Thursday, October 22, 2009

ინტიმური კანონები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინტიმურ ურთიერთობებთან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. ზოგჯერ ძალიან გიკვირს როგორ მოახერხეს კანონმდებლებმა ასეთი რამეების მოფიქრება.

ახლო აღმოსავლეთის უმრავლეს ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ისლამის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კანონი, რომლის მიხედვითაც არაფრის დიდებით არ შეიძლება იმ ცხვრის ჭამა, რომელთანაც ადამიანმა დაამყარა სექსუალური კავშირი. ვინც გაბედავს ასეთი ცხვრის ჭამას, უდიდეს სასიკვდილო ცოდვას ჩადის და ის სამოთხეში 70 ქალწულთან ვეღარ მოხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქრისტიანია, მამაკაცებს ოფიციალურად აქვთ ნება დართული დაამყარონ სქესობრივი კავშირი ცხოველებთან. ამასთან ერთად, არსებობს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვა – ცხოველი აუცილებლად მდედრობითი სქესის უნდა იყოს. მამრ ცხოველთან სქესობრივი კავშირი სიკვდილით ისჯება.

ბაჰრეინში ექიმ-გინეკოლოგს, თუ ის მამაკაცია, გამოკვლევისას პაციენტის სქესობრივ ორგანოს მხოლოდ სარკიდან შეუძლია დააკვირდეს.

აშშ-ს მფლობელობაში მყოფ წყნარი ოკეანის გუამში არსებობს პროფესია დეფლორატორი. ეს სპეციალისტი მთელს ქვეყანაში მოძრაობს და გარკვეულ საფასურად გოგონებს ქალწულობას აკარგვინებს. გუამში ქალწულად გათხოვება აკრძალულია.

ჰონგკონგში, ცოლს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია მოკლას იგი. თუმცა ერთი პირობით – ქალმა შურისძიება შიშველი ხელებით, ყოველგვარი იარაღის გამოყენების გარეშე უნდა აღასრულოს. ხოლო ქმრის საყვარელი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით მოიკლას.

კოლუმბიის ქალაქ კალიში ქალს სექსით მხოლოდ ქმართან ერთად შეუძლია დაკავდეს. თუ ეს პირველად ხდება, მას აუცილებლად სიდედრი უნდა დაესწროს, რათა აქტი დაადასტუროს.

ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსში მამაკაცს ეკრძალება ქალთან და ამ ქალის ქალიშვილთან ერთად ერთდროულად დაკავდეს სექსით.

ინდონეზიაში მასტურბაციისთვის თავის მოკვეთით ისჯებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არსებობს ამ მხრივ რამდენიმე უცნაური კანონი. მაგალითად, არიზონას შტატში იკრძალება სახლში ორზე მეტი ფალოიმიტატორის შენახვა და გამოყენება. კოლორადოში აკრძალულია მძინარე ქალის კოცნა, ხოლო კონექტიკუტის ქალაქ ჰარტფორდში კვირა დღეს ცოლის კოცნა დაუშვებელია. ფლორიდაში ლეგალურად ნებადართულია მისიონერული პოზიცია, სექსის დროს კი აკრძალულია ქალის მკერდის კოცნა, ხოლო მასაჩუსეტში ქალს უფლება არა აქვს გამოიყენოს პოზიცია „ზემოდან“. მინესოტაში კატეგორიულად იზღუდება ნებისმიერი ფორმის სქესობრივი კავშირები ფრინველებთან. ოჰაიოს შტატში კი ქალებს ლაკირებული ფეხსაცმლის ტარება ეკრძალებათ, რადგან, ამერიკელი კანონმდებლების აზრით, მან შესაძლოა ქვედა საცვალი აირეკლოს. ჰავაიში კი თუ ვინმე სქესობრივ კავშირს დაამყარებს 18 წლამდე გოგონასთან, კანონი მის მშობლებს სჯის (სამწლიანი იძულებითი გამოსასწორებელი შრომით) „მსუბუქი ყოფაქცევის“ ქალიშვილის აღზრდისთვის.

ინგლისში მამაკაცს, ვინც უცხო ქალბატონს სექსს შესთავაზებს, 180 ევრომდე ჯარიმა ან 3-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

ირლანდიაში პრეზერვატივების იმპორტია აკრძალული. თუმცა ადგილობრივი წარმოების ნიმუშებსაც ვერსად იშოვით. ამ საკმაოდ მკაცრ კათოლიკურ ქვეყანაში პრეზერვატივის გამოყენება არ შეიძლება, შესაბამისად გაყიდვაც აკრძალულია.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარტნიორებს ინტიმური ურთიერთობის უფლება მხოლოდ სიბნელეში აქვთ. ეს ურთიერთობა თუ სინათლეში ხდება საკუთარ სახლშიც კი, პარტნიორები მაინც ჯარიმდებიან. არც სანთლის და ბუხრის შუქია ნებადართული.

იტალიის ქალაქ პალერმოში პლაჟზე სრულიად გაშიშვლების უფლება მხოლოდ ქალებს აქვთ. ქალაქ ტროპეას კანონი კი ზედმიწევნით არეგულირებს ვის შეუძლია იყოს შიშველი და ვის – არა. მასში წერია: „იმ ქალებს, რომლებიც მსუქნები, მახინჯები და ულამაზოები არიან, პლაჟზე გაშიშვლება ეკრძალებათ“ (!).

შვედეთში სწრაფი ფოტოს კაბინებში არ შეიძლება საკუთარი ფოტოს გადაღება შიშველ მდგომარეობაში.

ჩინეთში სასტიკად იკრძალება ჩაცმული ქალის შიშველ ფეხებზე შეხედვა. ეს უხეშ შეურაცხყოფად ითვლება და მომზირალს რამდენიმე დღიანი ციხე ემუქრება.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სქესობრივი აქტის დროს კატეგორიულად დაუშვებელია ჭადრაკის თამაში.


ბონუს ისტორია:
დიდი ბრიტანეთი. სასამართლო ჩანაწერი 12659. ფეხმძიმე ქალის საქმე.
ორსულობის მე-8 თვეში მყოფი ქალი ავტობუსში ჩაჯდა. მან შეამჩნია, რომ წინ მჯდომი მამაკაცი მას შეცქერის და იღიმის. ორსული მყისვე სხვა ადგილას გადაჯდა. მამაკაცმა უფრო მეტად გაიღიმა, ქალი ისევ გადაჯდა. მამაკაცმა ახლა სიცილი დაიწყო. როდესაც ქალი უკვე მე-4-ჯერ გადაჯდა, მამაკაცმა ისეთი ხარხარი ატეხა, მთელი ავტობუსის ყურადღება მიიპყრო.
ქალმა მძღოლთან იჩივლა და მამაკაცი დააპატიმრეს.
შემთხვევა სასამართლოს გადაეცა. მოსამართლემ 20-ოდე წლის მამაკაცს სთხოვა რამე ეთქვა საკუთარი თავის გასამართლებლად.
„თქვენო მოწყალებავ, – დაიწყო მამაკაცმა – ყველაფერი ასე მოხდა. როცა ქალი ავტობუსში ამოვიდა, არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი მდგომარეობა შევამჩნიე. ის დაჯდა სარეკლამო ნიშნულის ქვეშ, რომელზეც ეწერა: „მალე გამოვა ორმაგი პიტნის ტყუპი“ და გამეღიმა. შემდეგ იგი გადაჯდა ადგილზე, რომელსაც ამშვენებდა ნიშნული: „ეს მაზი შებერილობას შეამცირებს“, იძულებული გავხდი კიდევ გამეღიმა. ამის შემდეგ ის გადაჯდა ადგილას, სადაც რეკლამა იუწყებოდა: „უილიამის დიდმა ჯოხმა თავის მიზანს მიაღწია“ (William’s Big Stick did the Trick), აქ სიცილი ამიტყდა, მაგრამ როდესაც ქალი კიდევ ერთხელ გადაჯდა, სადაც ეწერა: „Goodyear-ის რეზინას შეეძლო ეს ინცინდენტი თავიდან აეცილებინა“ („Goodyear Rubber“ could have prevented this accident), უკვე გადავბჟირდი.
მოსამართლე: – ვამართლებ!

19 comments:

  1. ბონუს ისტორიამ დაგლიჯაააა:)))))))))))

    ReplyDelete
  2. ლოლ
    მაგარია ლაშ, განსაკუთრებით ბოლო ისტორია.
    (ჟეთე)

    ReplyDelete
  3. თან ვიცინი და თან ვტირი :)))))))))))

    ReplyDelete
  4. :)))))))))))))))
    me sul mainteresebs am kanonebis safuzvlad ra ambebia xolme :D

    ReplyDelete
  5. ჩორვენი¹³
    ჰო, ჰონგკონგის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა, მხოლოდ შიშველი ხელებით რომ შეგიძლია მოღალატე ქმრის მიხრჩობა. :D ნეტა რა იყო ამის პირველადი საფუძველი? :)

    ReplyDelete
  6. ძალიან სახალისო იყო :))))
    როდინდელი კანონებია, ადრე შემუშავებული და დავიწყებას მიცემული, თუ ამჟამინდელი, მოქმედი?
    ძალიან უცნაური რაღაცეები გამოუგონებიათ, ვერც კი წარმოვიდგენდი.
    ნეტა საქართველოში თუ არის რამე ასეთჳ შეზღუდვა? :დ

    ReplyDelete
  7. "ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სქესობრივი აქტის დროს კატეგორიულად დაუშვებელია ჭადრაკის თამაში." - მაგათგან არაფერია გასაკვირი :D შეიძლება სექსის დროს ხოკეის თამაში მოუნდეთ.

    ReplyDelete
  8. :D :D :D
    Umagresi iyo :D :D gansakutrebit ki dedali cxovelebi momewona, aqac ki homofobiis SiSi aqvs xalxs :D :D :D

    ReplyDelete
  9. :)))

    ნუ, რა უსაზღვრო ფანტაზიითაა გაჯერებული ადამიანის ტვინი.. :დ

    ReplyDelete
  10. მაგარი ფოსტია ;) ზოგი წაკითხული მქონდა მაგრამ საინტერესო და სახალისო იყო მაინც..

    მაგრამ ინგლისზე მემგონი არაა მართალი.. One night stand არ იარსებებდა..

    პ.ს. გუამში შეერთებული შტატების ვიზით მუშაობის უფლება მააქვს? იქნებ ვაკანსიები იყოს =)

    ReplyDelete
  11. ძალიან მაგარია :up:


    :)

    ReplyDelete
  12. მახსოვს, დავაკომენტე.. ვინ აკონტროლებს პოზებს ძალიან მაინტერესებს.. big brother? :D

    ReplyDelete
  13. ეგ წაკითხული მქონდა სადღაც
    ყველაზე მეტად ის მომეწონა, ტალინში რომ ჭადრაკის თამაში იკრძალება )))
    და კიდევ რა მაინტერესებს იცი? ვინმე იქ მაყურებელი უნდა იყოს, რომ გააკონტროლოს, ქალი ზემოდან არის თუ არა და შუქი ანთებულია თუ არა? )))
    მაგას ხო მაინც ვერავინ გაიგებს )))

    ხო, ბონუს ისტორია მაგარია

    ReplyDelete
  14. lol
    ბონუსზე გადავბჟირდი
    მარა კოლორადოში რატომ იკრძალება მძინარე ქალის კოცნა, მაგან ძალიან დამაინტერესა :D

    ReplyDelete
  15. სანამ ბოლომდე ჩავიკითხავ გზადაგზა გამოვთქვამ აღშფოთება-გაკვირვება-ღიმილ-სიცილს
    * გუამის დეფლორატორის პროფესიაზე გამეცინა კარგად :))))
    * ირლანდიაზე მართალიაა? :O ანუ კონდომები არ იყიდება და შესაბამისად არც ხმარობენ?:O
    * „იმ ქალებს, რომლებიც მსუქნები, მახინჯები და ულამაზოები არიან, პლაჟზე გაშიშვლება ეკრძალებათ“ (!).=ლოოოოოლ

    მოკლედ ფრიად საინტერესო იყო :))

    ReplyDelete
  16. წარმოიდგინეთ სექსის დროს, ჭადრაკის სვლებზე რომ დაიწყოთ ფიქრი :D რა უცნაურები არიან მაინც ეს ესტონელები :D

    ReplyDelete
  17. ვაიჰ რამდენი ვიცინე ამ არც ისე დილა უთენიას :D:D:D

    ReplyDelete
  18. ინგლისში ევრო არ არი.და მგონი ეს ყველაფერი ტყულია

    ReplyDelete