საოცრად მინდება ჩაი. ჩემს სურვილს თითქოს ხვდები და სამზარეულოში გადიხარ. არყის თავსახურში ჩასხმული ცხელი ჩაით ბრუნდები და წინ მიდგამ. ხელები მეწვის და ჩაის სულს ვუბერავ. წინ ზღვის ნიჟარას მიდგამ. მასზე შენი გამომცხვარი შაქრიანი ნამცხვრის ნაფხვენებია. ჩაის ვსვამ და ნამცხვარსაც შევექცევი. შენი ოთახის ფანჯარაზე გისოსებია და მის მიღმა კი – ღამის მთვარე. მთვარე ყოველთვის შენია და მის შუქზე განსაკუთრებით ლამაზი ხარ. შენს სილამაზეს კი ჩემს გარდა ვერავინ ამჩნევს. როგორ შეცვლილხარ... ჯადოქარს გავხარ ამ გრძელ თმებში. მეშინია კიდეც სადმე ქვაბში არ ჩამაგდო და ცოცხლად არ მომხარშო რაღაც ბალახებისა და შელოცვების თანხლებით. აგერ პირდაპირ შენს თვალწინ ხომ ხედავ როგორ შევიცვალე? არყის თავსახურში ახლა არაყს მიწვეთებ, რომელიც კარადაში გქონდა გადამალული. უხმოდ ვსვამ. შენც სვამ და მერე თავს საწოლზე დებ, მუხლებს იატაკზე, თვალებში მიყურებ და საჩვენებელი თითით მეფერები, ხანაც ისევ ღიმილით მჩქმეტ. მეღიტინება, მტკივა კიდეც და ვიცინი. ხელს პირზე იფარებ და უხმო სიცილისგან ცახცახებ, თვალებთან პაწია, საყვარელი ნაოჭები გიჩნდება. არყის ბოთლს იყუდებ და ბოლომდე ცლი. ახლა მე გიყურებ გაოცებული.
უკვე სერიოზულად მეშინია, რადგან ფეხზე ხტები, ორივე ხელით მიბღუჯავ და გამალებული მკოცნი, თან ტირი, ზოგჯერ არანორმალურივით იცინი. შენი ცრემლი მეცემა, ძალიან მძიმეა, გავილუმპე. მერე ჩვენს მუნჯურ ენაზე ლაპარაკს მიწყებ:
– ჰა–ჰა.
– ჰმ? – გეკითხები.
– ჰე ჰე ჰი–ჰა–ჰა!
– არა! ნუღა მეუბნები ამას. მეც არითმია მაქვს ბლინ! – გულში ვამბობ სასოწარკვეთილი, მაგრამ სახეზე მაინც ყველაფერი მეტყობა. გიჟივით ხარხარებ. ყურს მადებ მკერდზე, ანუ მთელს ჩემს სხეულზე. გაზრდა და გაქცევა მინდა. დედამიწის ზურგზე ყველაზე დაჩაგრული რასის წარმომადგენლად ვგრძნობ თავს. არაფერი გამოდის. შეერთებული ხელებით ტერიტორიას მისაზღვრავ.
სიმწრისგან ბალიშს ხელები დავუშინე. ეს შვებას არ მგვრის. რამე მყარი მინდა, რომ თითები დამისისხლიანდეს. შეშფოთებული მიყურებ. უკვე ტირი, ხელებს იღებ და საწოლზე გზას მითავისუფლებ. შენი სუნის მქონე საბანზე საწოლის კიდემდე მივრბივარ. ქვემოთ იატაკი არ ჩანს და შავი უფსკრულია.
უკვე ხმამაღლა ტირი.
კიდევ ერთხელ გიყურებ და...
ვხტები...
ძალიან კარგია,ლაშ :)
ReplyDeletesul minda rom vikiTxo ise magrad momcons:)
ReplyDeleteაქაც მოგაგენი :)
ReplyDeleteკარქია, ბნელ ფონზე რომ უნდა ეწეროს კაკრაზ, ისეთია. განსაკუთრებით ფოტკა დამევასა ბოლოში. :)
kargia, saintereso.
ReplyDeletemomcons:
is rom shav fonze tetrad ceria;
is rom ver vxvdebi gmirebis skess;
is rom msubuki "namiokia erotikaze;
is rom siujheti surealisturia;
is rom moklea da bevrs itevs mainc;
is rom vutanagrdznob imas vinc xteba;
is rom grdzeltmiani yvelaze lamazi kaci an kalia...
და მერე იტყვი ცუდად ვწერო (:
ReplyDelete