Monday, June 29, 2009

ჩემი სახლის საგნები

ესენი ის საგნებია, რომელთაც ხელით ყველაზე ხშირად ვეხები.

ერთ–ერთი ყველაზე ძველი და, ამავე დროს, ყველაზე ერთგული ტექნიკური საგანი, რომელმაც უამრავ ძირს გდებებს და გადმოვარდნებს გაუძლო. წარმოშობით მოსკოველია. მისი საშუალებით რამდენიმე ინტერვიუც კი მაქვს ჩაწერილი.






















ლურჯი თეფში, რომელიც სამზარეულოში თავის ტოლ 5 და უფრო პატარა 6 და-ძმასთან ერთად სუფევს და საჭიროების შემთხვევაში, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. 2003 წელს დაბადების დღეზე თანამშრომლებმა მაჩუქეს.



















ჩემი საყვარელი ფერის, ზომისა და ფირმის (ფრანგული BIG) სანთებელა, რომელიც ნაყიდია „დელისთან“ ერთ-ერთ სიგარეტის გასასაღებელ „ფორთოჩკაში“.



















ინდოეთში დამზადებული სუფთა ტყავის ღია ფერის საფულე, რომელშიც ვისურვებდი ბევრად მეტი თანხა იდოს. ჩემი დის ნაჩუქარია.



















საფერფლე, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ თავად ვიყენებ ძირითადად ქართული წარმოების სიგარეტისთვის („პირველი პრემიუმი“). წარმოშობით ქუთაისელია.



















იაპონური კბილებიანი დანა, რომელიც სამართებელზე მჭრელია. ძირითადად პურის საჭრელად ვიყენებ.



















Ralph Lauren-ის Polo (Blue), დედაჩემის ნაჩუქარი ამერიკული ტუალეტის წყალი.



















მამაჩემის ნაჩუქარი ჯორჯ ჰარისონის გიტარის მცირე ასლი, ქეთოს CD-ზე დახატული მთვარე „შიში +“, ჩვენი მარკო და მაგიდაზე მისამაგრებელი „ნაჩნიკი“, რომელიც დიდუბეში ვიყიდე.



















მობილური Nokia N70, რომელიც მირიანმა მაჩუქა.



















ჩემი კლავიატურა და მაუსი. 2007 წლიდან მაქვს.



















Oral-B-ის კბილის ჯაგრისი, კბილის პასტები და Chanel-ის გაპარსვის შემდგომი კრემი.



















ჩაისა და ყავის სასმელი ჭიქა, რომელიც მეგობრის ცოლმა 4 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვიყენებ.



















„სუპერში“ ნაყიდი იტალიური ჭიქების კომპლექტის ერთი წარმომადგენელი, რომელიც მე და კახამ ერთად ვიყიდეთ. მშვენიერია წვენის, ლიმონათის, მინერალურის და უბრალო წყლის მისაღებად.



















ნამდვილი ჩინური ჩაის ჭიქა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაის ფერი თავად ჭიქაში დააყენო. ვიყიდე შარშან ჩინელების მაღაზიაში „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.



















15–17 წლის წინანდელი ყვითელი Tefal-ის ორიგინალი ჩაიდანი. რა საშინელ დენებს არ გაუძლო. დღესაც მუშაობს.

7 comments:

  1. ragac gamaxsend,a ogond ra gamaxsenda ver vixseneb :D hm

    ReplyDelete
  2. da am yoveldgiuri nivtebis logikuri gagrzeleba iqneboda sawoli,
    romelzec/shic yoveldge wvebi
    :D :D

    ReplyDelete
  3. ბაბისა
    საწოლს მარტო ხელით არ ვეხებით. :D

    ReplyDelete
  4. მეც ისე მიყვარს ნივთები. მომეწონა პოსტი.
    განსაკუთრებით ლურჯი თეფში :)

    ReplyDelete
  5. უიიი რა მოსახერხებელი ჭიქა გქონია =)))) იმდენ ხანს ვეძებე "ჩემი" ჭიქა და ძლივს მივაგენი =)) ჭიქებს ძნელად ვეგუები =)))) ჩინური ჭიქა მეც მაქვს ოღონს რაღაცა სტრანნი ფერია =)) ეგ ფერი არ ვიცი მე =) ფერებს ვერ ვარჩევ და... :((( ტოისწ ვარჩევ მარა მიწირს =))) ხოდა კიდევ იმაზე დავფიქრდი მარტო მე და შენი ნივთები დაემთხვა ასე ერთმანეთს რომელსაც ყოველ დღე ვეხები თუ სხვებიც?! ალბათ სხვებიც და მეწყინა ასე უმრავალფეროვნო როა ყოველდღიურობა :(

    ReplyDelete
  6. მრავალფეროვნებას მარტო საგნები არ განსაზღვრავენ. .)

    ReplyDelete