თუ თბილისის ქუჩებში სამუშაო საათებში გაისეირნებთ, იქ ძირითადად ასაკოვან ადამიანებს გადაეყრებით. ახალგაზრდების ერთი ნაწილი ამ დროს სასწავლებელსა თუ სამსახურშია, უფრო დიდი ნაწილი კი დროს კომპიუტერთან ატარებს. ტროტუარებზე თვალშისაცემია, რომ ადამიანების ნაცვლად აქაც ავტომობილები, მეტადრე დიდი ზომის მანქანები ბატონობენ, რომელსაც ჩვენში „ჯიპებს“ ეძახიან. ქალაქში მცირედ შემორჩენილ სკვერებში, საბედნიეროდ, მხოლოდ ბილიკებია და მანქანებისგან მეტ-ნაკლებად განმარტოვება ასე თუ ისე შესაძლებელია.
ქუჩაში სეირნობისას ცხვირს წვავს მანქანების გამონაბოლქვი, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. განსაკუთებით შემაწუხებელია ბუნებრივ აირზე გადაკეთებული ძველი მანქანები. ზოგიერთი გვერდით რომ ჩაგივლის, ისეთი აქოთებულია, თავი სად შერგო აღარ იცი. ეს იმის მანიშნებელიცაა, რომ ჩვენი ქალაქის მანქანების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია.
მიუხედავად მოახლოებული დღესასწაულებისა, ხალხის უმრავლესობის სახეზე არაფერი იკითხება, ნერვიულობის, სევდის და ცინიზმის გარდა. თვალში მოგვხვდება ისიც, რომ უმეტესობას ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ულხინს და ისინი მომავლის დიდი იმედითაც არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, თითქმის ყველა კვარტალში გამალებული მშენებლობებია. თბილისის ყველა უბანი თითქოს ეჯიბრება ერთმანეთს მაღალი და უმეტესწილად მახინჯი კორპუსების აგებაში. ამ მშენებლობათა გამო ტროტუარებზე სიარული ჭირს, რადგან სამშენებლო ზღუდეები თითქმის მთელ ტროტუარზეა გადმოწეული. ფეხითმოსიარულე იძულებულია მანქანების სავალ გზაზე იაროს.
საერთოდ კი ტროტუარებზე, რომელიც წესით ხალხის სასიარულოდაა განკუთვნილი, ყველაფერს ნახავთ, – პარკირებულ ავტომობილებს, სამშენებლო ზღუდეებს, სავაჭრო დახლებს, სხვადასხვა ზომის ჯიხურებს, ცხოველთა ფეკალიებს, თავახდილ საკანალიზაციო ჭებს და ა.შ. თბილისურ ტროტუარზე თუნდაც ერთხელ თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი და მისი უფლებები მეასეხარისხოვანია.
ეს ფოტოები დღეს გადავიღე ნუცუბიძის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

:( მწარე სიმართლეები
ReplyDeleteძალიან დამთრგუნველია, უკულტურობა განსაკუთრებით..
Deletemadloba lasha am postis da aseti shesanishnavad mravlismtkmeli potoebistvis...albat araperi ar asaxavs kveknis mdgomareobas ise natlad rogorc kuchebi. me piradad tbilisis kuchebshi kvelaze metad kontrasti mzaravs, kontrasti shedzlebuls da ukonels shoris, tvitkmakopilad gabgendzils da mcare cxovrebit gadaglil adamianebs shoris. axali, rogorc shen tkvi, maxinji (dagetanxmnebi) korpusebi, trotuarebis paktiurad ararseboba, da momcamvleli gamonabolkvi...aranakleb damapikrebelia. da mainc ratom vart isetebi rogorebic vart? rogori kvekana gvakvs, ra mica, ratom ar vuprtxildebit? ratom ar vikenebt chvens gandzs? ratom vanadgurebt parkebs? bunebas? eh, es kidev sxva satkivaria...dzalian momecona posti da tema, isev madlobit davasruleb da imeds davitoveb, rom imravlebs sakartveloshi sheni xedvit dajildoebuli adamianebi, Nanuka
ReplyDeleteუღრმესი მადლობა, ნანუკა შეფასებისთვის. ისეთ შეკითხვები დასვი, რომლებზეც გამზადებული პასუხები ალბათ არ არსებობს. რატომღაც მგონია, რომ მომავალი თაობა, რომელიც ბევრს იმოგზაურებს, მსოფლიოს ნახავს და კარგად ისწავლის ბევრად უფრო გაუფრთხილდება თავის ქვეყანას, ეკოლოგიასაც მიხედავს და უფრო მეტად დააფასებს უფროს თაობას. :))
Deletear vici ratom magram bolo suratma ragacnairad shemdzra.
ReplyDeleteმშენებლობები კარგია ზოგადად, მაგრამ აქ ქალაქდაგეგმარება არ არსებობსო, ამბობენ. რამდენადაც ვიცი, გაუქმებულა ადრე. ჰოდა, ზოგ ისტორიულ უბანში დიდი კორპუსი რომ შენდება, საზიზღრობაა, რეალობიდან, ლანდშაფტიდან ამოვარდნილია.
Deleteimedi vikoniot Lasha. fb-ze gkonda polietilenis parkebis chanacvlebaze Linki. vpikrob, sakmaod didi nabijia chveni kveknis ekologiuri mdgomareobis gasaumjobeseblad, botlebsac tu ushvelian rames kargi ikneba. tumca, jer kidev dzalian grdzeli gza dagvrcha am mxriv gasavleli. da kidev, uprosi taobebis dapasebidan, pativiscemidan ickeba bevri kargi ram ;-) Nanuka
ReplyDeleteმართალი ხარ, ნანუკა, გრძელი და ხანგრძლივიც. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი კულტურა მარტო ქართულ სიმღერასა და ცეკვაში კი არა, ყოველდღიურ ყოფაში განსაკუთრებით ჩანს. :))
Delete