შემოდგომა რომ ძალიან მიყვარს, ამის მტკიცებას არ შევუდგები. ესაა სეზონი, როცა ჰაერი ძალიან გამჭვირვალეა და ყველაფერი მკვეთრად ჩანს... ბუნების ლამაზ ფერებზე, მწიფე ხილის სუნებზე და სხვა ბევრ კარგ სეზონურ რამეებზე აღარაფერს ვამბობ... ეს ფოტოები ჩვენი ერთობლივი ხეტიალის დროსაა გადაღებული, ძირითადად, თბილისის შემოგარენში. ლისის ტბას მაინც გამოვყოფდი სხვებისგან. იგი ჩვენი საყვარელი სასეირნო ადგილია. წელიწადის ყველა სეზონზე თავისებურად მიმზიდველია. აქ, თუნდაც კუს ტბასთან შედარებით, ნამეტანი სიმშვიდეა და ჩემი აზრით, ბევრად უფრო ლამაზია...
თიკოს შემოდგომაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ჰო, კიდევ... 23 ოქტომბერს ჩემი ბლოგი ზუსტად 8 წლის გახდა. არც ვულოცავ არაფერი, ბლოგია რა. უბრალოდ გამახსენდა. ესეც პირველი პოსტი. მაშინ ბლოგს „ჰუმანოიდის სახლი“ ერქვა და სხვა მისამართზე იყო...
თიკოს შემოდგომაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ჰო, კიდევ... 23 ოქტომბერს ჩემი ბლოგი ზუსტად 8 წლის გახდა. არც ვულოცავ არაფერი, ბლოგია რა. უბრალოდ გამახსენდა. ესეც პირველი პოსტი. მაშინ ბლოგს „ჰუმანოიდის სახლი“ ერქვა და სხვა მისამართზე იყო...
ლაშ, გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს :)
ReplyDeleteლაშ, მეც ძალიან მიყვარს შემოდგომა <3 ფოტოები ძალიან მომეწონა!
ReplyDeleteდიდი მადლობა მეგობრებო! :))
ReplyDeleteრა კარგი ფოტოებია! <3
ReplyDeleteგმადლობ, ლიკა. :))
Deleteკიდევ ბევრი წელი იყოს ეს ბლოგი და მრავალი საინტერესო პოსტი ჰქონოდეს :))))
ReplyDeleteNice pics ^^
იხარე, ნინო! :))
Deletemec miyvars shemdgoma da ra samcuxaroa rom ase cotxans grdzeldeba.
ReplyDeleteსიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც მარადიული შემოდგომაა, მარა სადაა რო? :))
Deleteსაოცრად ლამაზი ფოტოებია....
ReplyDeleteიცოცხლე, ნინო. :))
Deleteთიკოს შემოდგომაც ძალიან მიყვარს და შენიც.
ReplyDeleteძალიან მიყვარხართ ორივე. არადა რა პატარაა ეს თბილისი, თიკო რომ გავიცანი, საერთოდ არ ვიცოდი, შენი მეუღლე რომ იყო. რამდენიმე კვირის წინ გავიცანი სოფის ბლოგზე. მაშინ ვფიქრობდი, ნეტავ ვინაა ეს გოგო, ბლოგერიცაა, ტვიტერელიც, გპლუსელიც და მე არ ვიცნობ. ხოდა სასწრაფოდ გავიცანი და საოცრად მოვიხიბლე. შემდეგ შენი ბლოგის ლინკი ედო ბლოგზე და გამეცინა. :)))))
ამასწინათ მითხრა კიდევაც, ლისის ტბაზე ვსეირნობთ და შემოგვიერთდიო. მაგრამ ამ კბილების გადამკიდე, სახლიდან ვერ გავდიოდი. ხოდა ლისი მართლა სჯობს კუს ტბას. სიმშვიდე და სიწყნარეა.
ვაა, ეს ნახე რა. შენ იცი რომ ჩემი ბლოგის ზუსტად 23 ოქტომბერს გახდა 6 წლის? :D ასეთ დამთხვევას არ ველოდი. აი პოსტიც. http://k84u.com/2013/10/23/happy-birthday/
ხოდა გილოცავ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენც, თიკოსაც და ორთავეს ბლოგებსაც <3
ნამეტანი კაი გოგო ხარ შენ, ქეით! მითხრა თიკომ, ქეთი მოვიპატიჟე სასეირნოდო... დიდი მადლობა, ასეთი თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი სიტყვებისთვის. :))
Deleteკარგი მე კი არა, თვენ ხართ კარგები. პირიქით, მადლობა თქვენ, რომ წერთ. სულ მაბედნიერებს თქვენთან ურთიერთობა. მე და თიკო ძირითადად ტვიტერზე ვჭორაობთ ხოლმე. გერმანიიდან სოფო გვიერთდება და ჭკუაზე არ ვართ. იმ დღეს ჯული დელფი და ეთან ჰოუკი გავჭორეთ და ასე :D
Deleteჰაჰაჰა, მაგრად გავჭორეთ! :))) <3
Deleteნამდვილად :D
Delete