© რეზო გაბრიაძე
Стою
на мосту,
Плюю в реку.
Не в рифму
– Но факт!
В.В. Маяковский
მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.
ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება.
ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე – მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში.
იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი – მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას.
ჯერ ვიფიქრე – იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან – იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო.
№6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი – რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს.
რიონი გაჩუმდა – კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან.
კარებში ადრახნია იდგა!
ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ.
აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე.
ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ“ – მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, „კუბო“ – ვთქვი მე უხმოდ. „კუბო“ – გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ – ცეცხლი მიკიდია“ - მიკარნახა ადრახნიამ.
მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემსს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად.
არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო – ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!“
იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!“
ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ“. ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა.
ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით“ – თქვა და წავიდა.
მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბნებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე“. აქეთ წავედი – ვერ ვიგრძენი, იქით წავედი – ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე – ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი – „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან“ გადაფურთხება“ – ყალბად დავღონდი მე.
არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა.
ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე.
მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა.
მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა.
აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე.
უმაგრესია :)
ReplyDeleteვაიმეეე. ძალიან ძალიან უუუ -ა . სიტყვებით გავაფუჭებ ემოციას,, ამიტომარ გადმოვცემ როგორ მომეწონა :)) <3
ReplyDeleteHEEE E E E MAGARI IYO...
ReplyDeleteაი, რაღაცნაირია, რააააა.....
ReplyDeleteეს კაცი მიყვარს თავისი ჩანახატებით და ჩანაცერებით!
ქუთაისელი ვარ, ამ პოსტსაც ქუთაისიდან ვწერ და ამ ქალაქში ასეთი რამის გრძნობა თუ შეიძლებოდა, არ მეგონა...
ReplyDeleteხვალ თუ მოვახერხე, უკვე სხვანაირად ჩავივლი თეთრ ხიდზე. მართალია, ის ქუთაისი უკვე დიდი ხანია აღარ არის და მისი დაბრუნების შანსიც წავიდა, მაგრამ სანამ ხრიოკ რიონზე თეთრი ხიდი დგას, რაცხას ქე იგრძნობს კაცი...
ჩათვალე, რომ ამ კომენტარით დიდი სიყვარული გამოვხატე ამ ბლოგისა და პოსტის მიმართ ;)
au bolo monakvetma damburZglaaaa!!!
ReplyDeletemanamde magra vicine:D
rakargiaaaaaaa
ReplyDeleterogor miyvars es motxrobaaa
ReplyDeleteმდააა :)))
ReplyDeletezalian momecona!!
ReplyDeleteQetou
vicani rac menatreba da es zalian magaria, imitom rom, vici sadac unda movzebno - furcelebze da mogonebebshi.
ReplyDeleteaseti kalaki realurad agaraa, tumca aucileblad iko da amitomac makvs misi mudmivi nostalghia.
zalin pozitiurad davimuxte.
viva forever dido gabriadze!
vfikrob rom kutaisi gaxda msxverpli industrializaciic da mere am industriis damxobis. anu kutaisi tavisi fenomenit uertdeba kalakebs sindromit - shrinking city...
ReplyDeletebevria aseti, germaniahsic kedlis danrgevis mere uamravma kalakma dakarga shansi, rogorc shemdegi ganvitarebis, aseve tavisi samarko iersaxis shenarchinebis. d akutaisistvis es martla dramatulia :((((
ლელ, სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ჩვენი ქალაქი, სადაც თავისუფლად შეგვიძლია თუნდაც თეთრი ხიდიდან გადაფურთხება, ოქროს ჩარდახთან ასწლოვანი ხის ძირას სიცხეში ჩეროში წამოდრანგვა, ჩვენს "ტიტანიკზე" ჩასვლა თეთრ ქვებთან და რამდენიმე ყლუპი ჭაჭის გადაკრა, პუშკინის ქუჩაზე დაბირჟავება და ა. შ. ახალ თაობასაც თავისი საყვარელი ადგილები აქვს ამ ჯადოსნურ ქალაქში. ასე, რომ ცხვირს ნუ ჩამოუშვებ ბეჩა! :) :*
ReplyDelete:))) priad visiamovne. sagol :)
ReplyDeletemec damburdzgla da nostaligia magari iko
ReplyDeletedidi magloba!!!
Bravooo ..:)))))cremli momadga >>>>
ReplyDeletecalian kargia
ReplyDeletees ra kargi ram agmovachune.
ReplyDeletekutaislebtan pirdapir sasaubro.
me am kalakis stumari var, 2clit,ak vmushaob. ar movityuebi da dzalian shemiyvarda, ise rom siamovnebit viyididi 2 otaxian binas, TBC bankis pirdapir, 50-ianebshi ashenebul lamazi saxlis bolo sartulze,bjolebshi.
qn. Lelas: kutaisi komunistebma gaxades industrializaciis msxverpli, getanxmebit. magram gulis gatexva ar sheidzleba.
me aravisi apologeti ar var, rac exla ketdeba am kalakshi didi xania ar girsebia.
martla bevri megobari shevidzine, arachveulebrivi xalxi,me ar vicnobdi kutaislebs, akedan casulebsac ki ukan vepatijebi, imdenad momcons akauroba da akauri tradiciebi,xalxi, tanamedroveobac ki, rom baghiskidelebshi vapireb gavcevriande, ratkma unda tu mimiges.
ase rom kutaisidan casulebo: DABRUNDIT
ra jobia axlad galamazebul ubanshi seirnobas, chamojdomas ganaxlebuli operis cin, sityva pasuxis mosmenas, amis damaxsovrebas, mocametashi an sormonshi kai yvelis da chadis dagemovnebas da .........ramdenic ginda.
samcuxaroa kutaiss icnoben mxolod chavchavadzis kuchit,gamvlelebi vinc kidev upro dasavletit miemgzavreba.
namdvili kutaisi kechis bazroba ar aris, mtavari ambebi shignit xdeba.
pativiscemit kutaisis stumari
შეგრძნება რომ ნაღდს სეეხე ახლახანს, მარადიულს ზიარებულს.
ReplyDeleteხოოოოო, ჩემი და შენი ქალაქი,ლაშა! იცი, რა გამახსენდა? ილო ფოტოგრაფი რომ მოკვდა,მოგვიანებით გავიგე თბილისში და შუაღამემდე ვითმინე,ვითმინე და მერე,ჩემს არაიქაურ ქმარ-შვილს რომ დაეძინა ღრმად,მაშინ ვიტირე ... ილოსა და ზოგადად,იქაურობაზე. რა ვიცი, რა ვიცი. კიდევ რობი-აუტსაიდერის 8 რიცხვის საღამოები გამახსენდა, გარაჟები,მოჟამული ამინდები,დამშეული კუჭები და სიმღერით გამთბარი გულები. კიდევ შენი კედელი, ჩემი სოსო მაღრაძე და სულხან მამისეიშვილი... ახლა მგონია, ამ წერილს ბოთლში ჩავდებ და გავატან ტალღებს . . . ვინც წაიკითხავთ, იცოდეთ: არაფერი ისე არ მიყვარს და მახრჩობს,როგორც ქუთაისი-იმერეთის ქვეყანა.
ReplyDelete<3
Deleteგეხუტუნე ფატი! რა კარგია, რომ ცხოვრების ერთი მონაკვეთი ერთად გავატარეთ და რაღაცეებს ერთად ვაკეთებდით ჩვენს მეგობრებთან ერთად. ძველი ვიდეოებიც მაქვს, რადიო გადაცემას რომ ვიწერთ შენ და მე ერთად და მაგ აქციებისაც. ზოგჯერ ვუყურებ ხოლმე, ნოსტალგიის შემოტევისას. :)
ReplyDeleteეუფ, სევდა მომერია ეს ოხერი...
ReplyDeleteძალიან მაგარია , უმაგრესიიიიიიიიიიი !!! ვიცინე მაგრად და ცრემლიც მომადგა ბოლოს!
ReplyDeleteმე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი....მე მიყვარს რეზო გაბრიაძის პროზა! რაღაცნაირად გითბობს გულს და გახსენებს ყველაფერს საუკეთესოს შენი წარსულიდან, ნაზად, თბილად, კეთილად!
ReplyDeleteგამითბა გული. გენიოსია რეზო გაბრიაძე.
ReplyDeleteამდენ სისულელეს ბეჭდავენ ეს გამომცემლობები და რა იქნება რეზო გაბრიაძის წიგნები გამოიცეს, თან უხვად, ყველას რომ ეყოს – უკეთესობისკენ შეიცვლება საქართველო! :)
გეთანხმები რამაზ, საკარცერლუქსო წიგნები აქვს გაბრიაძეს. :)
ReplyDeleteსაკარცერლუქსო :-)
DeleteXalxno ra tbilebi da sakvarlebi xart! Chemi Kutaisi mec menatreba, ukideganod da ugonod, is Kutaisi sadac zustad egeti glicerinis suni asdis niavs, sadac kvela "gexutunes" geubneba da tavze gevleba, sadac ise fasobs adamianuri urtiertobebi da sitbo rogorc arsad mtels msoflioshi. Chemi Kutaisi kvelaze tkbilia, tbilia da gemrielia. Kutaisisnairi tkbili gemo arc ert kalaks ar aqvs, arsad. Kutaislebo menatrebit da mikvarxart :* Lika
ReplyDeleteძალიან მომეწონა... როგორც გურამი ამბობს, დამბურძგლა. თბილია რეზო გაბრიაძე. მასთან ყოველთვის თბილა და ყოველთვის იპოვი რაღაც იმნაირს, რაც ბავშვობაში გქონდა და მერე, დიდობაში დაკარგე. მეც ვიპოვე ბავშვობის სითბო, თეთრი ხიდი და ...
ReplyDeleteოტო (ოტოია) შულცი
:)
ReplyDeleteმაგარი ჩანახატია! :)
ReplyDeleteერმონია, შენზე თქვეს ურულო ოპელ კაპიტანში დაინახესო, ამხ. სტალინი ეჯდაო უკანა სავარძელშიო. ეს ისე, სითბოსთვის. იუტუბ-ზე ვნახე შენს მიერ ატვირთული ნაწყვეტები ჩემი გაზაფხულის შემოდგომიდან. შემთხვევით მთელი სპექტაკლი ხომ არ გაქვს ელექტრონულ ვერსიაში?
ReplyDeleteის ვიდეო არის სპექტაკლიდან "სიმღერა ვოლგაზე", ანუ "სტალინგრადის ბრძოლა", რომელიც რუსულ ტორენტებზე უნდა იდოს.
ReplyDeleteაგერ ჩემი ატვირთული ფრაგმენტი: http://www.youtube.com/watch?v=gyLnFUulugE
"ჩემი გაზაფხულის შემოდგომა", სამწუხაროდ, არა მაქვს.
გამარჯობა, ძმაო, ლაშა! ძალიან მომწონს შენი აქტიურობის აი ეს "ანარეკლი". გისურვებ ამ შენი ახალი ტიტულით შენ და სხვა დანარჩენი ერმონიები მუდამ ჩვენი პატარა და საყვარელი ქალაქის ქომაგნი ყოფილიყავით სიკვდილამდე. თქვენს მერე კი სხვები იერმონიებენ გატაცებით, რამეთუ, იმის თქმა, რომ ერმონია ერთი ჰყავდა და ჰყავს ქუთაისს, უსამართლობა იქნება თვით ამ ქალაქისთვის!
ReplyDeleteპ.ს. შენი ონლაინ გაზეთი პატარა და ახალ ნოველებს ქუთაისზე მიიღებს? თუ მიღებით არ მიიღებს , მაგრამ უარს არ იტყვის?
––დიიიდი და ძვეეელი მეგობრობით–––კ. მალანია
ვაჰ, კოტე, გამახარე ძალიან, აქ რომ დაწერე, ჩემს ბლოგზე. რას ქვია არ მივიღებ?!! გამოუშვი!!! :)
Deleteრამდენი ხანია, არაფერი ქართული აღარ წამიკითხავს და ძალიან მომეწონა. რეზო გაბრიაძის, არ მახსოვს, მაქვს თუ არა რამე წაკითხული და გამიხარდა აღმოჩენა.
ReplyDeleteმადლობა.
არაფრის სოფი. მადლობა გაბრიაძეს!
Deleteუემოციოდ ვერ ვკითხულობ გაბრიაძეს,მგონია მისი სიტყვები ყველაზე სწორად გამოხატავენ ჩემს გრძნობებს ქუთაისის მიმართ. ბედნიერი ვარ,რომ პირადად შევხვდი რამოდენიმეჯერ და მაქვს მისი ავტოგრაფი და ნახატი "ბორისო".სათუთად ვინახავ აგერ უკვე 30 წელია. უზომოდ მიყვარს და იმ ხალხასაც ვცემ დაუსწრებლად პატივს ვინც იცის რეზო გაბრიაძის ფასი.
ReplyDeleteანალოგიურად ვარ მეც, მით უმეტეს, ქალაქიდან უკვე 15 წელზე მეტია წამოსული ვარ. მადლობა კომენტარისთვის.
Deleteსაოცარია..დღრს ვუყვებოდი ჩემს არაქუთაისელ, ქუთაისზე შეყვარებული მეგობარს გაბრიაძის ქუთაისზე..ჩიტი ბორიაზე...ჩემი გაზაფხულის შემოდგომაზე...ახლა ლიზიკო გაბუნიაზეც მოვუყვები...აქაც რამდრნი ხართ(ვართ) ქუთაისიდან წამოსულები და თან იქ მყოფები,...გაბრიაძის გამთბარი გული კენტარების კითხვამ მთლად ამიდუღა....მადლობა!
ReplyDeleteდიდი მადლობა, თქვენ, ასეთი კომენტარისთვის. :))
Deleteბოდიშს მოვიხდი, "ვახ ჩემი" უნებურად ასე ვთქვი, როცა კითხვა დავამთავრე :) ღმერთმა კარგად გვიმყოფოს ეს დიდი კაცი. დიდი მადლობა მას, "იმ" ქუთაისის უკვდავყოფისათვის
ReplyDeleteნიჭიერება ბედნიერებაა
ReplyDeletehttp://news.ge/ge/news/story/132377-aka-morchiladze-qutaisze-rogor-unda-davtsero...
ReplyDeleteრამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო,ვიცი - არასოდეს მომბეზრდება!
ReplyDelete