Thursday, February 15, 2007

Loneliness (მარტოსულობა)

Download:

ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს. (არტურ შოპენჰაუერი)


სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად. (ომარ ხაიამი)

















დიადი სული არასდროს მარტო არაა. ბედმა რაც უნდა მეგობრები წაართვას, ბოლოს და ბოლოს, ის ყოველთვის ახლებს გამოიგონებს. (რომენ როლანი)

მარტოსულობაა, როცა ისინი ბევრნი არიან და შენ ერთი ხარ. (ლეონიდ ს. სუხორუკოვი)

 
მარტოსულობაში ყველა ბელადია. (მიხაილ მამჩიჩი)

მარტოობაში ადამიანი ან წმინდანია ან ეშმაკი. (რობერტ ბერტონი)

მარტოსულობაში ადამიანი თავს ნაკლებად მარტოდ გრძნობს. (ჯორჯ გორდონ ბაირონი)

განმარტოვებაში შეიძლება რაც გინდა ყველაფერი შეიძინო ხასიათის გარდა. (ფრედერიკ სტენდალი)


ყველა, ვისაც მარტოსულობა უყვარს, ან ველური ცხოველია, ან – უფალი ღმერთი. (ფრენსის ბეკონი)

თუკი მარტოობის გეშინიათ, ვერ დაქორწინდებით. (ანტონ ჩეხოვი)

თუ უსაქმურობთ, მარტოობას ერიდეთ; თუ მარტოსულები ხართ, საქმე აკეთეთ. (სემუელ ჯონსონი)

მარტოობისას თუ მარტოსული ხართ, ესე იგი სულელურ საზოგადოებაში იმყოფებით. (ჟან პოლ სარტრი)

ჭეშმარიტი მარტოსულობა იმ ადამიანთან ერთად ყოფნაა, რომელიც შენ ვერ გიგებს. (ელბერტ ჰ. ჰაბარდი)

როცა ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვნამდე მიდის, ყოველთვის მარტოა. (მეი სარტონი)

მიყვარს მარტოსულობა მაშინაც კი, როცა მარტო ვარ. (ჟიულ რენარი)

 
ადამიანები, რომლებიც მარტოსულობას ვერ იტანენ, აბსოლუტურად აუტანელნი არიან კომპანიებში. (ალბერტ გინონი)

ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მარტოსულობით კვდება. (ალბერტ შვეიცერი)














მარტოსულობა დიდებული რამაა, მაგრამ არა მაშინ, როცა მარტო ხარ. (ჯორჯ ბერნარდ შოუ)

მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია. (არტურ შოპენჰაუერი)

მარტოობა და იმის შეგრძნება, რომ შენ არავის სჭირდები, – სიღარიბის ყველაზე საშინელი სახეა. (დედა ტერეზა)

მარტოსულობა გრიყავს. ის შემოსილია ნაღველით და ადამიანებში არც ინტერესს, არც სიმპათიას არ იწვევს. ადამიანს თავისი მარტოობის სცხვენია. მაგრამ ასეა თუ – ისე, მარტოსულობა თითოეულის ხვედრია. (ჩარლზ ჩაპლინი)

მარტოსულობა დიდებული რამაა, მაგრამ ისიც ხომ აუცილებელია, რომ თქვენ ვინმემ გითხრათ, რომ მარტოსულობა დიდებული რამაა. (ბალზაკი)

განმარტოვება – დიდებულთა ფუფუნებაა. (ალბერ კამიუ)

ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს, როცა ის ლაჩართა გარემოცვაშია. (ალბერ კამიუ)

არწივები მარტონი დაფრინავენ, ცხვრები ფარებად იწყემსებიან. (ხალხური)

თარგმნა © humanoidi

6 comments:

  1. აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ!

    ეს მინდოდა კიდე??? :( :( :(

    მარტო ვარ, მარტო, მარტო, ისე მარტო ვარ, როგორც არასოდეს არ ვყოფილვარ, და ყველაზე მაგრად ვისთან ერთადაც მინდა ყოფნა (და იმასაც უნდა...) არ ვართ და ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით...

    ReplyDelete
  2. მსოფლიო, ჩვენი ქალაქიც ჭკუიდანაა შემცდარი კაი ხანია. მინდა, არ მინდა... რატომ? მიზეზი არ არსებობს. ეგაა აუხსნელი...

    ReplyDelete
  3. ყველაფერი პათეტიკაა გარდა დედა ტერეზას სიტყვებისა.

    რა ლამაზი ფორმულირებაც არ უნდა გაუკეთო, მარტოობაც ჩვენი ცხოვრებაა. ხანდახან ხდება ხოლმე აუცილებლობით გამოწვეული შერწყმაც. ამას დიდები სექსს ეძახიან :D

    ReplyDelete
  4. me ukve didi xania marto vcxovrob da vxvdebi rogor gadavechvie laparaks.
    shevechvie, bavshvobashi vicodi rom marto unda mecxovra roca gavizrdebodi. martosuloba txilamurebze dgomas hgavs ...da slalomebis cvalebas. dabadebidan martosuli var, samyaro ver minelebs da ukan mantxevs. ...mit uaresi samyarostvis.

    ReplyDelete
  5. Eva
    abadebidan martosuli var, samyaro ver minelebs da ukan mantxevs. ...mit uaresi samyarostvis.

    Welcome to the "sgt. Pepper's Lonely Heart Club" .)

    ReplyDelete