Friday, October 24, 2008

90-იანების კიდევ რამდენიმე უცნობი კომპოზიცია [1990-1992]

[From ERM0NIA's own home collection]

კასეტებზე კიდევ შემომრჩა გასაციფრულებელი უნიკალური ჩანაწერები. ახლა გთავაზობთ მაგნიტური ლენტიდან რამდენიმე ახლადგაციფრულებულ კომპოზიციას. უმრავლესობას პირველად მოუსმენთ.

01-გოგა ჟორჟოლაძე – მე კარგად ვიცი (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა გოგამ ჩაწერა ჰოლანდიაში ყოფნისას პროფესიონალურ სტუდიაში.





















 



02-გოგა ჟორჟოლაძე – მიძინებული მოგონებები (ქვეყნდება პირველად)
ჩაწერილია უბრალო კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზე ქუთაისში

03-Bajoo – დაგანახებ რეკორდს (ქვეყნდება პირველად)
04-Bajoo – აჭრა (ქვეყნდება პირველად)
05-Bajoo – მფრინავი ხალიჩა (ქვეყნდება პირველად)
06-Bajoo – მწვანე თხა (ქვეყნდება პირველად)
ეს 4 ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი რეპ-კომპოზიციებია, რომელიც საქართველოში ჩაიწერეს. სწორედ ექსპერიმენტულ-იუმორისტული რეპით დაიწყო ბაჯუმ საკუთარი სოლო კარიერა მას შემდეგ, რაც ჯგუფი "აუტსაიდერი" დატოვა, როგორც დრამერმა. სიმღერები ქუთაისის TV "რიონის" როკსტუდიაში კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზეა ჩაწერილი. ტრიოს შემადგენლობა იყო: ბაჯუ, შურა (შემდგომში "შავი პრინცი", "ძებნილი") და ჩიი (შემდგომში ჯგუფ Best History-ს ბას-გიტარისტი).



















07-Bajoo – შენშია ძაბვა, შენშია სისწრაფე (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
ეს კომპოზიცია (გენერაცია © Bajoo) ბაჯუმ ისრაელში ჩაწერა, რომლის მიხედვით TV "მე-2 არხმა" კლიპიც გადაიღო. ესაა ბაჯუს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკაში.

08-Genetic Code – Ready To Fly
სიმღერა შესულია ჯგუფის პირველ მაგნიტოალბომში.





















 




09-Bajoo & სერგი გვარჯალაძე – შიდსი (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
აღნიშნული დუეტი ჩაიწერა ქუთაისსა და თბილისში, რომლის მიხედვითაც ქუთაისის TV "რიონში" გადაიღეს ვიდეოკლიპი და TV "მე-2 არხზეც" აჩვენეს.

Genre, Stile: Rock, Rap, Electronic
Size: 45.3 MB
Playtime: 31:20
Bitrate: 224 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

2 comments:

  1. როგორც იტყვიან - ჯიგარი ხარ ძია ისიდორე. მაგრად მესიამოვნა.

    სულ მიკვირდა, რა ჭირად უნდა რომ აგროვებს ამ კასეტებს მეთქი, ხოდა თურმე რაში ყოფილა საქმე.

    დიდი მოკითხვებით,

    ბათუმი

    ReplyDelete
  2. Khantozavri
    ვაა, ბათუმში ხარ უკვე? :)
    სხვებიც გადაწერე, გაგისწორდება. .)))

    ReplyDelete