Sunday, September 09, 2007

90-იანების ქართული როკი / 90's Georgian Rock

[From ERM0NIA's own home collection]

90-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ საქართველოში კულტურა პრაქტიკულად მოკვდა. მიუხედავად ამისა, უშუქობის, უფულობის და შიმშილობის პერიოდში ქვეყანაში დარჩენილი ქართველი როკმუსიკოსები მაინც ახერხებდნენ პროდუქციის შექმნას, რომელიც თუნდაც დღევანდელთან შედარებით, მეტად საინტერესო იყო. მართალია, ამ ჯგუფების უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ რამდენიმე თვეს არ აღემატებოდა, მაგრამ, უზარმაზარი ენთუზიაზმი არსებობდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ საქართველოში არსებობდა ორი ქალაქი, სადაც ამ მხრივ ყველაზე მეტი კეთდებოდა, – თბილისი და ქუთაისი.

ტოტალური სიღატაკის პერიოდში ამ ქალაქებში რამდენიმე საინტერესო ფესტივალი და აქცია მოეწყო, თუმცა ამჯერად მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენ. ბლოგზე ვტვირთავ იმ პერიოდის რამდენიმე უნიკალურ სიმღერას, რომელიც მარტო კასეტებზე მაქვს შემორჩენილი და რამდენადაც მოვიკვლიე, ციფრული ვერსიები აღარ არსებობს. ეს სიმღერები თავად გავაციფრულე. ამ სიმღერათაგან რამდენიმე პირველად გაჟღერდება.

================================================================

01-Outsider – ფეხსაცმელი (სტუდიური ვერსია) (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა ჩაწერილია კომპიუტერზე ცოცხალი დრამებით. ადგილი – ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფარი. ქალაქის ქვეშ, „ბომბაუბეჟიშეს“ უზარმაზარი ქსელის ერთ-ერთ ბუნკერში ჯგუფს ჰქონდა რეპეტიციები. ერთ მშვენიერ დღეს, მისი ბასისტის, საბა „ბასა“ კუპრაშვილის სამსახურის კომპიუტერზე ჩაიწერა ეს სიმღერა, რომლის დამუშავების დროს, მთელი მასალა წაიშალა. საბედნიეროდ, მანამდე ჩანაწერის გადატანა მოვასწარი კასეტაზე.

02-69 – მე ვერ ვიტან ქალს
ძალიან საინტერესო თბილისური ჯგუფი იყო, რომლის ფრონტმენიც უჩა ჩაჩხიანი, სამწუხაროდ, შარშან ზამთარში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ეს ნაკლებადცნობილი სიმღერა „მე ვერ ვიტან ქალს“ ყველაზე პანკური სულისკვეთების, მაგრამ ძალიან მელოდიური ქმნილებაა ჯგუფის არაპანკურ შემოქმედებაში.

03-სამეფო გზა – გასვლა (ქვეყნდება პირველად)
იმ პერიოდის ალბათ ერთადერთი პროგრესივ-როკული თბილისური ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტებმა, ლევან რამიშვილმა (გიტარა, კომპოზიციებისა და ტექსტის ავტორი) და გენო ჯოხიძემ (ვოკალი) გააკეთეს. ძალიან საოცარი და კარგი მუსიკაა.



















04-ლადო ბურდული – ჩემო მშვენიერო ლედი
ალბათ ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომლის მიხედვით გადაღებული კლიპი იმ დროს ხშირად გადიოდა ტელევიზიით.



 















05-ამორალი – იცეკვე ჩემთან
ეს თბილისური კოლექტივი (მისი ლიდერი გიო თოიძე) ყოველთვის ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს, თუმცა ახლა მას „წერილი“ ჰქვია. ჯგუფი ასრულებდა ძალიან მელოდიურ და მინორულ ლირიკულ პოსტპანკს. „იცეკვე ჩემთან“ შესანიშნავი სიმღერაა, რომლის გაშვებასაც, რადიოში მუშაობის დროს, ხშირად მთხოვდა მსმენელი.

06-ბუნკერი – წყალი (ქვეყნდება პირველად)
ერთ-ერთი ძველი ქუთაისური ჯგუფია (ფრონტმენი შალვა ცხვედიანი). ჯგუფმა რაღაც მანქანებით მოახერხა „მოტორჰედის“, „ოფსპრინგისა“ და ქართული პანკურ-მეტალისტური სულისკვეთების ერთმანეთში აღრევა და მეტად წარმატებითაც. სიმღერა „წყალი“, თუ არ ვცდები, Iggy Pop–ის ან David Bowie-სია. ყველა ვარიანტში, ყველაზე ცნობილ ვერსიას „Passenger“ Iggy Pop ასრულებს.



















07-Overbalance – მე რაღაცა მაქვსო
გიგა მიქაბერიძისა და მისი მეგობრების 90-იანი წლების თბილისური პროექტი. ეს სიმღერა ამ ჯგუფის ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო, რომლის მიხედვითაც გადაღებული კლიპიც არსებობდა.

08-მორეტა ბობოხიძე და რობი კუხიანიძე – დამანებეთ თავი (ქვეყნდება პირველად)
ქუთაისში ძალიან მცირე ხნით იარსება გოგონების ჯგუფმა „მედპერსონალი“, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო მორეტა ბობოხიძე. სიმღერა ცოცხლად ჩაწერილია „პირველი რადიოს“ სტუდიაში, როცა ცოცხალი ეთერისთვის მზადდებოდა ჯგუფ „აუტსაიდერის“ აკუსტიკური პროგრამა.


















09-ნუგზარ მამალაძე – უცნობი მოხუცი (ქვეყნდება პირველად)
სამწუხაროდ ეს მუსიკოსიც გარდაიცვალა 90-იანების დასაწყისში. ბევრი რამ მის შესახებ არ ვიცი, უბრალოდ, გამიგია, რომ თბილისური ჯგუფის „შანსის“ ბასგიტარისტი და ვოკალისტი იყო. ეს მოპინკფლოიდო სიმღერა აწგანსვენებული რადიოწამყვანის დარეჯან გულიაშვილის გადაცემაში „როკი ნაშუაღამევშიც“ აჟღერებულა.

10-Overbalance – ამ ჩვენს დროშებს თინიკო
უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან მხიარული და სახალისო სიმღერაა.

Genre, Stile: Rock
Size: 57.53 MB
Playtime: 42:28
Bitrate: 192 kb/s

Download:
ERM0NIA's Archive (90's Georgian Rock) [2007] 
Password: erm0nia

11 comments:

  1. მოკლედ, არქივარიუსი ხარ, ლაშ :D სამწუხაროდ შავ-თეთრ 90-იანებში არავინ ფიქრობდა, რომ წლების შემდეგ ბევრ ადამიანს მოენატრებოდა ის დრო.
    ვუსმენ. ბევრი ბევრი მადლობები შენ :)
    და მორეტა მომიკითხე :P

    ReplyDelete
  2. მოგიკითხავ აუცილებლად. ახლა მთებში სეირნობს. :D
    დიდი მადლობა. :) )))

    ReplyDelete
  3. ...თან როგორ ვეძებდი "მშვენიერ ლედის"

    ReplyDelete
  4. თუ ძალიან არ შეწუხდები იქნება Overbalance_ს სიმრერები ამიტვირთო : )

    ReplyDelete
  5. აქ რაცაა ატვირთული, იმის მეტი არცა მაქვს. .)

    ReplyDelete
  6. Lash privet. Iqneb xelmeored atvirto an mitxra saidan gadmovwero? Megaupload-dan cashlilia.
    :)

    ReplyDelete
  7. საღოლ ჰუმანოიდ, ძაან კარგ რაღაცეებს ჩითავ!

    ReplyDelete
  8. au 69-s rogor vedzebdiii!!! gaixareee dzalian didi madloba!! marto "me ver vitan qals" aris aq neta?.. sxvebic dzalian kargebi hqondat! samcuxaroa rom gardaicvala.. :(

    ReplyDelete
  9. au 69-s sxva simgerebs vipovni sadme?..

    ReplyDelete
  10. auu ra dro iyoo am simgerebs rom vusmendi.. da mere rogor gaqra titqos yvela.. :( arada kargi iyo!
    sad vipovnoo 69?..

    ReplyDelete
  11. ხელახლა აიტვირთა Mediafire-ზე.

    ReplyDelete