიანი და ამავე დროს, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთისა თუ წამის შემცველი იყო და იქნება კიდეც.

მალე აღდგომაა. ყველაზე კარგი დღესასწაული, რომელიც სევდიანია, ამავე დროს, შვების და სიხარულის მომტანიც. ეგაა.
Tuesday, April 04, 2006
სიგარეტები (Blackfield - Blackfield © 2004)












