Tuesday, April 04, 2006

სიგარეტები (Blackfield - Blackfield © 2004)

„ზოგჯერ ხდება ხოლმე, მიდიხარ შენთვის ქუჩაში, სიგარეტს ეწევი, ძალაუნებურად გამვლელთა ფეხებს აკვირდები და თავჩაქინდრული ათას რამეზე ფიქრობ. ფიქრობ რისი უფრო გეშინია, საკუთარი თავის თუ თავად შიშის. ამ დროს რაღაც ზებუნებრივი თუ ქვებუნებრივი, ერთი სიტყვით, არაბუნებრივი, არამიწიერი ძალა თავს მაღლა გაწევინებს და შენკენ მომავალ ხალხის ნაკადს აკვირდები. ოღონდ როგორ იცით? აი, კონკრეტულად არავის არ უყურებ. ამ დროს ყველაფერს შავ-თეთრად გრძნობ და არც კი ფიქრობ იმაზე, თუ რატომაა ყველაფერი ასეთი ბაცი. ადამიანები რა შუაში არიან, ისინიც ხომ შენსავით ქუჩაში დაეხეტებიან და იმ წუთას იქნებ ისეთ რამეზე ფიქრობენ, რაზეც შენ და იქნებ სწორედ ამიტომ ვერ გრძნობ მათ შორის სხვაობას. ამას მოსდევს სიგარეტის გადაფერფლება. ამ დროს სიგარეტის ღერი განზე გაწიე და ეცადე ერთხელ მაინც, რაც შეიძლება ელეგანტურად დააფერფლო ცოდვილ ასფალტზე. ელეგანტურად, ანუ არა ფრჩხილისკვრით, როგორც ჩვენს ქალაქშია მიღებული, არამედ არისტოკრატულად, როგორც ფილმებშია – საჩვენებელი თითის წვერის ნაზი დაკაკუნებით. თუ პირველი შეხებით საკმაოდ მოგრძო ფერფლი არ ჩამოვარდა, მეორეჯერ წაუთაქე.

ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება შენს ირგვლივ ხმაური შესაძლოა მოულოდნელად გაქრეს, ყველა და ყველაფერი დადუმდეს. ხმაური იმდენად ბუნებრივადაა შენს ტვინსა და სხეულში გაჯერებული, რომ მის გარეშე არსებობა ალბათ სასწაული იქნებოდა ისევე, როგორც ვიღაც რომაელი ცენტურიონისთვის დღევანდელ თბილისზე დაყურადება. არადა ხმაური იმისთვისაა ხმაური, რომ ყურადღებას მიიქციოს, შეგაჯანჯღაროს, გამოგაფხიზლოს თითქოს, მაგრამ არა დღევანდელ თბილისში, ალბათ მსოფლიოს არც სხვა მილიონიან ქალაქში. ხმაურობენ ადამიანები, მანქანები, მაღაზიები და ფეხსაცმელები. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხმაური უეცრად გაქრეს შენი ტვინიდან?

ხმაურობს ტვინიც, თითქოს მასში ვიღაც ზის და „გალუაზ ბლონდს“ აბოლებს. გაბურულია, დანისლულია აზრიც. კრიზისია. ვინ მადლიანი დააყენებს ორპირ ქარს, რომ ყველაფერი კარგად გაანიავოს? ორივე ხელების ფრჩხილებით საფეთქლის წვალება საქმეს არ შველის. იმ ოხერს ფეხი ფეხზე აქვს შემოდებული და ჯიბრზე უფრო მეტ კვამლს უშვებს, თანაც ელეგანტურად, რგოლებსაც კი კრავს. სწორედ ამ დროს ვიღაც გიღიმის მოწყალედ.

ოხ, როგორ გეზიზღება ზოგიერთის მოწყალე ღიმილი. ამ დროს ისინი შენ კი არა საკუთარ თავებს უღიმიან. არ გიყვარს მათი ნაძალადევი სიცილი. ამ დროს შენ დაგცინიან. შენც იცინი – მათ დასცინი, საკუთარ თავზეც იცინი, ყველასნაირი ხარ და საკუთარ თავს დაცინი. არადა, შეიძლება ამდენი ადამიანური ენერგიის დახარჯვა ზიზღზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე? უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არა გაქვთ? ხო! არ შეიძლება მოფერება, ალერსი, კოცნა, გაბრაზებაც კი, ამას ყველაფერს ენერგია მიაქვს. ზედაპირული და „სმაილიკური“ კიდევ შეიძლება, თითს აჭერ რაღაცას და მორჩა. რაც მეტს ლაპარაკობთ, ერთმანეთს მით უფრო შორდებით, მით მეტად აღარ განიცდით ერთმანეთს და სწორედ ამ განცდების გეშინიათ. თუ ამ განცდების დაკარგვის გეშინიათ, მოდი ნუღა ილაპარაკებთ, საერთოდ ნუ შეხვდებით ერთმანეთს, რადგან განცდის, გრძნობების დრო არა გაქვთ, სითბო კიდევ პაპსაა, არ არის საჭირო.
სიგარეტი ასწორებს ბლინ. იმიტომ, რომ მაგარი ჩიტობაა. რაც მეტი ჩიტობაა ირგვლივ, მით უფრო გბეზრდება ყველაფერი და ახალს ეძებ. გაუმარჯოს ჩიტობებს!“

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Blackfield - Blackfield © 2004

ულამაზესი მუსიკა. პორკუპაინების (იხ. ქვედა თემა) ნათესავი ჯგუფი.

















Steve Wilson: guitars and vocals
Aviv Geffen: guitars and vocals
Daniel Salomon: keyboards and backing vocals
Thoma from Brussel: drums
Seffy Efrati: bass.

















Blackfield ჯგუფის ჯერ–ჯერობით ერთადერთი ოფიციალური ალბომია (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სინგლებს)




















01. Open Mind
02. Blackfield
03. Glow
04. Scars
05. Lullaby
06. Pain
07. Summer
08. Cloudy Now
09. The Hole In Me
10. Hello

ხანგრძლივობა: 36:50
ხარისხი: 320 kb/ps
"წონა": 74.1 MB

გადაწერე:
Blackfield - Blackfield © 2004 

5 comments:

  1. porcupinebi imedia ar mickenen, tu vitkvi rom Blackfield mirchevnia bevr mat alboms. (in absentia-s ar vexebi :) Blackfield, Scars da Hello voobshe otpad. mokled ebrauli sisxli Porcupinebshi tavisas shveba. zlieri albomia!

    ReplyDelete
  2. um, i have a feeling i've known you for a long time. i don't know what it is.

    ReplyDelete
  3. Paranoid
    Thanks. That's good. :)

    koraiorom
    ამ ბოლო დღეებში სულ მაგას ვუსმენ, ძალიან მომეწონა რასაც ქვია.

    ReplyDelete
  4. no problem is no problem ;)

    ReplyDelete