Friday, August 18, 2006

თბილი სიგარეტები

ჩვენ ვყიდულობთ სიგარეტს.
მეგობარი ხსნის თეთრ-წითელ კოლოფს (მას ეს პროცესი მოსწონს) და ფილტრიან ღერს მიწვდის.
ჩვენ ვუკიდებთ თბილ ღერებს.
ქუჩაში ხის ძირას, მის ფესვებზე ვსხდებით,
ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ჰაერს ვაბინძურებთ ჩვენი აქოთებული ფილტვებიდან ამოსუნთქული ცისფერი კვამლით.
გარშემო ადამიანები მიმოდიან.
ისინიც ეწევიან.
ქუჩის მოპირისპირე მხარის სახლის ფანჯარასთან ვიღაც გოგონა დგას და ცდილობს პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვას.
რგოლი წესიერად არ იკვრება.
ირგვლივ ყველა ეწევა.
ჩვენც ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ალბათ იმ სახლის მიღმა რომ შენობები დგას, იქაც ეწევიან.
ზოგი ტელევიზორთან ეწევა,
ზოგი  ტელეფონთან,
ზოგი  ტუალეტში,
ზოგი  აბაზანაში,
ზოგი  სამზარეულოში,
ზოგი  საძინებელში,
ზოგიც  ძილში...
და სადღაც მიყრუებულ კუთხეში ვიღაც პატარა ბიჭი ან გოგო პირველ ნაფაზს ურტყამს თავის ცხოვრებაში.
ბოლო ნაფაზის შემდეგ ნამწვს პატარა ჭუჭყიან აუზში ვისვრით.
ნამწვი შიშინით ქრება.
მეგობარს გავცქერი,
ის მიღიმის და ახალ ღერს მიწვდის.
ვუკიდებთ.
ვცდილობ რგოლი შევკრა.
ჩვენ ხმაურიანი ქუჩის ხის ძირში ვსხედვართ,
ვეწევით თბილ სიგარეტებს...
და წრე იკვრება.

ქუთაისი 14.06.1995(we),  0:27  thanks to Nick Cave

4 comments:

  1. სიგარეტი საკს! პლანი რულზ!

    თუ ეწევი, ბარემ კაი მოწიე... :ბოლი:

    ReplyDelete
  2. კარალიოკი ქვია ვეჟო მაგას. :D

    ReplyDelete
  3. want to have some coffee and cigarettes with me?
    ))))))))))))))))))))))))))))))))))

    ReplyDelete