Sunday, April 15, 2007

Unknown Graves

J.S.Bach - Praludien VIII - es-moll
J.S.Bach - Prelude & Fugue No. 14 in F-sharp minor


All photos by © humanoidi (ERM0NIA)
Story by
© Kristine Robaqidze

„გზააბნეული ღამურის გადაფრენამ მამცნო საღამო. ნაცნობ სივრცეს დავუბრუნდი. ლამაზია სასაფლაო ლურჯებში. ორი წამის წინ შემთხვევით შევნიშნე, როგორ ამოძვრა უსუსური მწერი მიწიდან. ჩანს წარმატებით გაართვა თავი მოვალეობას.. ვუმზერ ამ პატარა არსებას, რომელიც ახლახანს მოვათავსე ხელის გულზე. მის თეთრ ტანს საღამო ცის ფერს ჩუქნის. მე ვუმზერ მას, როგორც პოეტი ახალდაწერილ სტრიქონს, ფიზიკოსი ახალაღმოჩენილ კანონს, მხატვარი ახალდამთავრებულ ტილოს. მე ვუმზერ მას, როგორც აღმოჩენას. მატლს – ასეთ მარტივს. ვხვდები, რომ სირთულის კულმინაცია სიმარტივეა. ვუმზერ მას, რომელიც ჩემს კანზე განგების ცინიკურ ღიმილად დაუხატავთ. ვუმზერ და მიკვირს, რატომ დადის ყველაფერი საბოლოოდ მატლამდე. მეც, შენც, ისიც, ყვავილიც, მეფეც, დედოფალიც, აინშტაინიც, მაკედონელიც, ამდენი თბილი, თუ ცივი გულიც, ამდენი უსაყვარლესი დედის ხელებიც, ფურცელიც, რომელიც ზოგჯერ ისტორიას იტევს, გრძნობებით სავსე, მიუღწეველი, თუ მიღწეული ბარათიც, საუკუნეების წინანდელი ნახატიც და დამხატავიც, ტანსაცმელიც ადამიანთა სურნელით და სითბოთი სავსე, პურიც ჩვენი არსობისა. დედამიწაც. ყველაფერი სიწმინდის და წმინდანების გარდა. მატლსაც მატლი ჭამს. მერე ერთი გამარჯვებული ახლებს შობს, რათა თავადაც შეჭმული იქნას. ვუმზერ ამ უმწეო არსებას, რომელსაც თვალებიც ვერ ვუპოვე, რომ ჩავხედო. ვგვრძნობ როგორ აჟრჟოლებს მიწასა და ჰაერს ჩემი აღმოჩენა. მწყინს, მიხარია. გიმზერ შენ, ასე მარტივსა და ასე რთულს. გიმზერ უვიცი თვალებით და გისვამ უამრავ შეკითხვას, რომლებზეც პასუხს ოდნავი რხევით იძლევი. შენ, რომელიც შემდგომ ჩემთვის განკუთვნილ შთამომავლობას შობ და მაინც... სურვილიც არ მიჩნდება შენი განადგურების. საბოლოო გამარჯვება ხომ შენ გეკუთვნის. შენ, ასეთ უსუსურს, პატარას, ფუმფულას და უნაზესს... გაბრუნებ მიწაზე და თავისუფლებას გჩუქნი. შენ მიირწევი აუღელვებლად და ნაზად. გიმზერ სიყვარულითა და ზიზღით სავსე თვალებით. მეჩვენება, რომ ნაკვალევივით წარწერას ტოვებ – „შეხვედრამდე!“
© ქრისტინე რობაქიძე
ფრაგმენტი ნოველიდან „ინტერვიუ მატლთან“





































































































































































































































































































































12 comments:

  1. © ქრისტინე რობაქიძე
    ფრაგმენტი ნოველიდან „ინტერვიუ მატლთან“:)))))))




    wellcome back laSh : )

    ReplyDelete
  2. mZimea, mara momwons (:

    ReplyDelete
  3. ჟუტკა, ჟუტკა ტამ ჩემო კარგებო.

    ReplyDelete
  4. humanoidi пишет...
    ჟუტკა, ჟუტკა ტამ ჩემო კარგებო.
    not as much...

    ReplyDelete
  5. ნუ ხო... ზოგჯერ იქ ძალიან რომანტიკული გარემოცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ძალიან მთვრალია... მას "უხარია" და ფიქრობს, რომ მას ასეთი ბედი არა აქვს, რომ ის წყნარად და ბედნიერი მოკვდება თანაც არა ქუჩაში, რომ მის შემდეგ რაღაც რიცხვი კი არა, სახელი და გვარი მაინც დარჩება.

    ReplyDelete
  6. hum კაცმა არ იცის ვის რა დარჩება..
    ზოგჯერ ალბათ ნომრად ყოფნა ან საერთოდ უსახელ/უნომროდ ჯობს კიდეც...
    სიხარული კი კარგია ბრჭყალებში რომ ზის..

    ReplyDelete
  7. მაგ სასაფლაოს რომ ვხედავ სხვა რაღაცეებთან ერთად რატომღაც სულ მოცარტი მახსენდება.

    ReplyDelete
  8. lacrimosaს წერის პროცესში?
    ;)

    მეც მახსენდება ხოლმე, მაგრამ მის ნაწნავზე ჩამოკიდებულ/ჩაბღუჯული რომ ვიპყრობდი უკვდავთა სივრცეებს და იქაური სიცივე მაკვირვებ/მაკანკალებდა...

    ;))))

    ReplyDelete
  9. ნუ, უპატრონოტა სამარხში არ დაასაფლავეს? .)

    lacrimosa მოცარტისაც მაგარია და ისედაც... :D

    სიცივეების დრო წავიდა. ;)

    ReplyDelete
  10. არაფერიც არ წასულა
    პირიქით
    ;)

    ხო გჯერა ჩემი?

    ReplyDelete
  11. ნუ... ისეთი დროა ახლა, ძნელია ანონიმუსს არ დაუჯერო.
    ახლა ნაცნობების არ დაიჯერება მხოლოდ. :D .)

    ReplyDelete
  12. )))))))))))))))))))))))))

    ReplyDelete