"Young Girls Dreaming Of Beautiful Deaths... I Am Only Bone I Waited For Peace And Here Is My Peace"
-Brian Eno-
– ნინ, მე ვარ, გოგა.
– ჰო, როგორა ხარ?
– როგორ უნდა ვიყო ამ წვიმაში? როგორც იქნა მოვრჩი საქმეებს.
– ფრთხილად. არ მიყვარს წვიმა.
– ვეცდები ფრთხილად ვატარო. შენ როგორა ხარ?
– რავი, ვარ რა. რაღაც მინდა მერე გითხრა. შეგხვდები.
– მოხდა რამე? ტფუი, ყველა დეგენერატი როგორ უნდა იჯდეს საჭესთან! კინაღამ დამარტყა!
– ფრთხილად იარე.
– ხო ნინ, შუქნიშანთან ვდგავარ. აბა ახლა მითხარი რა მოხდა?
– ჯანდაბა! დაიკიდე, მერე მოგიყვები.
– ხოდა რას მომიყვები, კარგი ამბავია რამე?
– არ ვიცი...
– გთხოვ.
– მეშინია.
– ორსულად ხომ არ ხარ?
– ეგღა მაკლია.
– მაშინ დაიკიდე.
– ვერ დავიკიდებ.
– მაშინ გადააგდე.
– რაა?
– თუ ვერ დაიკიდებ გადააგდე–მეთქი და მე დავიჭერ. ხი–ხი–ხი.
– ხოო...
– გამოგივლი და სადმე წავიდეთ, კაი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ.
– არა გოგა, არ მინდა ჩემთან მოხვიდე. ვერც ვერსად წამოგყვები.
– რატომ, ბევრი საქმე გაქვს?
– არა.
– ახლა ამოვუხვევ შენსკენ. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. მომენატრა შენთან ერთად ყოფნა.
– მეტი არაფერი?
– ნუ, კიდევ სხვა რაღაცეებიც... ხი–ხი–ხი!
– შენი ყოფილი არ გენატრება?
– კაი რა, ნუ იცი ხოლმე ასე. ყოფილი ყოფილია და მორჩა. 2 წლის განმავლობაში არ დაიღალე ამ კითხვით? სადღაც 3 წუთში შენთან ვიქნები და კარი გაღებული დამხვდეს.
– აუ, არ ამოხვიდე რა გოგ, აი, გეხვეწები. მერე გეტყვი რა.
– ამდენი ახნსნა–განმარტება არაა საჭირო. ისე ვინმე არის შენთან?
– არა, აბსოლუტურად მარტო ვარ.
– ხოდა, ძალიანაც კარგი. მაშინ მოვალ, გავერთოთ სადმე და ვილაპარაკოთ კიდეც.
– არა–მეთქი! თავი გამანებე! დღეს არაფერი არ შემიძლია.
– ჰმ, მეჩხუბები? რა საინტერესოა... აი, ცოტაც და შენთან ვიქნები.
– არ ამოხვიდე ჩემთან ვერ შეგხვდები, სხვასთან ვარ უკვე გესმის? ანუ, სხვა მიყვარს. გადავწყვიტე მასთან დავრჩე.
– ...
– გოგა ხმა ამოიღე! დღეს არ მინდოდა ამის თქმა, მაპატიე.
– დიდი ხანია რაც ერთმანეთს ხვდებით?
– 2 თვეზე მეტია. შენ მასზე ყველანაირად და ბევრად უფრო კარგი ხარ, მაგრამ ის მე ახლა მჭირდება გესმის?! ბლინ, მათქმევინე რა მაინც!
– აქამდე რატომ არ მითხარი?
– ყველა მაგას მეუბნებოდა, მთელი ჩემი და შენი სამეგობრო, ნუ აწვალებ, უთხარიო, მაგრამ, არ ვიცი... ისე შეგეჩვიე ვეღარ მოვაბი თავი.
– ხოო... ისე გესიამოვნება შენი გულისთვის ვინმე რომ მოკვდეს? აი, თქვი გულახდილად. ხო მაგარი იქნება? ყველა შენ დაგამშვიდებს, მოგიალერსებს. ის შენი რჩეული ხო ვაბშე თან გადაგყვება...
– გაჩუმდი, რა სისულელეებს ლაპარაკობ!!! მერე სინდისი ხომ მთელი ცხოვრება დამტანჯავს?
– ცოტა ხნით მხოლოდ. ყველაფერს გადაიტან.
– და ვინ უნდა მოკვდეს ასეთი ჩემი გულისთვის?
– აი, მაგალითად მე. ვთქვათ, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დავიღუპები. ეგრევე ლაპარაკს დაიწყებენ, რომ იმ შტერმა გოგომ დაღუპაო. ყველამ იცის, რომ 2 წელი ერთად ვიყავით. მერე გააანალიზებენ და მიხვდებიან, რომ შენ არაფერ შუაში ხარ... მარტო ერთი თვე ვემახსოვრები ყველას, მერე დამივიწყებენ, მხოლოდ სუფრაზე გამიხსენებენ და აღდგომას, კაი ბიჭი იყოო გოგაო იტყვიან. თუმცა დააყოლებენ სისულელე გააკეთა ქალის გულისთვისო. შენც დამივიწყებ. ასეთ რამეს ცოცხალი ვერ გადავიტან, ამიტომ მირჩევნია მოვკვდე და მკვდარი დამივიწყო.
– რა საშინელებებს ლაპარაკობ გოგა. გაჩუმდი გეხვეწები. რა დაგიშავე ასეთი?
– ხო, უბრალო ავტოსაგზაო შემთხვევა იქნება. ავარიის მერე პოლიცია ჩემს მობილურზე გამავალ და შემომავალ ზარებს ნახავს, ესემესებს დაათვალიერებს. „გამავალებში“ ბოლო ზარი შენთან იქნება გაკეთებული. ხოდა შეიძლება დაგირეკონ, მარა მარტო ერთხელ შეგაწუხებენ. მერე დაისვენებ საერთოდ ჩემგან. აი, სპიდომეტრი უკვე 120–ს აჩვენებს. ძალიან მიყვარხარ!
– მე შენგან ვერასოდეს დავისვენებ, ცოტა ფრთხილად და მოკეტე ახლავე!!! მაპატიე გთხოვ!
– ....
– ეს რა ხმა იყო? გოგა, რა ხდება? დაეჯახე რამეს? გოგააააააა!
Download:
Archive - Taste Of Blood (from share.boom.ge)
Archive - Taste Of Blood (from rapidshare.com)
არადა რო კითხო
ReplyDeleteქალია უტვინო და ქალი გააკეთეს ნეკნისგანო.
საცოდავი კი არა დებილი ყოფილა.
anyway გამაჟრიალა, მარა რაღაც ზიზღიც ვიგრძენი.
მაინც არ მგონია რო ასე იყო, ალბათ ძაან შეიჭრა როლებში და შემთხვევით მოყვა ავარიაში.
ღმერთმა ქნას, ეგება გადარჩა კიდეც. .)
ReplyDeleteOMG
ReplyDeleteWTF
მეც გამაჟრიალა... :(
არ მინდა ასეთი რამე რომ მოხდეს...
Женщина кукла ра :ИЕС:
ReplyDeleteდა რომელია ახლა მაგათში ეგოისტი?
ReplyDeleteაუ,ამას რომ ვკითხულობდი ფანჯრებთან რაღაც მანქანამ საშინლას წაატორმუზა და ისეთი ხმა იყო კინაღამ თმები გამითეთრდა :(((((
ReplyDelete:-)) კაია
ReplyDeletehm...
ReplyDeletetough
ar ghirs
aravistvis da arafristvis sicocxlis datoveba !