Скоро мне стукнет... ნუ, ვინც იცის, – იცის, ვინც არა და... დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება მაინც მისთვის.
დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად გადის საათები, დღეები, წლები...
ახლა სადღაც ვარ გაჩხერილი, ანუ დრო გადის და მხოლოდ ვგრძნობ, რომ გადის.
თითქოს გახვრეტილი ვარ და გაედინება, არ გროვდება.
არ მავსებს.
ბოლო დროს ხშირად მინატრია რამდენიმე ცხოვრება მქონდეს.
ერთში, ვთქვათ, კონკრეტულად ერთ რამეს ვაკეთებდე, მეორეში – მეორეს და სხვაში – სხვას.
ასე ყველაფერზე მოდება სისულელეა.
ღმერთმა მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაჩუქა.
რაც მაინტერესებს ყველაფრის სწავლას და ათვისებას ვერ ვასწრებ, ამიტომ პრაქტიკულად ვეღარაფერს ვაკეთებ.
ტვინი ისე გამიხურდა უაზრობებზე ფიქრით, ლამის თავზე დადგმული ჩაიდანი ავადუღო.
ხოდა მომბეზრდა ასე.
27–დან...
გადმოწერე:
Dmitri Shostakovich – Waltz 2 from Jazz Suite
Photo by © merry
”მე ახლა უკვე 27 წლის ვარ”...
ReplyDeleteოღონდ ორიგინალში - 25-ია
ეხ, დრო , დრო ბევრი დრო მინდა მქონდეს და თან ვიცოდე კარგად გადანაწილება. და არ მეგონოს რომ ”კი, ამას გავაკეთებ. მერე. მოვსწრებ...” რაც უფრო მეტს აკეთებ, უფრომ მეტს ასწრებ, მგონი ადამიანი, მაგრამ ხშირად ეს მეტი საქმიანია უბრალოდ, და ბევრი საინტერესო რაღაცისთვის მაინც არ გრჩება დრო...
27 მაინც კარგი ასაკია. ჯერ კიდევ კარგი.
და ჯერ კიდევ მახსოვს. გუშინდელი(ვით)
ხო, ალბათ დაბადების დღე გქონდა, შესაბამისად და გამომდინარე პოსტიდან.
გილოცავ!
ძალიან მაგარი ფოტოა...
ReplyDeleteმფრინავი ჩაიდანიიიიიიიიი!
მიყვარს შენი ბლოგი :) ჩუმად მოვიპარები ხოლმე :) რაღაც ბევრი დევს აქ, ყველაფერი ლამაზი!
ReplyDeleteაურაც თბილია და გამჭვირვალე თითქოს :)
მადლობები და kiss–ები :)
ReplyDeleteიიი,მაგარი დღე იყო :)))))
ReplyDelete