[From ERM0NIA's own home collection]
ქართველი საესტრადო მომღერლისა (კონტრალტო) და რომანსისტის, მერი შილდელის [10.10.1915 – 13.05.1982] ნამდვილი გვარია მიჩილაშვილი. იგი ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაიბადა და ამიტომ 1940 წელს სასცენო ფსევდონიმად შილდელი აირჩია. 1936-37 წლებში ს. კავსაძის გუნდში მღეროდა. 1937 წელს კი სცენაზე მერი ვადაჭკორიას სახელითაც გამოვიდა. 1940 წელს ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერების დროს არკადი რაიკინმა თავის თეატრში მიიწვია. მალე შილდელი თბილისში დაბრუნდა. იგი ძველ ქართულ რომანსებსა და სიმღერებს ასრულებდა. მის რეპერტუარში შედიოდა გ. ჩუბინიშვილის, ი. ჯაბადარისა და განსაკუთრებით გ. ცაბაძის ნაწარმოებები.
მეორე მსოფლიო ომის დროს მერი შილდელი სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში ჯარისკაცებისთვის მღეროდა. ცნობილია, რომ მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე დაუბრუნა. ამ უნიკალური ვინილის ფირფიტის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ შესანიშნავ ადამიანს, დავით სოლომნიშვილს. საოცრად დაზიანებული ფირფიტა შეძლებისდაგვარად აღვადგინე.
მერი შილდელი – მერი შილდელი © 1965
01-შორეულს (3:47)
02-არსად წარწერა (3:52)
03-განა სული შენთვის არ მითხოვია (3:17)
04-ხმით მშვენიერო (2:47)
05-სიხარული ხარ (1:49)
06-შენი ღიმილი (3:37)
07-შვილს (2:04)
08-მუხამბაზი (3:41)
09-თუ ვიპოვე (1:34)
10-სულში ვარსკვლავი ნათობდა (2:24)
Genre: Romance
Stile: Vocal
Size: 26.52 MB
Playtime: 28:52
Bitrate: 128 kb/s (Mono) [იგივეა, რაც 256 kb/s სტერეოს შემთხვევაში]
Download:
Password: erm0nia
ხელახლა აიტვირთა: 14.06.2010 (mo)ხელახლა აიტვირთა: 07.06.2012 (th)
.jpg)




