Friday, February 20, 2009

მერი შილდელი

[From ERM0NIA's own home collection]

ქართველი საესტრადო მომღერლისა (კონტრალტო) და რომანსისტის, მერი შილდელის [10.10.1915 – 13.05.1982] ნამდვილი გვარია მიჩილაშვილი. იგი ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაიბადა და ამიტომ 1940 წელს სასცენო ფსევდონიმად შილდელი აირჩია. 1936-37 წლებში ს. კავსაძის გუნდში მღეროდა. 1937 წელს კი სცენაზე მერი ვადაჭკორიას სახელითაც გამოვიდა. 1940 წელს ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერების დროს არკადი რაიკინმა თავის თეატრში მიიწვია. მალე შილდელი თბილისში დაბრუნდა. იგი ძველ ქართულ რომანსებსა და სიმღერებს ასრულებდა. მის რეპერტუარში შედიოდა გ. ჩუბინიშვილის, ი. ჯაბადარისა და განსაკუთრებით გ. ცაბაძის ნაწარმოებები.

























მეორე მსოფლიო ომის დროს მერი შილდელი სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში ჯარისკაცებისთვის მღეროდა. ცნობილია, რომ მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე დაუბრუნა. ამ უნიკალური ვინილის ფირფიტის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ შესანიშნავ ადამიანს, დავით სოლომნიშვილს. საოცრად დაზიანებული ფირფიტა შეძლებისდაგვარად აღვადგინე.

მერი შილდელი – მერი შილდელი © 1965

























01-შორეულს (3:47)
02-არსად წარწერა (3:52)
03-განა სული შენთვის არ მითხოვია (3:17)
04-ხმით მშვენიერო (2:47)
05-სიხარული ხარ (1:49)
06-შენი ღიმილი (3:37)
07-შვილს (2:04)
08-მუხამბაზი (3:41)
09-თუ ვიპოვე (1:34)
10-სულში ვარსკვლავი ნათობდა (2:24)

Genre: Romance
Stile: Vocal
Size: 26.52 MB
Playtime: 28:52
Bitrate: 128 kb/s (Mono) [იგივეა, რაც 256 kb/s სტერეოს შემთხვევაში]

Download:
Password: erm0nia
ხელახლა აიტვირთა: 14.06.2010 (mo)
ხელახლა აიტვირთა: 07.06.2012 (th)

10 comments:

  1. გაიხარე ლაშ, სახლში მივალ და დავქაჩავ. : )

    zazabichi

    ReplyDelete
  2. ძალიან სასიამოვნოა!!! საკმაოდ ცუდად ვიცნობ ქართულ მუსიკას და ახლა მგონი "გამოვსწორდები"

    ReplyDelete
  3. mm zaan sainteresoa. exlave davkachav. shtabechdilebebs mere davcer. :) tviton fakti magaria, meri shildelic ise jgers.. zgaprulad :)
    amoxedva -- gorozi. :)

    ReplyDelete
  4. Пожалуйста, выложите эту пластинку,
    файл удалён, File has been deleted.
    Спасибо.

    ReplyDelete
  5. вот она тут:
    http://allshares.ge/download.php?id=22D78BD026

    ReplyDelete
  6. უღრმესი მადლობა
    მხოლოდ ეს ბმული წაშლილია
    აი სხვა ბმული - ის ფუნქციონირებს
    http://mp3drug.to/Meri_Shildeli_Download_Free.html

    ReplyDelete
  7. ხელახლა აიტვირთა: 07.06.2012 (th)

    ReplyDelete
  8. გამარჯობა,

    ხომ არ იცით, საავტორო უფლებები ამ ჩანაწერებზე ვის ეკუთვნის? ერთი სიმღერის გამოყენება გვინდა რაღაც პროექტში

    ReplyDelete
    Replies
    1. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 9 სიმღერების ავტორია გოგი ცაბაძე, მე-8 გიორგი ჩუბინიშვილისაა, ხოლო მე-10 სიმღერის ავტორია ლილი იაშვილი.

      Delete