© humanoidi
© Karll
© Mercully
მინსკის ცრემლიანი რიჟ-რაჟი იდგა. ქალაქში ოფლის სუნი ტრიალებდა. ტროლეიბუსის ფანჯრებიდან ბიჭების ამაოდ მომზირალი თვალები ასხივებდნენ ხოლმე, აქა იქ კი მოჩანდა მტრის სასოწარკვეთილი მანქანა.
ღამურების გამყინავმა ხმამ ემილიან პუგაჩოვის მოედანზე ცენტრალური სადალაქოს ფანჯრებიც კი დაორთქლა.
– ხ... – გაიფიქრა ტროტუარზე ჩამომჯდარმა დათრგუნულმა გოგონამ.
– შ... – მიუგო უჩინარმა ხმამ.
– არა, ხ.
– შ-მეთქი!
– ხ-ზე არ იყო?
– ვივაჭროთ?
– აღარ მინდა, დავიღალე... შეყვარებული მელოდება, გემობანა უნდა ვეთამაშო, ხომ ვიცი, დღესაც იმ სულელი ბეტმენის ფორმა ეცმება, მე კი ძალიან მომენატრა არნოლდი, ჩემი მძახალი.
– გუშინ არ იყო, აღვირახსნილობანას რომ ვთამაშობდით. ისიც მახსოვს, როგორ ჟილკობდი. აბა რა გიდევს მაგ კოხტა ჩანთაში?
გოგონას და ცას ფერი ეცვალა.
– წავედი, უნდა ვივარაუდო. თუ ჩემი ვარაუდი არ გაამართლებს, იქ შევხვდებით.
– პრეზიდენტის ჩუსტები რომ დავმალეთ?
– ჰო.
– რწმენა დამიტოვე. სოროკი მაინც..
– კარგი, იქ შევხვდებით.
ემილიან პუგაჩოვის მოედანზე დილის სუსხი ლოყებს ფაკლავდა. სავსე მთვარე თავის პრინციპს არ ღალატობდა, ლოყები მეზურნესავით დაჰბერვოდა და ყვრიმალებს აჩვენებდა მოსახლეობას. მოედანი ხალხით ივსებოდა. მშვიდობიანი მოქალაქენი ჟიტირდებოდნენ და ჟიტირდებოდნენ. ახალგაზრდა, გამოუძინებელი მტრედების გუნდი სიხარულით ფარფატებდა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის შენობას თავს ავად დასტრიალებდა.
მინსკის „დინამოს“ ტურბაზაზე, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა, მოხუცი კარისკაცი ნიკოლაი არკადიევიჩი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა დაუმთავრებელ და მოუმწიფებელ ბომჟურ მელოდიას კინოფილმიდან „დარიშხანის გასაჭირი“. მისი შველი კი შხაპს იღებდა და აბაზანის პატარა სარკმლიდან პერიოდულად იყურებოდა. კარისკაცის ავლადიდებას პატარა ოთახი წარმოადგენდა, სადაც ბუხარი ენთო და უზარმაზარი მაგიდა იდგა. ძირს შემწვარი ზღარბის ნარჩენები ეყარა, მაგიდაზე კი – ინტერნეტიდან უწესრიგოდ გადმოწერილი ფაილები. კედელზე ვერცხლისფერი ჩარჩო იყო, საიდანაც ლენინის ტორსი იყო გადმოქაჩული, ერთადერთ ლურსმანზე კი ინტერნეტიდან გადმოქაჩული Led Zeppelin-ის „ქაშმირი“ ეკიდა. შველს კი, თავის მხრივ, ნიკოლაი არკადიევიჩი ეკიდა. იგი ჯიუტად განაგრძობდა „არისტონის“ ბაკში ცხელი წყლის დაცლას.
არტიომ შველსკიმ სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე ჩაიქრო. ლანჩზე ნიკოლაი არკადიევიჩიც იყო დაპატიჟებული, ოღონდ მოგვიანებით, სამი კუთხურის შემდეგ. მოხუცმა უკანასკნელი წვერი თვალის დახამხამებაში გადაიპარსა.
– გოგირდის საპონი მომაწოდე მყრალო ბებერო. – ყვიროდა როგორც ცოფიანი, კეთილშობილი ნადირი.
– უფულო კაცი, ტრაკში პალო! – ენითაღუწერელი სარკაზმით უპასუხა კარისკაცმა და რადიოს აუწია. რადიოში მხაზველობითი გეომეტრიის გაკვეთილს გადმოსცემდნენ, მაგრამ ნიკოლაი არკადიევიჩი აცდენდა.
სად იყო და სად არა, „დინამოს“ ტურბაზაში დათრგუნული გოგონა შემოცქრიალდა, პლზენიდან მოდიოდა.
– მოხვედი მაშენკა? – ჩაილაპარაკა ნიკალაი არკადიევიჩმა და ჩაი მოყლურწა.
„საიდან იცის, რომ მაშენკა მქვია?“ – გაიფიქრა გოგონამ.
„საიდან ვიცი, რომ მაშენკა ჰქვია?“ – მხარი აიბა ნიკოლაი არკადიევიჩმა.
– დროზე პირსახოცი შემომიტანე! მორჩი შენს უნიჭო მონოლოგებს!! გაიღვიძე ბებერო! – ყვიროდა შველი.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. პატარა მაშენკა მშობლებმა ტყეში პიკნიკზე წაიყოლიეს. ხისმჭრელებმა მშობლები სმაში აიყოლიეს და თან გაიყოლიეს. მაშენკა მარტო დარჩა. იგი ყველამ მიატოვა. ალბათ შიმშილით მოკვდებოდა რომ არა შველი, რომელიც მიეშველა და იშველა. გამოხდა ხანი. ნიკოლაი არკადიევიჩი ტყეში საძოვარზე გასულიყო. დაღლილს არყის ხეზე ჩასძინებოდა, თან საბრალოს თმაც არყის სუნით გაჯერებოდა. არყის ხემ თავი უხერხულად იგრძნო. ეს ნიკოლაი არკადიევიჩმაც შენიშნა და აბგიდან ხერხი ამოიღო. ხერხის ამოღებას თან შველის გამოჩენა მოჰყვა. შველის გამოჩენაზე მოხუცმა ხმალი იშიშვლა და შველს საშველოსნო ამოაჭრა. მაშენკა გაცეცხლა და მოხუცს ეძგერა. ბაბუას და შველიშვილს მხოლოდ შველი აშველებდა. შველმა გააშველა და ყველას ეშველა. ამის შემდეგ ნიკოლაი არკადიევიჩმა შველი იშველა, მაშენკა კი იშველიშვილა. ყველაფერს ამას მინსკში დაბრუნება მოჰყვა. დაბრუნებისთანავე სამივემ წიგნის მაღაზიას მიაშურა, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდათ ნაწარმოებზე: „ქეთო დაკოტადან“. დიდი არაფერი, უბრალო ვესტერნი, რომელიც თავს ბესტსელერად ასაღებდა. ჰაი-ჰაი, რომ ბესტსელერი არ იყო.
ჰაუ, ჰაუ ქორო ნუ ფრენ
ნუ ჭამ დედიშენისასა,
თორემ ნაღმი აფეთქდება.
ხარობს ხალხი, ჭმუნავს ერი.
მინსკში გამართეს აღლუმი
პარადს ეძახდა ხალხია
გასრულდა ესე ამბავი
მაშაც არ დარჩა ვალშია.
P. S. ამ საბედისწერო დღეს საშვიდნოემბრო აღლუმზე მაშენკას ტროტილის ნაღმს ლუკაშენკო ემსხვერპლა. 7.11.2006