Showing posts with label ტაქსი. Show all posts
Showing posts with label ტაქსი. Show all posts

Saturday, July 12, 2025

საარქივო ჩანაწერების ფოტოები: დადა დადიანის „ტაქსი“

დღეიდან ჩემს არქივში არსებული ქართული ჩანაწერების ფოტოებს დავდებ და პატარა ისტორიებსაც მოვაყოლებ.

პირველი რაც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ორი კასეტა, რომელთაგან გავრცელდა დადა დადიანის ლეგენდარული ჯგუფ „ტაქსის“ უნიკალური ჩანაწერები. ფოტოზე მარცხნივ ზემოთ ჩანს სტაფილოსფერი „სვემას“ ფირმის საბჭოთა კასეტა, რომელზეც დადა დადიანმა 1992 წლის ივლისში თავის აგარაკზე - არაგვისპირში, - კოჭებიანი (ბაბინებიანი) მაგნიტოფონიდან ჩამიწერა „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი. ზოგადად იმ პერიოდში ჯიბით რაღაც კასეტას ყოველთვის დავათრევდი. ამ კასეტაზე „ბლექ საბატის“ 1989 წლის ალბომი მქონდა ჩაწერილი. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად ქუთაისიდან თბილისში ტელეგადაცემა „კედელი“ ჩამოვიტანეთ და მისი პრემიერა მაშინდელ მე-2 არხზე შედგა. ამ გადაცემის პირველი და მეორე ნაწილი ქართულ ანდერგრაუნდზე გვქონდა. მაშინ სწორედ მე-2 გადაცემაზე ვმუშაობდით და კახა კიკაბიძემ და ბიჭიკო ოსიპოვმა დადას აგარაკზე წაგვიყვანეს. სწორედ იქ ჩამიწერა ამ კასეტაზე დადამ თავის ალბომი, რომელიც წლების შემდეგ უკვე დაკარგული ეგონა. რა თქმა უნდა, მაშინ „საბატების“ წაშლაზე ოდნავადაც არ მინანია. :)) და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემდა გასაოცრად, ეს საბჭოთა კასეტა ხარისხიანი აღმოჩნდა. უმეტესობა ყიდვისთანავე სვრიდა მაგნიტოფონის თავაკს და წრიპინებდა... ეს ალბომები 2007 წელს გავციფრე პირველად და ორი წლის შემდეგ „ერმონიას“ ბლოგზე დავდე. ბმული ახლაც ცოცხალი უნდა იყოს (ტაქსი – ტაქსი © 1988 & Live In Kutaisi © 1992). 2007-ში ნამეტანი ბანძი ინტერნეტი მქონდა, ამიტომ „იუტუბზე“ ალბომები (და ცალკეული სიმღერები) სხვებმა ატვირთეს.

მარჯვნივ კი სამხრეთკორეული ფირმის GoldStar-ის (რომელიც მოგვიანებით LG გახდა) კასეტაა, რომელზეც თავის დროზე მიქშერის პულტიდან ჩავწერეთ ქუთაისში 1992 წლის 12 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართული „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“, რომელზეც „ტაქსის“ გარდაა გამოვიდნენ: კახა კიკაბიძე, „საბავშვო მედიცინა“, „გენეტიკური კოდი“ და „აუტსაიდერი“. სამწუხაროდ, სრული კონცერტიდან რაღაცები მერე წამეშალა და ძალიან გული დამწყდა.


Tuesday, July 10, 2012

Children's Medicine - საბავშვო მედიცინა

ვისაც ჯგუფი „ტაქსი“ მოსწონს, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ დადა დადიანის მეორე ძალიან საინტერესო პროექტი იყო „საბავშვო მედიცინა“, რომელიც მუსიკოსის საქართველოდან წასვლამდე არსებობდა თბილისში და მისი წევრები იყვნენ:

დადა დადიანივოკალი, გიტარა, დასარტყამები, კლავიში;
ჯოზეფაბას-გიტარა, სასულე ინსტრუმენტები;
ირაკლი ჩარკვიანიკლავიში, ვოკალი.

„იუტუბის“ ჩემს არხზე ატვირთული მაქვს 1992 წლის ქუთაისის კონცერტის „საბავშვო მედიცინის“ ერთი სიმღერა:


ეს ალბომი კი დადას მიერაა მომზადებული და იგი მოიცავს „საბავშვო მედიცინის“ 1991-92 წლებში გაკეთებულ ჩანაწერებს. 

Children's Medicine - The Album Recorded Live At Various Venues Through Out Tbilisi, Moscow And Eastern Europe 1991 - 1992 © 1992


01-Aliza Just Waits (2:27)
02-Alone In The Movie (2:32)
03-Around Your House (2:19)
04-How Can I Suffer (3:21)
05-I Need More (3:53)
06-I Need Your Love (4:16)
07-I Think It Goes Down (3:33)
08-I'm In The Dance (3:41)
09-შედიხარ ტყეში (3:55)
10-Singing Of Chan (The God Of Caffeine And Nicotine) (4:57)
11-Beautifull Days Are To Come (3:11)

Genre: Rock, Electronic
Stile: Indie, New Wave
Size: 70.14 MB
Playtime: 38:05
Bitrate: 256 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Tuesday, June 23, 2009

ტაქსი – ტაქსი © 1988 & Live In Kutaisi © 1992

[From ERM0NIA's own home collection]

ეს ორი უნიკალური ალბომი (ისევე, როგორც სხვა შესრულებელთა ჩემს მიერ გაციფრულებული ჩანაწერები) ადრინდელ ბლოგზე იყო ატვირთული, თუმცა მეილებში ბევრი თქვენგანი ისევ მთხოვს მათ ატვირთვას. ამიტომ დავიწყებ ყველაზე მოთხოვნადით. თანაც mediafire.com საშუალებას გვაძლევს განუსაზღვრელი ვადით გვქონდეს ჩამოწერის საშუალება.

დადა დადიანის ჯგუფის „ტაქსის“ ეს ალბომი საქართველოს როკის ისტორიაა და თან უნიკალური, რადგან ჩანაწერი პრაქტიკულად მხოლოდ ჩემთან იყო შემორჩენილი აუდიო კასეტაზე. ასევე აუდიო კასეტაზეა „ტაქსის“ 1992 წლის ქუთაისის ლაივი აუდიო ჩანაწერი, რომელსაც მალე ავტვირთავ. თავის დროზე ამ ჯგუფს ზედმეტად ინტენსიურად ვუსმენდით. „ტაქსის“ მთავარი ღირსება, ჩემის აზრით, ისაა, რომ ერთ-ერთი პირველი ქართულენოვანი ჯგუფია. თუმცა ამის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის ლირიკა სოციალური და პროტესტულია, რაც დღეს ბევრ როკ-შემსრულებელს აკლია.


















„ტაქსის“ შემადგენლობა:
დადა დადიანი – ვოკალი, ბასი;
კახა კიკაბიძე – გიტარა;
ირაკლი ჩარკვიანი – კლავიშები;
ბიჭიკო ოსიპოვი – დასარტყამები.


=============================================

ტაქსი – ტაქსი © 1988

























01-შენ გავხარ ნიანგს (3:30)
02-ჩემი სახლი ჯოჯოხეთს ჰგავს (4:27)
03-მოდიხარ ჩემთან (4:47)
04-მე მივდივარ (5:00)
05-შენთან ერთად ჯდომა სკამზე (5:50)
06-ზიზღს (3:18)
07-ის ითხოვს ოპიუმს (5:22)
08-შენ უნდა იჯდე ელექტროსკამზე (4:44)
09-გამოდი გარეთ (Bonus Track) (3:26)

Genre: Rock
Stile: Indie
Playtime: 40:25
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

=============================================

ესაა ჩანაწერი კონცერტიდან „როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ“, რომელიც 1992 წლის 12 ივლისს ჩატარდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში.

ტაქსი – Live In Kutaisi © 1992

























01-ზამთარი (5:46)
02-პროსტიტუცია (3:55)
03-ელექტროსკამზე (4:55)
04-ეს მიწა (4:04)
05-კახა კიკაბიძე – თბილისური ბლიუზი (3:29)

Genre: Rock
Stile: Indie
Playtime: 22:11
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)
Size (ორივე ალბომი): 80.8 MB

Download (ორივე ალბომი):