მართალია, ცოტა მოგვიანებით ვწერ, მაგრამ ამას წინათ ისევ დამესიზმრა ქალაქი, რომელიც ჩასვლისთანავე ჩვენი გახდა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გავისეირნო იქ ამჯერად უკვე ჩემს ბლოგზე. :)
სტამბული (ზოგი სტამბოლს ეძახის) – იგივე ძველი კონსტანტინოპოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ქალაქია. ამ ქალაქში ყველაზე საინტერესო ევროპული ნაწილია. ჩვენ აზიურის ნახვა პრაქტიკულად ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ იმ გზას ვაკვირდებოდით, რომელიც გოკჩენის (პირველი მფრინავი თურქი ქალი იყო) სახელობის აეროპორტიდან სასტუმროში მისვლამდე გავიარეთ. ამ გზის განმავლობაში ძირითადად ინდუსტრიული უბნებს ვაკვირდებოდით (ზოგი მილიდან ბოლი ამოდიოდა, ზოგიდან – არა :) ). სტამბულის ერთ-ერთ უბან „ლალელი“-ში სასტუმრო „შაჰინლერში“ დავსახლდით, სადაც საქართველოდან გვქონდა ნომრები დაჯავშნული. ახლოს ვიყავით სტამბულის ყველაზე ისტორიულ უბანთან „სულთანაჰმეტ“, სადაც ამ ისტორიული ქალაქის უძველესი დიდების ყველა ძეგლია თავმოყრილი.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ სტამბული ულამაზესი ქალაქია, რომელიც განლაგებულია ორი ზღვისა (ჩრდილოეთით შავი და სამხრეთით მარმარილოს ზღვები) და ქვეყნის ორ ნაწილს (ევროპასა და აზიას) შორის. სხვათა შორის, ბოლო დროს „ქვეყნის ნაწილი“ ბევრს „კონტინენტში“ ერევა, მაგრამ ცალკე აზიის ან ცალკე ევროპის კონტინენტი არ არსებობს, არსებობს ევრაზიის კონტინენტი!
ბევრი რომ არ ვილაყბო, მოკლედ ვიტყვი, ჩვენ ძირითადად ფეხით დავდიოდით, უფრო იშვიათად – ტრამვაით, ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანების (ტაქსების გარდა) მოძრაობა ისტორიულ უბნების ცენტრალურ ქუჩებზე აკრძალულია და ეს ძალიან კარგია. ტაქსი არც არასოდეს გამოგვიყენებია. ერთხელაც ბოსფორის მცირე საზღვაო ტურშიც წავედით ასევე მცირე ტურისტული გემით.
თურქებზეც მინდა ბევრი კარგი რამ დავწერო, თუნდაც მათ შრომისმოყვარეობაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში პროდუქტების (ყველანაირი, – საკვებიდან დაწყებული, სამშენებლოთი დასრულებული) დიდი უმრავლესობა ადგილობრივი წარმოებისაა, მაგრამ ძალზედ გამიგრძელდება. თუ რამე დაგაინტერესებთ, კომენტარებში მკითხეთ. :)
„აია-სოფია“
„ლურჯი მეჩეთი“
„გალათასარაი“ (გალათას კოშკი)
ბოსფორის ტური (12)
:)
თევზის რესტორნების ხიდი, სადაც სულ ახალი თევზისგან შესანიშნავ სენდვიჩებს ამზადებენ (4)
იერებატანის ცისტერნები, რომელიც ადრე, ბევრი საუკუნის წინ, ქალაქის სასმელი წყლის საცავი იყო (4)
„აია-სოფიას“ ინტერიერი (4). იშვიათია მაცხოვრის ასეთი ცოცხალი მოზაიკა
გასეირნება უბანში „სირკეჯი“ (3)
ესეც უბანი „ტაქსიმი“ (5). გზა გალათასარაიმდე, სადაც მხოლოდ ძველებური ტრამვაი მოძრაობს. პირველ ფოტოზე ორთოდოქსული ტაძარი
ძველმანების მაღაზიები (2). ძველი სტამბულის ფოტოებში მთვლემარე ფისო. ვინილის ფირფიტები და 45-სიჩქარიანი ვინილისვე სინგლები
ჩვენი უსაყვარლესი „სტარბაქსი“. სტამბულში 4 ადგილას გადავაწყდით ამ ყავის კაფეს და 2 მათგანში შესვლა მოვახერხეთ. ყველაზე ხშირად „სულთანაჰმეტში“ ვსტუმრობდით (დღეში ორჯერაც კი). ეს კი „ტაქსიმის“ „სტარბაქსია“
კათოლიკური სავანე (2)
„გალათასარაის“ მიდამოები და თავად კოშკი (4). ულამაზესი პატარა ქუჩები და მშვენიერი პატარა მაღაზიები, მათ შორის მუსიკალურებიც
მეთევზეთა ხიდი და ზღვის სანაპირო მზის ჩასვლისას (2)
ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და მიყრუებული, მაგრამ ხალხმრავალი უბანი სტამბულში „კუმკაპი“, რომელსაც ტურისტები უფრთხიან (7). რა თქმა უნდა, ჩვენ, გამოწრთობილ ქართველებს ასეთი უბნების არ გვეშინია, ამიტომ მაინც გავისეირნეთ. :)
ამ შენობას Led Zeppelin-ის Physical Graffiti-ის სახლი შევარქვი (2)
„ახალი მეჩეთის“ მიდამოები ყოველთვის სავსეა მტრედებით (2)
ოსმანთა იმპერიის სასახლე „ტოპკაპი“ (3). პირველ ფოტოზე წმ. ირინას სახელობის გაუქმებული მართლმადიდებლური ტაძარი „ტოპკაპის“ პირველივე ეზოში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამაა ტერიტორიაზე, თუმცა ამჯერად მხოლოდ 3 ფოტოთი დავკმაყოფილდები :)
„გალათასარაის“ უბანი (3). ბოლო ფოტოზე კი ხედი თავად „გალათას“ ციხიდან შებინდების წინ, როცა ცისფერი სტამბული საოცრად ლამაზია :)
ძალიან კარგი პოსტია, თან რა ფოტოები.. :))
ReplyDeleteარ ვარ ნამყოფი სტამბულში. კაი ხანია, ვუმიზნებ,ძალიან მინდა ამ ზაფხულს ვინახულო <3
და ეს გამახსენდა, ძველი სტატიაა ძალიან http://shokoladi.ge/node/3430
ნინო :)
ReplyDeleteაუცილებლად წადი, ენით აღუწერელი ქალაქია, ფანტასტიკური ხედებით, ემოციებით და განცდებით. :)
ბმულისთვის დიდი მადლობა, სამგზის გაალამაზა პოსტი. .)))
mec var namyofi da Tavidan ganvicade STabeWdilebebi,madloba:*
ReplyDeleteრა კარგი ფოტოებია!
ReplyDeleteკიდევ უფრო მომინდა სტამბულის ნახვა :)
ამაღამ მივდივარ, მეც გოგჩენის აეროპორთში ჩავფრინდები, მერე ვნახოთ.
ReplyDeleteსტამბულზე ვგიჟდები. რა კარგი დრო გიტარებიათ, კარგი სურათებია ძალიან!
ReplyDeleteანო :) ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, ყველა აღფრთოვანებული და შეყვარებულია სტამბულზე. მე მჯერა, რომ რაღაც ჯადო აქვს ამ ქალაქს, ალბათ ძველი ქრისტიანობის მადლი და ბევრი სხვა რამ. ჩვენ ნოემბერში ვიყავით, საოცრად თბილი დღეები იდგა. როცა სტამბულზე ვფიქრობ, სულ მზის ჩასვლა და რაღაცნაირი "ნელი" საღამოები მახსენდება, ჰორიზონტი და კონტურები. Thanks for the memory! :)
Deleteგაიხარე! :)
Deleteკიდევ ერთხელ ძალიან ვისიამოვნე სურათებით. ამჯერად მძღოლი და თავზე კატა აღმოვაჩინე და ამივარდა სიცილი:))) თუმცა რა მიკვირს, სტამბულში კატები ყველგან არიან და აქამდე რომ ყველა თავზე კატის შემოსმული არ დადის გამკვირვებია :))
ReplyDeleteნამდვილად ჯადო აქვს ამ ქალაქს. ორჯერ რაც ჩავიფიქრე აია სოფიაში ამისრულდა. რა თქმა უნდა წრურწმენების არ მჯერა, მაგრამ სასიამოვნი დამთხვევაა და ჩემთვის საკმარისი იყო რომ ეს ქალაქი განსაკუთრებით შემყვარებოდა!
მზის ჩასვლა და ნელი საღამოები როგორი რომანტიულია!
სტამბული თუ გიყვარს და მასზე უფრო მეტი გინდა გაიგო, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული „სტამბოლი“ წაიკითხე, საინტერესო რამეებს იხსენებს და წიგნის ფოტომასალაც ძალიან მიმზიდველია. :)
Deletepantastiuri posti da suratebia!
ReplyDelete