რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით, ერმონია ქუთაისის მფარველი ანგელოზია. ეს ფოტოც ქუთაისში შესვლამდე გადავიღე – ზესტაფონი-ქუთაისის ტრასაზე დიდი ელექტროსადგურია და იქ. ანგელოზები, რა თქმა უნდა ფოტოშოპით ჩავსვი. :D
გაბრიაძის გმირს, ერმონიას, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანისაგან ვერ განასხვავებ, პაპიროზსაც ეწევა, თეთრი შლაპა ახურავს–ხოლმე და დალამბული კოსტუმი აცვია. ზოგჯერ სახურავიდან ალუბლის კურკებს ესვრის გამვლელებს. :D კიდევ ბევრი თვისება აქვს ერმონიას, მაგრამ ამისთვის უმჯობესი იქნება გაბრიაძის წიგნები გადაიკითხო...
ასეა თუ ისე, დღეს იგი ვირტუალურად ბლოგოსფეროში დაიბადა. :)
უზომოდ....
ReplyDeleteუზომოდ...
მართლა უზომოდ გამიხარდა შენი დაბრუნება...
ყოველდღე შემოვდიოდი შენს ბლოგში იქნებ აღადგინამეთქი.
მეც რათქმაუნდა დაგამატე...
welcome back :*
ReplyDeleteჩამოვყევი და შევისრუტე პოსტები და მუსიკა. და პირიქით (:
ReplyDelete