Tuesday, May 25, 2010

ნარკოტიკებით დაღუპული მუსიკოსები

1955 – ჩარლი პარკერი (Charlie Parker Jr.) – სახელგანთქმული ჯაზ-საქსოფონისტი, ჰეროინზე „იჯდა“, გარდაიცვალა 34 წლის ასაკში. ექიმმა, რომელმაც მუსიკოსის სიკვდილი დააფიქსირა, ჩათვალა, რომ პარკერი 70 წლის იყო.

1967 – ბრაიან ეპსტეინი (Brian Samuel Epstein) – „ბითლზის“ მენეჯერი. 32 წლისა დაიღუპა ბარბიტურატების ზედმეტი დოზით.

1969 – ბრაიან ჯონსი (Lewis Brian Hopkin Jones) – „როლინგ სტოუნზის“ გიტარისტი. დაიღუპა 27 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედმეტი დოზით.

1970 – ჯიმი ჰენდრიქსი (Johnny Allen Hendrix) – 60-იანი წლების საკულტო მუსიკოსი. მოიხმარდა ჰეროინს. დაიღუპა საავადმყოფოს გზაზე. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ძილისმომგვრელი საშუალებების ზედმეტი დოზა დასახელდა. იგი 27 წლის იყო.

1970 – ჯენის ჯოპლინი (Janis Lyn Joplin) – 60-იანი წლების მიწურულის საკულტო მომღერალი ქალი. 27 წლისა დაიღუპა ჰეროინის დიდი დოზით.

1971 – ჯიმ მორისონი (James Douglas Morrison) – ჯგუფ Doors-ის ფრონტმენი, 27 წლის. დაიღუპა გულის შეტევით, რომელიც გამოწვეული იყო ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტი მოხმარებით.

1973 – გრემ პარსონსი (Ingram Cecil Connor III) – ჯგუფ Byrds-ის მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი. 26 წლისა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით დაიღუპა.

1975 – ტომი ბოლინი (Thomas Richard „Tommy“ Bolin) – ჯგუფ Deep Purple-ის გიტარისტი. 25 წლის დაიღუპა ჰეროინის დიდი დოზით.

1975 – ტიმ ბაკლი (Timothy Charles Buckley III) – მუსიკოსი. გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზა. 28 წლის იყო.

1977 – ელვის პრესლი (Elvis Aaron Presley) – 42 წლისა გარდაიცვალა გულის შეტევით, რომელიც გამოიწვია ბარბიტურატების დიდმა დოზამ.

1978 – კიტ მუნი (Keith John Moon) – The Who-ს დრამერი. 32 წლის ასაკში მისი სიკვდილის მიზეზი ჰეროინი და ალკოჰოლი გახდა.

1979 – სიდ ვიშეზი (John Simon Ritchie) – პანკ-ჯგუფ Sex Pistols-ის ბასისტი. გარდაიცვალა ჰეროინის ზედმეტი დოზით 21 წლის ასაკში.

1980 – ჯონ ბონემი (John Henry Bonham) – ჯგუფ Led Zeppelin-ის 32 წლის დრამერი. გარდაიცვალა ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზედმეტი დოზით.

1980 – ბონ სკოტი (Ronald Belford Scott) – ჯგუფ AC/DC-ის ვოკალისტი. დაიღუპა ჰეროინისა და ალკოჰოლის ზედმეტი დოზით 33 წლის ასაკში.

1980 – იან კურტისი (Ian Kevin Curtis) – ჯგუფ Joy Division-ის ფრონტმენი. 23 წლისამ, ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშ, საკუთარ სახლში ჩართული ვიდეოკამერის წინ თავი ჩამოიხრჩო.

1982 – ჯეიმს ჰანიმენ-სკოტი (James Honeyman Scott) – ჯგუფ Pretenders-ის ბასისტი და კლავიშისტი. ჰეროინის ზედმეტი დოზით 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1983 – პიტ ფარნდონი (Pete Farndon) – Pretenders-ის გიტარისტი. 30 წლისა დაიღუპა ჰეროინის დიდი დოზით.

1988 – ჰილელ სლოვაკი (Hillel Slovak) – ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის გიტარისტი. გარდაიცვალა ჰეროინის ზედმეტი დოზით. იყო 26 წლის.

1988 – ნიკო (Christa Päffgen) – ჯგუფ The Velvet Underground-ის მომღერალი ქალი. 49 წლის ასაკში დაიღუპა ქალა-ტვინის ტრამვით (ველოსიპედიდან გადმოვარდა), რომელიც გამოწვეული იყო ნარკოტიკული სიმთვრალით.

1991 – სტივ კლარკი (Stephen Maynard Clark) – ჯგუფ Def Leppard-ის გიტარისტი. 30 წლის გარდაიცვალა ჰეროინისა და კოკაინის ზედმეტი დოზით.

1993 – ჯი ჯი ელინი (Jesus Christ „GG“ Allin) – ამერიკელი პანკ-როკერი. დაიღუპა ჰეროინისა და კოკაინის ნარევის ზედმეტი დოზით. იყო 30 წლის.

1994 – კურტ კობეინი (Kurt Donald Cobain) – ჯგუფ Nirvana-ს ფრონტმენი. ჰეროინული დეპრესიის დროს თავი მოიკლა 27 წლის ასაკში.

1994 – კრისტენ პფაფი (Kristen Pfaff) – ჯგუფ Hole-ს ბას–გიტარისტი ქალი. 27 წლისა გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით.

1995 – შენონ ჰუნი (Richard Shannon Hoon) – ჯგუფ Blind Melon-ის ვოკალისტი. ჰეროინის ზედმეტი დოზით პირდაპირ საგასტროლო აბტობუსში გარდაიცვალა. იგი 28 წლის იყო.

1995 – დუაინ გიოტელი (Dwayne Rudolph Goettel) – ინდასტრიალ-ჯგუფ Skinny Puppy-ის კლავიშისტი. 31 წლისა ჰეროინის დიდი დოზით გარდაიცვალა ედმონტონში, კანადაში.

1996 – რიჩარდ ჯეიმს ედვარდსი (Richard James Edwards) – ჯგუფ Manic Street Preacher-ის გიტარისტი. იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. 27 წლისა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დღემდე ეძებენ.

1997 – მაიკლ ჰაჩენსი (Michael Kelland John Hutchence) – ავსტრალიური ჯგუფის INXS-ის ფრონტმენი. 37 წლის ასაკში ოტელის ნომერში თავი ჩამოიხრჩო. მუსიკოსის სიხლში წამლების, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ნაზავი აღმოაჩინეს.

1998 – როზ უილიამსი (Roger Alan Painter) – ჯგუფ Christian Death-ის ვოკალისტი და ბასისტი. 34 წლისამ ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

1998 – რობ პილატუსი (Robert Pilatus) – პოპ-დუეტ Milli Vanilli-ს ერთ-ერთი წევრი. გარდაიცვალა 32 წლისა. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკები და ალკოჰოლი დასახელდა.

2000 – პოლა იეტსი (Paula Elizabeth Yates) – INXS-ის გარდაცვლილი ვოკალისტის მაიკ ჰაჩენსის მეგობარი ქალი, ბობ გელდოფის ექს-ცოლი, ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და მწერალი. 40 წლის ასაკში ჰეროინის ზედმეტი დოზით დაიღუპა ლონდონში, საკუთარ სახლში.

4 comments:

  1. ეს 27 რა საბედისწერო ასაკია,თითქმის უმრავლესობა ამა ასაკში მიიცვალა...:) :(

    ReplyDelete
  2. ყველაზე მეტად ამათგან კურტსა და ელვისზე მწყდება გული. ააა და კიდევ 2 ქართველ მუსიკოსზე.




    ამ მამა-შვილ ბაკლი-ებს რა საშინელი ბედი ჰქონდათ. :((

    ReplyDelete
  3. ჯონ ბონემი არ გარდაცვლილა ოვერდოზით. გარდაიცვალა ძილში ასფიქსიით, ბევრი სმისა და ჭამისგან. სანამ დაწერთ რამეს, ჯერ გადაამოწმოთ ჯობია.

    ReplyDelete