Friday, March 13, 2009

კედელი & RNN

1990–იანების დასაწყისში ქუთაისში მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი ტელეგადაცემას "კედელი", რომელიც ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ეთმობოდა. სულ 5 გადაცემის გაკეთება მოვახერხეთ, რომელიც პირველად საქართველოს ტელევიზიის "მე–2" არხზე გადიოდა. მისი დებიუტი შედგა 1992 წლის 17 ივლისს და სამი გადაცემა მთლიანად ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამის შემდეგ გვქონდა საქართველოში პირველი გადაცემები ზოგადად მეტალსა და პანკზე.

ერთ ფრაგმენტი გადაცემა "კედელიდან", რომელიც სწორედ პანკ–მოძრაობას დაეთმო, ახლახანს ავტვირთე და აქ ვდებ.


"კედელი" მალე შემოქმედებით ჯგუფად გადაკეთდა და სხვადასხვა ჰიტ–აღლუმების გარდა, დავიწყეთ გასართობი გადაცემის, RNN–ის კეთება ("რი–ენ–ენი" იმიტომ, რომ ჩვენი ტელეკომპანიის დასახელება იწყებოდა ასო "რ"–ზე [რიონი] და რაღაც "სი–ენ–ენური" მუხტი ჩავდეთსავით, ისიც მესმის, რომ ამ აბრევიატურით "არ–ენ–ენი" უფროა, მარა დაიკიდეთ :D). გასართობი გადაცემა "რი–ენ–ენის" პირველი გამოშვება 1993 წელს გაკეთდა და კლიპის, რომელსაც ახლა ნახავთ, დებიუტი ისევ და ისევ "მე–2" არხის პროგრამა "პა–სეანსში" შედგა. სწორედ ამ კლიპის შემდეგ დაიწყო "პა–სეანსმა" ცნობილი "კლიპების" თავად გადაღებაც. :D

აღნიშნული კლიპი წარმოადგენს სამი ფირალი და ყაჩაღი ქართველის ფოტოს გმირების ერთგვარ გაცოცხლებას 90–იანების დასაწყისში. მუსიკად გამოყენებულია ჯგუფ Nirvana–ს სიმღერა "Stay Away". ვიდეოს გადაღების დროს კურტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. :D როლებს ვასრულებთ (მარცხნიდან): ირაკლი მაჩიტაძე, ერმონია და კობა ჟორჟოლიანი. .)


მომავალში რაღაც ფრაგმენტებს კიდევ ავტვირთავ. .)

6 comments:

  1. vaah ra sasiamovnod gamaxsene is sashineli periodi:)
    lash jguf prizzec xo ar gqondat gadacema? maxsosv clis sauketeso simgera hqondat "qalaqi gamit"

    ReplyDelete
  2. margusha
    "პრიზს" ჰიტ–აღლუმებში ვუშვებდით ხოლმე და ძალიან მოსწონდა ხალხს. .)
    სხვათა შორის პრიზის "ღამის ქალაქის" მიხედვით გიორგი ებრალიძემ გადაიღო მაშინ ძალიან საკაიფო მუსიკალური ფილმი და პრინციპში, კლიპებად სწორედ ამ ფილმის ფრაგმენტებს ვიყენებდით.
    "დუმილის დრო" მიყვარდა ძალიან.
    ადრე წინა ბლოგზე "პრიზის" მთელი გაციფრულებული ალბომი ავტვირე. .)

    ReplyDelete
  3. ვახ
    როდინდელი ამბებია თურმე
    რა ახალგაზრდა ხარ იქ ))

    ReplyDelete
  4. iasamani
    რავა მთლად დამაბერე ბაბუ? :D :kiss:

    ReplyDelete
  5. პიკომ ალბათ ის იგულისხმა, მაგ ვიდეოებში ძალიან ნორჩი ხარო :D

    ReplyDelete
  6. ვაა, რა დრო და რა ამბებიიი :)
    "ქალაქი ღამით" მახსოვს რომ ძალიან მომწონდა და იმ დროისთვის შედარებით უცხო იყო აქ.

    ეხლა ვიფიქრე, რომ შენ "სტილ ჰეილი"ც გეცოდინება (გემახსოვრება მაინც). შეიძლება ზუსტად ვერ დავწერე სახელი, მაგრამ თუ იცი - გაგახსენდება.

    ReplyDelete