Tuesday, November 24, 2015

ქვათახევი – წინარეხი

ქვათახევი, ან ქვაბთახევი მე-12-მე-13 საუკუნეების მონასტერია. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან მდებარეობს 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე კავთურას სათავესთან. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საკმაოდ თბილოდა, მონასტერში მისვლისთანავე საოცარი სუსხი და ყინვა ვიგრძენით. ბალახები ყინვისგან დაჭირხლულიყო. თან ხეობაში მზე ფაქტობრივად ვერ აღწევს. ისიც უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მობილური ოპერატორი არ მუშაობს. მონასტრის თავზე, მთაზე თოვლი იდო.
 
ქვათახევის მამათა მონასტრის მთავარი შესასვლელი
მონასტრის ეზო და სენაკები
მეორე გასასვლელ-შემოსასვლელი
ეს მონასტრის ბინადარი ნაგაზი, რომელმაც ეზოდან გასვლისას კარიბჭემდე გამოგვაცილა
ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით
აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები
ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც
ჩუქურთმებით მორთულია სარკმლებიც
ისევ მონასტრის ეზო
ეს კი ხედი მონასტრის გამოსასვლელიდან
მონასტრის გზა არაა ასფალტირებული, შიგადაშიგ ტალახის დიდი მონაკვეთებიცაა
დათოვლილი მთებია ირგვლივ
ამ ფოტოს დავარქვი „სიმეტრიის შესაძლებლობა-1“
სიმეტრიის შესაძლებლობა-2
ზუმიანი პანორამა
ხე და ქართლის გორაკები
მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი
სოფელი წინარეხი და უკან კავკასიონი


7 comments:

  1. რა ლამაზი ადგილია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად დიდებულია.

      Delete
  2. აი, როგორ ადგილებზე აგებდნენ ჩვენი წინაპრები მონასტრებს , სადაც დაეყუდებოდნენ ლოცვად, ხალხთა სიმრავლეს განერიდებოდნენ.
    რა დიდებული ჩუქურთმებია .

    ReplyDelete
    Replies
    1. საოცარია, როგორ არჩევდნენ, სად უნდა აეშენებინათ ასეთი განმარტოვებული მონასტრები. ამისთვის ალბათ, რაღაც ცოდნა ჰქონდათ.

      Delete
  3. და ამის შემდეგ, ახლადაშენებულ ეკლესიებს რომ შეხედავ, შიგნით შეხვალ და ილოცებ. ძალიან საკვირველია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ლოცვა ყველგან შეიძლება. უბრალოდ ახალი ეკლესიების მშენებლობის უმეტეს შემთხვევაში აღარ აქცევენ ყურადღებას თუნდაც ესთეტიკურ მხარეს, -- ჩუქურთმებს, ადგილის შერჩევას და სხვა რამეებს. :))

      Delete
    2. ხო, ძალიან ცარიელი მეჩვენება ახლები. "სულიერი" გარემო აღარ არსებობს და ეს არ მომწონს. როდესაც ასეთ დიდებულ არქიტექტურულ ნაგებობას ნახავ, მერე ძნელია, ახალში იპოვო საერთო. მე ასე დამემართა ყოველ შემთხვევაში. ახალმა თავისი სიახლე უნდა მოიტანოს, ესენი კიდე სრული კოპირებებია.

      Delete