Wednesday, June 06, 2012

ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II © 2002 - 2003

[From ERM0NIA's own home collection]

ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის – გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 1990-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტის სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე: 

„ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, „ტიტანიკზე“, ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა.შ.

2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი „ქართული ტალღა-I“ და „ქართული ტალღა-II“ ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან „შუქი მოვიდა“) სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის „სიყვარულის ანგელოზოც“ ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი“.

მარტო ძველ ამბავს არ ვიხსენებ, – ეს ჩანაწერები ასეთი კარგი ხარისხით (320 kb/s) ჯერ არსად გამომიქვეყნებია. და კიდევ, პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის, „პულსის“ 3 სიმღერა – „მთვარე“, „გველი“ და „ცარიელი ჯიბე“, რომლებიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.

ქართული ტალღა I © 2002


01-Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02-გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03-Alco – Напёмся
04-ბურუსი – La-La-La-La
05-ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06-წამი – I Just Know Your Name
07-Raplix – შეჩერდი
08-გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09-Best History – ჩუ–ფუ
10-ბუნკერი – Смерть
11-Alco – Луна-Самка
12-ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13-ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14-გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15-წამი – You Are Wrong
16-Best History – ბურატინო
17-Machia & Co. – Apocalipsis
18-პულსი – მთვარე [Bonus]
19-პულსი – გველი [Bonus]
18-პულსი – ცარიელი ჯიბე [Bonus]


=============================================================

ქართული ტალღა II © 2003

01-გოგა ჟორჟოლაძე – Street Spirit
02-ბუნკერი – გზა შინისაკენ
03-Alco – Тупая Голова
04-Best History – ტაიფუნი ომარი
05-ლადო ბურდული – სიყვარულის ანგელოზო
06-Outsider & შუქი მოვიდა – კუს ტბა
07-ბურუსი – ლოთი ვოვა
08-გოგა ჟორჟოლაძე – Da-Da-Da
09-Outsider – ლოკავს
10-Best History – შეგჭამს
11-გოგა ჟორჟოლაძე – Livin In The Mirror
12-Best History – კაცი
13-Machia & Co – Tribunal 88

Genre: Rock
Stile: Alternative, Georgian Rock
Playtime (ორივე ალბომი): 1:51:34
Bitrate: 320 kb/s
Size (ორივე ალბომი): 241.14 MB

Download (both albums):
ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II [2002 - 2003]
Password: erm0nia


10 comments:

  1. ლაშა გაუმარჯოს!
    ამ ალბომის Download-ზე წერს:

    "Срок хранения файла истёк)"

    იქნებ სხვა Site-ზე ატვირთო რა კიდევ ერთხელ.
    მადლობა წინასწარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. არქივში კია, გიგა, მარა მაინც შეგიძლია გადმოწერა. მაგ წარწერის ქვემოთ მართკუთხედში ნახე წერია:
      Бесплатно

      Просмотреть сайт рекламодателей
      Ожидание 30 секунд

      მანდ აჭერ Скачать-ს და გადაგიყვანს ლინკებიან საიტზე, ნებისმიერს დააჭირე ხელი, დაელოდე 30 წამი (მარჯვენა ზედა კუთხეში ქაუნთდაუნს დაინახავ) და გადმოსაწერი ბმულიც გაიჩითება. ;)

      Delete
  2. Replies
    1. იწერს. ცოტა ზემოთ ჩემო კომენტარი წაიკითხე.

      Delete
  3. ERM0NIA, "პულსის" სხვა კომპოზიციები როგორ უნდა მოვიძიო, მაგ: "ამ კედელს იქით" ?

    ReplyDelete
    Replies
    1. „პულსმა“ ერთი არაოფიციალური ალბომი ჩაიწერა (რომლშიც ეგ სიმღერა არ შესულა) მარტო გოგასთან და ამწუთას ვერაფრით დაგეხმარებით. მაგ სიმღერას მხოლოდ კონცერტებზე უკრავდა.

      Delete
    2. სამწუხაროა.. მადლობ ყურადღებისათვის, მაინც..

      Delete
  4. თუ არშეწუხდებით განაახლეთ რა ლინკი, წაშლილია ფაილი.

    ReplyDelete
  5. გადმოსაწერი ბმული განახლებულია და „პულსის“ 3 სიმღერა პირველი ნაწილის ბონუსებად დავუმატე

    ReplyDelete