Friday, August 18, 2006

თბილი სიგარეტები

ჩვენ ვყიდულობთ სიგარეტს.
მეგობარი ხსნის თეთრ-წითელ კოლოფს (მას ეს პროცესი მოსწონს) და ფილტრიან ღერს მიწვდის.
ჩვენ ვუკიდებთ თბილ ღერებს.
ქუჩაში ხის ძირას, მის ფესვებზე ვსხდებით,
ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ჰაერს ვაბინძურებთ ჩვენი აქოთებული ფილტვებიდან ამოსუნთქული ცისფერი კვამლით.
გარშემო ადამიანები მიმოდიან.
ისინიც ეწევიან.
ქუჩის მოპირისპირე მხარის სახლის ფანჯარასთან ვიღაც გოგონა დგას და ცდილობს პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვას.
რგოლი წესიერად არ იკვრება.
ირგვლივ ყველა ეწევა.
ჩვენც ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ალბათ იმ სახლის მიღმა რომ შენობები დგას, იქაც ეწევიან.
ზოგი ტელევიზორთან ეწევა,
ზოგი  ტელეფონთან,
ზოგი  ტუალეტში,
ზოგი  აბაზანაში,
ზოგი  სამზარეულოში,
ზოგი  საძინებელში,
ზოგიც  ძილში...
და სადღაც მიყრუებულ კუთხეში ვიღაც პატარა ბიჭი ან გოგო პირველ ნაფაზს ურტყამს თავის ცხოვრებაში.
ბოლო ნაფაზის შემდეგ ნამწვს პატარა ჭუჭყიან აუზში ვისვრით.
ნამწვი შიშინით ქრება.
მეგობარს გავცქერი,
ის მიღიმის და ახალ ღერს მიწვდის.
ვუკიდებთ.
ვცდილობ რგოლი შევკრა.
ჩვენ ხმაურიანი ქუჩის ხის ძირში ვსხედვართ,
ვეწევით თბილ სიგარეტებს...
და წრე იკვრება.

ქუთაისი 14.06.1995(we),  0:27  thanks to Nick Cave

Tuesday, August 15, 2006

ივლისი – ნოემბერი – იანვარი

ჯერ გადაწერე ეს სიმღერა:
სოფო ასლანიშვილი – ნოემბერი


ივლისი
ეგრეა, ბათუმის ზღვაზე მზის ჩასვლისას მზერა სულ დასავლეთისკენ გაქვს. მარა თუ სილამაზე თავისი ფეხით მოდის, გავიწყდება ოთხივე მხარე, მზეც და მთვარეც. ისე, ჩვენთან ღვთის წყალობით, ყველაფერია: მზის ჩასვლაც, ღამე (თავისი მთვარით), სილამაზეც და ლარნახევრიანი არაყიც.
ისე მზის ჩასვლას სილამაზე უნდა ერქვას თუ ზედმეტად ბუნებრივი რამეა?
არ ვიცი. ნუ, Fიგ ს ნიმ.
აბა, ნახე ყოველგვარი მენატრება თბილისი–ივლისის გარეშე.

ყველა ფოტო © humanoidi