Friday, January 16, 2009

საქართველოს ჯაზ-სექსტეტი

[From ERM0NIA's own home collection]

ვოკალური ჯაზ-სექსტეტი შეიქმნა 1996 წელს თბილისში. კოლექტივი ძირითადად ხალხური სიმღერების დამუშავებაზე მუშაობდა, თუმცა ამ ალბომში მოუსმენთ უძველესი ქართული საეკლესიო და ქართული კლასიკური მუსიკის შესანიშნავ ვოკალურ ჯაზ-არანჟირებებსაც. 1999 წელს სექტსტეტი ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართული ფესტივალის, "Modern Opinion Of Folklore" ლაურეატი გახდა. იმავე წელს "საქართველოს ჯაზ-სექსტეტმა" ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჩატარებული პოლიფონიური მუსიკის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.

















გასინჯეთ აუცილებლად, შესანიშნავი მუსიკაა, საოცარი ხმები და გემოვნებით გაკეთებული არანჟირებები. სექსტეტის შემადგენლობასაც ჩამოვთვლი:

თამთა ურუშაძე – სოპრანო;
ნანა კორახაშვილი – მეცო-სოპრანო;
მაგდა პაპიაშვილი – ალტო;
დავით კიკნაძე – ტენორი;
რევაზ აბაიშვილი – ბარიტონი;
ბუკა კარტოზია – ბანი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "საქართველოს ჯაზ-სექსტეტი" დაიშალა და დარჩა მხოლოდ მაგნიტო-ალბომი, რომელიც გაგავაციფრულე და ახლა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხით. :)















საქართველოს ჯაზ-სექსტეტი – GJS © 2001
























01-Wat Story [ბუბა კარტოზია] (3:49)
02-ალილო [ხალხური] (2:33)
03-გურული ესკიზები [ხალხური] (1:41)
04-სააღდგომო ქორალი [შოთა მილორავა] (1:57)
05-გურული სატრფიალო [ხალხური] (3:12)
06-შენ გიგალობთ [IX საუკუნის საგალობელი] (3:27)
07-წამწამსა და წამწამს შუა [ზაქარია ფალიაშვილი] (2:26)
08-ლოცვა [რევაზ ლაღიძე] (4:02)
09-საჭიდაო [რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე] (2:42)
10-Goodbye [საქართველოს ჯაზ-სექსტეტი] (0:23)

Genre: Jazz
Stile: Vocal, A Cappella
Size: 52.90 MB
Playtime: 25:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

11 comments:

  1. რა მაგარიააააააააააა
    მე კასეტა მაქვს და სულ მინდოდა ციფრული ვარიანტი
    დიდი მადლობა :))

    ReplyDelete
  2. P.S. დაშლამდე პირველი ადგილი ნიუ-იორკში
    http://www.harmony-sweepstakes.com/newyork/newyork2002.html

    მეორე ადგილი ამერიკაში
    http://www.harmony-sweepstakes.com/2002/2002.html

    Best Original Song - "Tale Of War"

    ReplyDelete
  3. ანონიმო, დიდი მადლობა ინფოებისთვის. .))) იქნებ ვინაობაც გაგემხილა? .)

    ReplyDelete
  4. ERM0NIA
    ერთ-ერთი წევრის და ვარ :))

    გუშინ მეგობარმა მითხრა სექსტეტის ალბომს წავაწყდიო და ძალიან გამიხარდა :))

    ReplyDelete
  5. ვაა! რა კარგია. სასიამოვნოა. .) ერთ–ერთი დას მეც ვიცნობ – მარინას, გია ჯავახიშვილის მეუღლეს. :))) სხვათა შორის მათი იდეაა ამ კასეტის გაციფრულება, ადრე მაჩუქეს აბასთუმანში. .)))

    ReplyDelete
  6. ბაკო :))

    ისე ეს ჩანაწერები შეიძლება სტუდიაშიც იყოს შენახული.

    აი ფინეთის ლაივიც:

    http://www.link.ge/file/216725/11-xorumi.mp3.html

    ReplyDelete
  7. კი–კი ბაკუნაა ნამდვილად. :)

    დიდი მადლობა ლინკისთვის. .)))

    ReplyDelete
  8. ukacravad, mainteresebs rogor gadmovcero, verafrit mivxvdi, damexmaret gtxovt

    ReplyDelete
  9. http://www.youtube.com/watch?v=6Zue2rc53OY

    ReplyDelete
  10. ხელახლა აიტვირთა: 07.06.2012 (th)

    ReplyDelete