Tuesday, January 06, 2009

ნიღბები

მე ნაცნობ ხითხითს ყურებით ვხედავ,
დედის საშოდან გამოქცეული მზეც მოჩანს.
ჩემში ჩამხრჩვალი ეშმაკის ფერი
ბოლი მსუბუქი ნაზად მეხება!

ნახველის ზღვაში ვცურაობ ჩემთვის,
ნაპირზე ლეში იების სუნი შენც გხვდება!
გამხმარ ხელებზე სიკვდილი მლოშნის
ლურჯი ქალივით, ჩემში სიცოცხლე ცივდება!

ოთახი ჩემგან გაქცევას ლამობს,
ნისლი კი ჩემთან რჩება, ის წასვლას
ვერ ბედავს.

ჩემს ნიღბის იქეთ დარჩენილ ჩემს თავს
ვხედავ ბავშვივით თამაშობს
სითბოში გამხდარს, სიცივე მახრჩობს,
მე კაცში ქალის სიშიშვლე მართობს, მერევა!

ჩემს დანახვაზე იცინის სარკე,
ვერ მაგონებს საკუთარ სახელს,
დამცინის ცაც!

სუნიან თვალებს, გაცვეთილ სახელს,
ვხედავ რომ ჩემში ნისლივით თამაშობს
სათნო ნიღბებით მე თქვენს წინ
ვთამაშობ!
ვთამაშობ, ო! ო! ვთამაშობ!

Download:
Outsider - ნიღბები

Photo by © Mina

6 comments:

  1. ტექსტის ავტორი ვინაა?

    ReplyDelete
  2. margusha
    ტუტ... .)

    Pink Panthere
    სიმღერას მოუსმინე?
    "აუტსაიდერის" რობი კუხიანიძეა ტექსტისა და მუსიკის ავტორი. :)

    ReplyDelete
  3. მე "დუმილი" უფრო მომწონს...

    ReplyDelete
  4. მოვუსმინე,
    მე ტექსტი ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე სიმრერა თავისთვად. ან სიმღერაა არაა კარგად ჩაწერილი!

    ReplyDelete
  5. me nigabi momwons :D

    oh well. there never was a cat...

    magical.. marvellous mister mistoffellllleeeessss :bis:

    ReplyDelete