ვაგრძელებ დოდკას წამოწყებულ ჯაჭვს და სიამოვნებით ვიქნები ერთ-ერთი რგოლი. მონიშვნისათვის დიდი მადლობა ნატოშკას.
მშვენიერი ბავშვობა მქონდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ გაგანია 70-იანი წლები, ანუ ე. წ. „უძრაობის წლები“ იყო და ტელეეკრანზე სსრკ-ს შეფი ბრეჟნევი ყველას ტუჩებში ეზასავებოდა, მწველავებითა და მეშახტეებით დაწყებული, სპორტსმენებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული. ტელევიზიასა და საერთოდ, მედიაში, ისე ხშირად იმეორებდნენ, პროლეტარიატის ბელადი – ლენინი ცოცხალიაო, რომ „ნულ“ კლასში ერთმა ჩემმა კლასელმა გულუბრყვილოდ იკითხა ლენინი ჩვენს სანახავად როდის მოვაო.
ახლა კი უშუალოდ ამ თემას მივხედოთ.
ბავშვობაში მეგონა:
– თუნდაც 100 მეტრიანი გასავლელი გზა ძალიან გრძელი იყო და დროც ძალიან-ძალიან ნელა გადიოდა;
– ძილის წინ ჭერიდან ფერად ბურთებს „დომოვოი“, ანუ სახლის სული ყრიდა;
– ომობანას თამაშის დროს ჩემი თოფიდან თუ ავტომატიდან ერთხელ მაინც ნამდვილი ტყვია გავარდებოდა, ამიტომ სერიოზულად მეშინოდა ვინმე მართლა არ მომეკლა;
– გამოიგონებდნენ სახლს, რომელსაც ბორბლები ექნებოდა და სახლების გამოცვლა საჭირო აღარ იქნებოდა;
– უცხოური რადიოები, რომელთა მუსიკასაც „სპიდოლაში“ ვუსმენდი, ყველა პატარა კუნძულებიდან მაუწყებლობდა;
– კარგად რომ მოგენდომებინა, „პრაიგრივაწელის“, მაგნიტოფონის ან რადიოს დინამიკებში მუსიკოსებს დაინახავდი...
კიდევ შეიძლება ჩამოვყვე, მაგრამ მერე პოსტი ნამეტანი გაიწელება, ამიტომ ესტაფეტას გადავცემ ბლოღერებს: her/mein-სა და ფიქროს.
ბონუსად ჩემი ბავშვობის საყვარელი სიმღერა.
Download:
ტესტ-ტესტ-ტესტ!
ReplyDeletetest
ReplyDeletemec mechveneboda rom gza grzeli iyo, axla rom ukvirdebi mashindeli manzilis agqmas, mikvirs :))) da mec megona rom dro zalian nela gadioda da ufrosebisgan natqvam frazas "dro ra swrafad gadis" ver vigebdi, mjeroda rom isini azviadebdnen, magram ar vekamatebodi, me xo vici martali varmetqi :D :D
ReplyDeleteბოლო განსაკუთრებით მომეწონა. ალბათ, იმიტომ, რომ რაღაც მსგავსს ვფიქრობდი მეც :)
ReplyDeleteuf, rtuli rame ki damavale. erti mxriv bavSvobis gaxseneba momiwevs, meore: vin davtago eg unda vifiqro :D
ReplyDeleteshevasruleb davalebas patiosnad :D
:))) და ცირკი ძალიან დიდი არ გეგონა? წლების მერე, მეგობრის ბავშვი რომ წავიყვანეთ მაშინ სერიოზული იმედგაცრუება და შოკი მივიღე :)))
ReplyDeleteმაგარი თემაა :)
დაგეწერა კიდე, ბევრია მოსაგონარი ასეთი
და აქედან ბორბლებიანი სახლი სრულიად შესაძლებელი რეალობაა არა? :)
ReplyDelete