თბილისის ავტომუზეუმი შარშან შემოდგომაზე გაიხსნა. ავტოპარკი ამჟამად ძირითადად საბჭოთა წარმოების ძველი ავტომობილებითაა წარმოდგენილი, თუმცა, როგორც იქ მითხრეს, მუზეუმის გაფართოება და არასაბჭოთა ფირმების, ცნობილი ბრენდების რეტრო მანქანებით თუ მოტოციკლეტებით შევსება იგეგმება. „მერსედეს ბენცის“ ფირმის რამდენიმე მანქანა უკვე შემოყვანილია და მისი აღდგენა მიმდინარეობს. რესტავრაცია თავად მუზეუმის ეზოში კეთდება, რის შემდეგაც ყველა მათგანი მუშა მდგომარეობაშია და თურმე მისი დაქირავებაც კი შეიძლება. ამის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ ავტომუზეუმის ოფიციალური საიტიდან.
პირადად მუზეუმში წარმოდგენილი მანქანებიდან ყველაზე მეტად წითელი „ზაპოროჟეცი“ (ზაზ-965), კრემისფერი „პაბედა“ (გაზ-20) და შავი „ვოლგა“ (გაზ-21) მომეწონა...
პირადად მუზეუმში წარმოდგენილი მანქანებიდან ყველაზე მეტად წითელი „ზაპოროჟეცი“ (ზაზ-965), კრემისფერი „პაბედა“ (გაზ-20) და შავი „ვოლგა“ (გაზ-21) მომეწონა...