ჩვენი შვებულებიდან ერთი კვირა თიკომ (მისი მონათხრობი აქაა) და მე შვედეთში გავატარეთ. სტოკჰოლმში ჩემმა ძველმა მეგობარმა, ქუთაისელმა მხატვარმა ანდრო ზვერევმა და მისმა მეუღლემ, სოფომ მიგვიპატიჟეს. იქ ყოფნისას 1000-ზე მეტი ფოტო და უამრავი ვიდეო გადავიღეთ, რომლებსაც ბლოგზე ნელ-ნელა განვათავსებ. შვედური ფოტოების პირველ ნაწილს პირობითად „ცა სტოკჰოლმის თავზე“ დავარქვი. ჩვენი იქ ყოფნისას საკმაოდ გრილოდა და დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლებოდა. სტოკჰოლმში ცა ყოველთვის მიმზიდველია და ხშირად თვალში გხვდება. ეს ალბათ იმიტომ, რომ მრავალსართულიანი სტოკჰოლმი არ არსებობს. ყველაზე მაღალი შენობა ამ ქალაქში სატელევიზიო კოშკია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ სტოკჰოლმი ძალიან მომეწონა თავისი ოქროსფერი შემოდგომით, მიმზიდველი ცითა და საოცრად სუფთა ჰაერით. დანარჩენ ფოტოებს მერე გამოვაქვეყნებ. :)
მეორე ნაწილი ნახეთ აქ: სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)
მეორე ნაწილი ნახეთ აქ: სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)
ძალიან ლამაზი ფოტოებია!
ReplyDeleteდიდი მადლობა, ქეთი. :)
Deleteეს ცივი ქვეყნები დიდად არ მიყვარს და მომბეზრდა კიდეც ცოტათი, მაგრამ შვეციის ნახვა მაინც მომანდომა ამ ფოტოებმა.
ReplyDeleteTack, Sophie. :)
Deleteკარგი ფოტოები ლაშ, მე სტოკჰოლმში ორჯერ ვიყავი, ასევე ანდროსთან და სოფოსთან :) ორივეჯერ გვიან შემოდგომით, ერთხელ მგონი ახალ წელს და ორივეჯერ ტროლები, ელფები და მოკირწლული ქუჩები დამრჩა მეხსიერებაში:)ლამაზი ქალაქია, ზღაპრული, ასტრიდ ლინდგრენის :)იქნებ რომელიმე სოციალურ ქსელში გამოჩნდე, ზოგჯერ :(
ReplyDeleteლელა! დიდება შენს გამოჩენას! მართალი ხარ, სულ ზღაპრული შეგრძნებები ჩნდება იქ. :) როგორც „გუგლის“ ნამეტნავად მოყვარული, Google + ზე ვარ რახანია, აი, აქ:
Deletehttp://gplus.to/ermonia
მონატრებამ ძარღვებში სისხლი ამიჩქროლა... <3
ReplyDeleteლიკა, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. :))
Delete