ამ კვირის განმავლობაში თიკო და მე უკვე მეორედ ვიყავით კახეთში. ბოლოს თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დასკვნით კონცერტს დავესწარით. ამ ინფორმაციულად დაძაბულ და აგრესიულ კვირაში (როდის არაა, მარა ახლა განსაკუთრებით) ნამდვილი სულის ცხონება გახლდათ კახეთში მოგზაურობა. ორივე შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი რამ ვნახეთ სიღნაღში, წინანდალში, თელავში... თუმცა ამჯერად მეორე მოგზაურობის ფოტოებს დავდებ. იმდენად თვალწარმტაცია შემოდგომის კახეთი, უბრალოდ უნდა იარო, ამდენი სილამაზის დანახვისგან ყბა ჩამოაგდო, ისუნთქო ღრმად უსუფთავესი გრილი ჰაერი და დატკბე ბუნების ფერებით.
უცნაური ღრუბლები იყო ცაზე, როცა სართიჭალას გავცდით |
რატომღაც სატურნის ღრუბლები შევარქვით |
აგერ კიდევ გამოკვეთილად ეს ღრუბელი |
უჯარმის ციხე უჯარმაში |
გომბორის გზაზე |
ძირითადად ფოთლოვანი ტყეებია და ამ პერიოდში მათში უამრავი ფერია |
მარჯვნივ სკებია და იქვე გზის ნაპირას თაფლიც იყიდება |
სამთავრობო ჯიპებმა ამ საოცარ ხეივანში სიგნალებით გადაგვისწრეს |
თელავთან ახლოს ხეივანი უკვე სამთავრობო ჯიპების გარეშე |
კავკასიონის ხედი თელავიდან |
ასე ჩანს კავკასიონი თელავის სატუმრო „ალაზნის ველიდან“ |
ესეც „ალაზნის ველიდან“ დანახული მთებია |
თელაველი მეარღნის ძალიან მაგარი ძეგლ-სკამი |
თელავის ცენტრი |
თელავში ბინდდება |
თელავური ლამპიონები |
თელავის ლამპიონებმა კავკასიონიც კი გაანათეს |
ulamazesi fooebia!
ReplyDeleteდიდი მადლობა, ტომა! ძალიან ლამაზი ადგილებია. :))
Deleteსასწაულია შემოდგომა საქართველოში, ყველაზე ძალიან მიყვარს ეს სეზონი ამიტომ :)
ReplyDeleteდა ფოტოებიც სასწაულია, სხვა ყველაფერთან ერთად, ღრუბლებით მოვიხიბლე, რაღაც საი–ფაი ფილმის კადრს გავს :))
ჩემთვისაც ყველაზე სასურველი და ლამაზი სეზონია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სეზონებსაც არ ვემდური. ღრუბლები, როგორც ჩანს, ავდრისთვის ემზადებოდნენ. ღამით წვიმდა და მეორე დღეს უძლიერესი ქარი ქროდა მთელს კახეთში.
Deleteდიდი მადლობა, ნატალია. :))
suntkva shemekra lasha!!!! ra perebia, ra mtebi, ra tsa (ra photographs agar davcer :-) ) da es kvelaperi chveni sakartveloa...telavshi ramdeni xania agar vkopilvar. madloba rom chvenc dagvanaxe sheni da tinas kaxeti, Nanuka
ReplyDeleteრეზო გაბრიაძეს „შერეკილები“ („უცხო ჩიტში“) მთავრდება ასე: „ისევ გამოჩნდა მათ თავზე ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცა...“ როცა ასეთ ცისფერიდან ლურჯში გარდამავალ ცას ვუყურებ, სულ ეს წინადადება მახსენდება ხოლმე. :)) დიდი მადლობა, ნანუკა. ;))
Deleteძალიან ლამაზი ფოტოებია. განსაკუთრებით, ღრუბლების და კავკასიანის შერთება.
ReplyDeleteუფრო კარგი ხილვადობა რომ ყოფილიყო კავკასიონამდე, ბევრად უკეთესი ფოტოები გამოვიდოდა. დიდი მადლობა, ირინა. :))
Deleteრა კარგი ფოტოებია <3
ReplyDeleteმიყვარს შემოდგომის კახეთი, გომბორის გზაც მომენატრა.
დიდი მადლობა, ნინო!
Delete