Wednesday, December 24, 2008

ჟან ბოდრიარი და ახალ ვირტუალურ გაზეთზე

"გაქრნენ ძლიერი მისწრაფებები და დადებითი, არჩევითი, ატრაქტიული ხასიათის აღტყინება. რაღაც იდუმალი ფაქტორის მოქმედების შედეგად გაქრა გემოვნება, სურვილები, ისევე როგორც ნება. პირიქით, ბოროტი ნება კრისტალიზდა, უარყოფისა და ზიზღის გრძნობა კი საგრძნობლად გაიზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ვითარება წარმოადგენს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იგი იწვევს ჩვენში ალერგიულ რეაქციას, რომელიც სურვილის ადგილს იკავებს; აქედან მოდის ჩვენი ცხოვრებით განპირობებული უკურეაქცია ყველაფერზე, რაც გარშემოა; ადამიანს აღარა აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი. ესაა სუფთა, წმინდა წყლის უარყოფა. ჩვენს დროში სიმპათიებმა დაკარგა თავისი კონკრეტულობა, გარკვეული და ცხადი მხოლოდ ზიზღის გრძნობაა. აღარ ვიცით, თუ რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა. ადამიანის საქციელი (და ავადმყოფობაც) სულ უფრო კარგავს "ობიექტურ" მოტივაციას; ყველაზე ხშირად ისინი უარყოფის ამა თუ იმ ფორმიდან მომდინარეობენ, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და ენერგიაზე ნებისმიერი საშუალებით. შესაბამისად, მათ საფუძველში ერთგვარი ეკზორციზმი დევს და არა მოღვაწეობის ესა თუ ის პრინციპი. ეკზორციზმის ამგვარი ახალი ფორმა (რომელსაც მაგიური კონოტაცია ახლავს) საკუთარ თავზეა მიმართული და ამავე დროს სხვებზეც, ანუ "სხვაზე". იგი შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და შესაძლოა ბოროტების პრინციპის სრულიად ახალ ფორმასაც წარმოადგენს?!"...

ჟან ბოდრიარი - ქალაქი და სიძულვილი
























მიუხედავად სირთულეებისა და ვირტუალური რებრენდიგისა, გადავწყვიტე საკუთარი ვირტუალური გაზეთი გავაკეთო, რომელიც აქ იქნება (დააწკაპუნე). ეს გაზეთი ჩემი ვოლონტიორული სურვილია.

დღეს იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, გული დამწყდა, რომ მათ არავინ იცნობს და არც არავინ ცდილობს დარეკლამებას. ეს მხატვრები და მუსიკოსები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ბოდრიარის სიტყვები, რაც თემის დასაწყისში მოვიყვანე, ამ ადამიანებს ნაკლებად ეხებათ. მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ აღტყინებისა და ბავშვური ღიმილის უნარი. გემოვნებაც აქვთ და ბევრი სურვილებიც, არც საკუთარ ენერგიებზე უთქვამთ უარი. პლიუს იციან, რაც უნდათ და სამყაროს თუნდაც მცირედ შეცვლაც სურთ. ჩემი გაზეთის სტუმრები იქნებიან ჯერ კიდევ უცნობი და ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, კიდევ სხვა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები.
წარმატებები გვისურვეთ.

No comments:

Post a Comment