Wednesday, February 10, 2010

ქალების სამარცხვინო სასჯელი, ანუ როგორ არჯულებდნენ ჭირვეულებს

Scold’s bridle – ესაა რკინის ნიღაბი (აღვირი, ლაგამი, ალიკაპი), რომლის საშუალებითაც ჭორიკანა ქალებს სჯიდნენ.

























პირველი წყარო, რომელიც გვამცნობს ამ საშუალებით ქალების დასჯის შესახებ 1567 წლით თარიღდება და იგი შოტლანდიურია. შოტლანდიიდან ეს მეთოდი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი ამერიკაშიც გავრცელდა.
























თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა ენაჭარტალა ცოლების „ჭკუაზე მოსაყვანად“, მოგვიანებით კი ამ მეთოდით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სხვა საქციელების გამოც სჯიდნენ. ხანდახან მათ თოკით ან ჯაჭვით სამარცხვინო ბოძზე მიაბამდნენ, ზოგჯერ კი ასე „გამოწყობილს“ ქალაქის ქუჩებშიც დაატარებდნენ.

























Scold’s bridle-ს კუდიანებისა და ჯადოქრების წინააღმდეგაც იყენებდნენ, რადგან მსგავს „აღვირში“ შეუძლებელი იყო ჯადოქრობა.

























ნიღბის ზოგიერთ მოდელში გათვალისწინებული იყო ლითონის ეკლებიანი საცობიც, რომელიც ენის ამოძრავების საშუალებას არ იძლეოდა.

























ხანდახან გამოიყენებოდა სპეციალური „ვიოლინო ჭირვეულთათვის“ – ორმაგი საჭერი, რომელიც ორ ქალს კისერზე ედგმებოდა. მთელი ცინიზმი ის იყო, რომ ეს ქალები სახით ერთმანეთის პირისპირ უნდა ყოფილიყვნენ, თითქოს ლაპარაკს აპირებდნენ.

























აი, Scold’s bridle-ს კიდევ რამდენიმე ნიმუში:
























































5 comments:

  1. აუ მოხსენი ეს ვერიფიკაცია, ძლივს დავტოვე კომენტარი :)

    ReplyDelete
  2. შენც სპამი გინდა დამიყარო? :D

    ReplyDelete
  3. ai qalebi mgoni kacebistvis aset ragaceebs ar vigonebdit :(

    ReplyDelete
  4. ჭორიკანა
    კუდიანთან ხო არ იყო გაიგავებული
    _?

    ReplyDelete